გაჯა მადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაჯა მადას ტერაკოტის გამოსახულება

გაჯა მადა (გ. 1364) — მაჯაპაჰიტის (ინდონეზია) სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი. თავდაპირველად სასახლის დაცვის უფროსი იყო, ფეოდალ კუტის 1319 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ დაწინაურდა. 1331 წელს ხელთ იგდო მთელი სახელმწიფო ძალაუფლება. იყო უმაღლესი მოსამართლე, მის სახელს უკავშირდება ჩვენამდე მოღწეული სამართლის წიგნი. გაჯა მადამ განამტკიცა ცენტრალური ცენტრალური და აღმოსავლეთ იავის ეკონომიკური და პოლიტიკური ერთიანობა და მაჯაპაჰიტის გავლენა გაავრცელა ინდონეზიის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე

ლიტერატურა[რედაქტირება]