გენეტა
ვიკიპედიიდან
| გენეტა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Genetta |
გენეტა (Genetta), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ვივერისებრთა ოჯახისა. აქვთ 55 სმ-მდე სიგრძის მეტად მოქნილი სხეული, მოკლე და უხეში ბალანი. კუდის ძირში განვითარებული ჯირკვლები გამოყოფენ მკვეთრი სუნის სითხეს — მუშკს. გვარში შემავალი 6 სახეობაა გავრცელებულია სავანებსა და აფრიკის ტროპიკულ ტყეებში. იკვებებიან მცირე ზომის ცხოველებით, ფრინველის კვერცხებით. გენეტები მეღამური ცხოველები არიან. ადვილად შინაურდებიან.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 50, თბ., 1978

