გემილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გემილე
მშობ. სახელი: Gemile
მეტსახელი: წმინდა ნიკოლოზის კუნძული

ხედი კუძულის ნანგრევებზე
გეოგრაფია
მდებარეობა ხმელთაშუა ზღვა, ფეთჰიესთან ახლოს
კოორდინატები 36°33′12″N 29°04′10″E / 36.553448° ჩ. გ. 29.069352° ა. გ. / 36.553448; 29.069352
სიგრძე 1 კმ

გემილე ან გემების კუნძული (თურქ. Gemiler Adası) — კუნძული თურქეთში, მდებარეობს ქალაქ ფეთჰიეს სანაპიროსთან ახლოს. კუნძულზე არსებობს რამდენიმე ეკლესიის ნანგრევები, რომლებიც IV და VI საუკუნეებით თარიღდებიან, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ნაგებობებიც. არქეოლოგების აზრით, კუნძული წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის თავდაპირველი განსვენების ადგილი იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IV და VI საუკუნეების ხუთი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც ბიზანტიის ეპოქას მიეკუთვნება,[1][2] ასევე 350 მეტრიანი საკონფენსიო გასასვლელი, დღემდე რჩება კუნძულზე. ამავე პერიოდის სხვა ნანგრევები მოიცავს დაახლოებით ორმოც სხვა საეკლესიო ნაგებობებს და ორმოცდაათ ქრისტიანთა სამარხს.[1] ერთ-ერთი ეკლესია უშუალოდ კლდეზეა ამოკვეთილი და კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილზეა განლაგებული, რომელიც მდებარეობს საკონფენსიო გზის დასავლეთით. შესაძლებელია, რომ კუნძული ქრისტიანული მომლოცველების მიერ, წმინდა მიწებთან გზაზე დასასვენებლად იყენებდნენ.

თანამედროვე არქეოლოგების აზრით, კუნძული შეიძლება იყოს წმინდა ნიკოლოზის თავდაპირველი განსვენების ადგილი.[1] კუნძულის ტრადიციული თურქული სახელია Gemiler Adası, რაც ნიშნავს „გემების კუნძულს“, რომელიც შეიძლება მიგვითითოს წმ. ნიკოლოზის როლს, როგორც მეზღვაურების მფარველად. კუნძულს შუა საუკუნეებში მეზღვაურებმა წმ. ნიკოლოზის კუნძულად მოიხსენიებდნენ.[1] არქეოლოგთა აზრით, წმ. ნიკოლოზი კლდოვან ეკლესიაში, მისი 326 წელს გარდაცვალების შემდეგ დაკრძალეს. მისი ნეშთი 650 წლამდე რჩებოდა იქ, სანამ კუნძული მიტოვებულ იქნა, რადგან მას არაბული ფლოტი ემუქრებოდა. წმ. ნიკოლოზის ნეშთი კი ქალაქ მირაში გადაიტანეს, რომელიც კუნძულიდან 40 კმ-თი აღმოსავლეთით მდებარეობს.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ამჟამად პოპულარულია თურქ გულეტებს (მაგალითად ოლუ დენიზი) შორის, ამიტომ კუნძულს ბევრი ტურისტი სტუმრობს, ისევე როგორც ბევრი პატარა კერძო ნავის მეპატრონეც, რადგან ნახევარმმთვარიანი ფორმის ბუხტა შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც უსაფრთხო ანგარი. ბიზანტიური ნანგრევები ზღვიდან ჩანს. პატარა საკურორტო რესტორანი კუძულზე, ზაფხულობით მეზღვაურებს ემსახურება. მფლობელები არ ცხოვრობენ კუნძულზე, ისინი უკან ჩამოდიან მატერიკზე, როდესაც არ არის ნავები ბუხტაში. კუნძულის ისტორიული ნანგრევების სტუმრობის ფასი 8 ლირას შეადგენს.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Keys, David (17 December 1993). „Santa's tomb is found off Turkey: Academics claim to have found where St Nicholas was buried. David Keys reports“. The Independent. ციტირების თარიღი: 19 December 2011.
  2. Eskenazi, Gerald (28 June 1998). „The Boating Report; Cruising Along the Turkish Coast, Comfortably“. The New York Times. ციტირების თარიღი: 19 December 2011.
  3. Neville, Pam (21 August 2008). „Viewing history from the shoreline“. nzherald.co.nz. ციტირების თარიღი: 19 December 2011.