გარეჯის სერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარეჯის სერი
მთა უდაბნო (მარცხნივ) და გარეჯის სერი
მთა უდაბნო (მარცხნივ) და გარეჯის სერი
კოორდინატები: 41°26′26″ ჩ. გ. 45°22′39″ ა. გ. / 41.44056° ჩ. გ. 45.37750° ა. გ. / 41.44056; 45.37750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი უდაბნო
სიმაღლე 879 
სიგრძე 10–11 კმ
ამგებელი ქანები კონგლომერატი, ქვიშაქვა და თიხნარი
გარეჯის სერი — საქართველო
გარეჯის სერი
გარეჯის სერი — კახეთის მხარე
გარეჯის სერი
სურათები ვიკისაწყობში

გარეჯის სერი, უდაბნოს ქედი — დაბალი სუბგანედური სერი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ივრის ზეგანზე. სიგრძე 10–11 კმ. უმაღლესი წერტილია მთა უდაბნო (879 მ, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი), რომლის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს ქართული სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯა. ანტიკლინური ასიმეტრიული ქედია.[2] ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, ზოგან ფლატეებიანი, სამხრეთი — შედარებით დამრეცი. აგებულია ნეოგენური (მეოტური და პონტური) კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხნარებით. ჩრდილოეთი კალთა შემოსილია ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. გარეჯის სერზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იზრდება გარეჯის სალბი (Salvia garedji), რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი გავრცელების მცირე არეალის და მისი სავარაუდო შემცირების მიზნით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 43.
  2. უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 560.
  3. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ