გედიმინასის კოშკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გედიმინასის კოშკი.

გედიმინასის კოშკი – ისტორიულ-კულტურული ძეგლი ვილნიუსში. იგი იყო ზედა ციხის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჰქონდა თავდაცვითი დანიშნულება. დღესდღეობით გედიმინასის კოშკი არის ერთადერთი, რაც დაუზიანებლად შემორჩა ზედა ციხისგან. თუმცა, არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად ციხის ზოგიერთი ნანგრევი აღდგენილია. თავდაპირველად, ლიტვის დიდ მთავარ გედიმინასს აუგია ხის ციხე. 1409 წელს კი დიდ მთავარს, ვიტაუტას დიდს, აგურის ციხის მშენებლობა დაუსრულებია.