გარგანოს ეროვნული პარკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარგანოს ეროვნული პარკი

Parco nazionale del Gargano

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Gargano0001.jpg
მდებარეობა ფოჯის პროვინცია
აპულია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 41°48′22″ ჩ. გ. 15°55′30″ ა. გ. / 
ფართობი 118.144 ჰა.
დაარსდა 1991
ოფიციალური ვებ-გვერდი პარკის ვებ-გვერდი

გარგანოს ეროვნული პარკი (იტალ. Parco nazionale del Gargano) — ეროვნული პარკი სამხრეთ იტალიაში. მდებარეობს გარგანოს ნახევარკუნძულზე, ფოჯის პროვინციაში.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვრცელდება გარგანოს მთა, აქვეა ტრემიტის არქიპელაგი. პარკი ცნობილია თავისი უძველესი ფიჭვის ტყეებით. დაარსდა 1991 წლის 6 დეკემბერს.[1] ფართობი დაახლოებით 118.144 ჰა. წარმოადგენს იტალიიის ერთ-ერთ უდიდეს პარკს. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. იზრდება დაახლოებით 2200 სახეობის მცენარე, მათ შორისაა მაკვისი, მუხა, წიფელი, ფიჭვი, თელა, წაბლი, ნეკერჩხალი და სხვ. გვხვდება ფრინველთა დაახლოებით 170 სახეობა. უხვადაა ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ამფიბიები.

პარკის ტერიტორიაზე განვითარებულია კარსტი. ჩრდილოეთ-დასავლეთით არის ორი ულამაზესი ლაგუნა.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Elenco ufficiale delle aree protette (EUAP) 5º Aggiornamento approvato con Delibera della Conferenza Stato Regioni del 24 luglio 2003 e pubblicato nel Supplemento ordinario n. 144 alla Gazzetta Ufficiale n. 205 del 4 settembre 2003.