გენძი მონოგატარი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავი "ასაგაო" (17 ს.)
თავი "ასაგაო" (17 ს.)

"გენძი მონოგატარი" (მოთხრობა უფლისწულ გენძის შესახებ), X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის იაპონური რომანი. მის ავტორად მიჩნეულია სეფექალი მურასაკი სიკიბუ. რომანი ითვლება IX-XII საუკუნეების იაპონური საკარო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშად. მასში მოთხრობილია უფლისწულ გენძის სამიჯნური თავგადასავალი. ნაწარმოებში მთავარია ბედისწერის (ქარმა) თემა. რომანი ზედმიწევნით რეალისტურია. ჰყავდა ბევრი მიმბაძველი. მისი ცალკეული მოტივები არაერთხელ იქნა გადამღერებული. რომანმა გავლენა მოასხდინა იაპონური ლიტერატურის განვითარებაზე.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 59, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები