გეგენავას ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეგენავას ელჩობა — ოდიშის (სამეგრელოს) მთავრის ლევან II დადიანის მიერ გაგზავნილი ელჩობა მოსკოვში 1636-1639 წლებში მთავრის კარის მღვდლის გაბრიელ გეგენავას მეთაურობით. XVII საუკუნის I ნახევარში ლევან II დადიანი პოლიტიკურად იზოლირებული აღმოჩნდა. მისი მოწინააღმდეგენი იყვნენ ოსმალეთის სულთანი, იმერეთის მეფე, რომელსაც მხარს უჭერდა თეიმურაზ I. დადიანის მოკავშირის ქართლის მეფის როსტომის მდგომარეობასც შერყეული იყო. დადიანმა საკუთარი პოზიციების განმტკიცებისა და იმერეთ-კახეთის კავშირის დასუსტების მიზნით მოსკოვში გაგზავნა ელჩობა. იგი სთხოვდა რუსეთის მეფეს მიეღო ოდიში რუსეთის მფარველობაში და საპასუხო ელჩობა გამოეგზავნა. გამოთქვამდა რუსეთის სამსახურში შესვლის სურვილს. მართლაც გაბრიელ გეგენავას მოსკოვიდან გამოაყოლეს რუსი ელჩი დიაკი ფედოტ ელჩინი, რომელსაც დადიანისაგან ერთგულების ფიცი უნდა მიეღო, მაგრამ ამ მომენტისათვოს (1639 წ.) ოდიშის სამთავროს მდგომარეობა შედარებით სტაბილური ჩანდა და ამჯერად რუსეთის სამეფოსა და ოდიშის სამთავროს შორის არავითარი შეთანხმება არ დადებულა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Белокуров С. А., Посольство дьяка Федота Елчина и священника Павла Захарьева в Дадианскую землю (1639-1640). «Чтения в Обществе истории и древностей Российских», 1887, кн. 2;
  • Накашидзе Н. Т., Грузино-русские политийеские отношения в первой половине ХЖИИ в., Тб., 1968;
  • ნაკაშიძე ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 29, თბ., 1978