გელა ლეჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელა ლეჟავა
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1936(1936-09-01) (87 წლის)
დაბ. ადგილი ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა medical researcher და ნარკოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და ღირსების ორდენი

გელა ლეჟავა (დ. 1 სექტემბერი, 1936, ბათუმი) — ქართველი ექიმი, ნარკოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენების კავალერი (1995).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1960-1973 წლებში იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973–1978 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978–1986 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1986–1993 წლებში ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტუს ნარკოლოგიის მედიკო–ბიოლოგიურ პრობლემათა განყოფილების გამგე; 1993-2001 წლებში ახლად დაარსებული ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2000 წლიდან არის ახლად დაარსებული ნარკოლოგიის კათედრის გამგე; 2008 წლიდან ჯანმრთელობის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციისა და ნარკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი; 2014-2015 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის დირექტორი; 2015 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე.

არის სრული პროფესორი. 6 მონოგრაფიისა და 94–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „Электрофизиологическое исследование механизмов привыкания зрительной системы“ (1968), „საზოგადოებრივი ჯანდაცვა საბჭოთა საქართველოში“ (1984), მავნე „ჩვევიდან დაავადებამდე“ (1986), „ნარკომანიის მედიკო–ბიოლოგიური და ფილოსოფიურ–ზნეობრივი ასპექტები“ (1995), „ნარკოლოგია“ (2001), „ნარკომანია, ფენომენის ანალიზი“ (2003). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1965 წელს და სადოქტორი დისერტაცია 1973 წელს. 2001 წელს აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის ადამიანის“ წოდება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2001-2008)
  • ჟურნალ „ნარკოლოგიის საკითხები“-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)
  • ჟურნალ „ქართველოლოგი“-ს სარედაქციო საბჭო, წევრი (2007-)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]