გარონის არხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარონის არხი

გარონის არხიარხი საფრანგეთში, სამხრეთი არხის დასავლეთი გაგრძელება. წარმოადგენს წყლის გზას ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის. გადის ქალაქ ტულუზიდან მდინარე გარონის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ქალაქ აჟენამდე, შემდეგ აკვედუკით გადადის მარცხენა ნაპირზე და ქალაქ კასტესთან უერთდება მდინარე გარონას. სიგრძე 200 კილომეტრი. გადააქვთ უმთავრესად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები.

ლიტერატურა[რედაქტირება]