გარსევან ჭავჭავაძე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გარსევან ჭავჭავაძე (დ. 20 ივლისი 1757 — გ. 7 აპრილი 1811) ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მეფის ეშიკაღასბაში და ყაზახის მოურავი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
გარსევან ჭავჭავაძემ როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დადებაში. იბრძოდა ქართლ-კახეთის საშინაო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამის გამო 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სანქტ-პეტერბურგში გადაასახლა რუსეთის მთავრობამ. დასაფლავებულია ალეკსანდრ ნევსკის ლავრაში.
სტატიის