გელაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალოზე შემდგარი გელაზი ურმისთვლით

გელაზი — მთლიანი ქვისგან გამოთლილი 1,5-2 მეტრი დიამეტრის ქვის ბორბალი, რომელიც გამოიყენებოდა ზეთსახდელებში. ძირითადად გვხვდება თრიალეთსა და ჯავახეთში.

გელაზი სელის ზეთის დაწნეხვის მეორე საფეხურთანაა დაკავშირებული. იგი მთლიანი ქვისაგან გამოთლილი ბორბალია, რომელსაც წისქვილის ქვის მსგავსად შუაში გამჭოლი ნაჩვრეტი აქვს ამოჭრილი, ხოლო წისქვილის ქვისაგან განსხვავებით შუაში ნაჩვრეტის ირგვლივ ოთხკუთხედი ღარია დატანებული. ნაჩვრეტში გაყრილია უღლის ერთი ბოლო, ხოლო მეორეში სახედარი პირუტყვი. გამწევი ძალა ატრიალებს ფიქალი ქვებისაგან აგებულ კალოზე ვერტიკალურად მდგარ გელაზს, რის შედეგადაც იწნეხება მოხალული მარცველული.

გელაზი თავისი დანიშნულებით არასოდეს არ გამოიყენებოდა მარცვლეულის დასაფქვავად წისქვილში, როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევდა. ყველგან იქ სადაც ვხვდებით გელაზის ქვებს, ნიშნავს რომ იმ ადგილას ადრე მოყავდაათ სელი და განვითარებული იყო სელის ზეთის გამოხდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]