გენდალფი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გენდალფი
პერსონაჟი ტოლკინის ნაწარმოებიდან Gandalf-cp-2625515.jpg
სხვა სახელები მითრანდირი, ოლორინი, ინკანუსი, თარკუნი
რასები აინური
წიგნები ჰობიტი
ბეჭდების მბრძანებელი
სილმარილიონი
დაუსრულებელი მოთხრობები

გენდალფიჯ.რ.რ. ტოლკინის წიგნების პერსონაჟი. მათში იგი წარმოდგენილია, როგორც ჯადოქარი (მაგი) და ისტარების ორდენის წარმომადგენელი. გენდალფმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბეჭდის საძმოს ამბავში. პირველად იგი გამოჩნდა ჰობიტში, სადაც მან ბილბო ბეგინსი მეტად სახიფათო მოგზაურობაზე დაითანხმა.

[რედაქტირება] შექმნა

1977 წელს გამოცემულ ტოლკინის ბიოგრაფიაში ავტორი ჰემპფრი კარპენტერი საუბრობს, რომ ჯონს ჰქონდა საფოსტო ბარათი სახელწოდებით Der Berggeist (გერმ. "მთის სული"). ქაღალდის შეფუთვაზე, რომელშიც იგი ამ ბარათს ინახავდა, მის მიერ დაწერილი იქნა - "გენდალფის წარმოშობა". ამ ბარათზე წარმოდგენილია წვერ-ულვაშიანი მამაკაცი, რომელიც ჩამომჯდარია ქვაზე. მას თავზე ახურავს ფართო ქუდი, მხრებზე კი აფარია გრძელი წითელი მოსასხამი. მის წინ დგას შვლის ნუკრი.

კარპენტერის მიხედვით, ტოლკინმა ეს ბარათი შვეიცარიაში, 1911 წელს შეიძინა. თუმცა მანფრედ ციმერმანმა დაადგინა, რომ ნახატი ეკუთვნოდა გერმანელ მხატვარ იოზეფ მადლენერს და დახატული იყო 1920-იან წლებში.

ორიგინალური ნახატი გაიყიდა სოთბის აუქციონზე, ლონდონში, 2005 წლის 12 ივლისს, 84.000 გირვანქად.[1] მისმა წინა მფლობელმა ნახატი მადლენერს 1940-იან წლებში გადასცა და იხსენებდა მადლენერის შენიშვნას იმის შესახებ, რომ ნახატზე გამოსახული მთები ტორი დელ ვაიოლეტად იყო წოდებული. ეს იყო დოლომიტის ალპები მწვერვალები.

1930-იან წლებში, რომან ჰობიტის შექმნისას, ტოლკინმა სახელი გენდალფი თავდაპირველად დაარქვა ერთ-ერთ ჯუჯას, რომელსაც მოგვიანებით თორინ მუხისფარი ეწოდა. სახელი მომდინარეობს ნორვეგიულ ეპოს Völuspá-დან. ძველ ნორვეგიულ ენაზე Gandalfr-ში შერწყმული gandr (კვერთხი) და álfr (ელფი).

სახელი "Gandolf" გამოყენებულია უილიამ მორისის 1896 წლის ფენტეზი რომანში სამყაროს დასასრულის ჭა. ამ წიგნის პერსონაჟები არიან ელფები, ჯუჯები და მეფეები. მოქმედება მიმდინარეობს ფსევდო-შუასაუკუნოვან მიწებზე. სავარაუდოდ, ასეთმა მიწებმა გავლენა იქონიეს ტოლკინის შემოქმედებაზეც.

ჯადოსანი, რომელიც წარმოდგენილია გენდალფის სახით, თავდაპირველად ატარებდა სახელ ’ბლადორთინს’[2][3] ტოლკინმა მოგვიანებით ეს სახელი სხვა პერსონაჟს, ერთ-ერთ მეფეს მიანიჭა. [4]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. [1]
  2. Douglas Anderson, The Annotated Hobbit, "Inside Information", note 9, p. 287.
  3. John Rateliff, Mr. Baggins, "Introduction", p. ix (and many other references throughout the book).
  4. The Hobbit, "Inside Information".


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე