გეზენკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეზენკი (გერმ. Gesenk) — მიწისქვეშა ვერტიკალური გვირაბი, რომელიც უშუალოდ მიწის ზედაპირზე არ გამოდის. ზოგჯერ გეზენკი დახრილ მდგომარეობაში გაჰყავთ. იყენებენ სასარგებლო წიაღისეულის ჩასაშვებად ზედა ჰორიზონტიდან ქვედა ჰორიზონტამდე, აგრეთვე სავენტილაციოდ და მომუშავეთა მიმოსვლისათვის. გეზენკი შახტაში აერთებს სხვადასხვა საფეხურებს. გეზენკში მუშაობა სახიფათო სამუშაოებს განეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]