განხილვა:Mad Men

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „აშშ-ის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

არ მგონია, რომ ეს სტატია აქტუალური იყოს საქართველოსთვის და რამეში წაადგეს ქართული ვიკიპედიის მკითხველს. ეს ჩემი პირადი აზრია, რისი გამოთქმის უფლებაც, ალბათ, მაქვს. ამჯერად, ყურადღებას აღარ ვამახვილებ სტატიის სტილისტურ გაუმართაობაზე. --Zolokin განხილვაწვლილი 00:46, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგი, რადგან თემის აქტუალობაზე დავა თურმე არ შეიძლება, გავითვალისწინებ!

რაც შეეხება სტილისტურ საკითხებს, არასწორ თარგმანს და სხვა ფაქტობრივ შეცდომებს, ამჯერად დავკონკრეტდები, რაც, ბუნებრივია, არ მოეწონება ალო–ს, მაგრამ ამას ნამდვილად ვეღარ წაშლის:

  1. ორაზროვანი მნიშვნელობით ”თავქარიანი ადამიანები” – მკითხველისთვის გაუგებარია რაში მდგომარეობს ეს "ორაზროვნება";
  2. "სერიალის პრემიერა 2007 წლის 19 ივლისს მოხდა" – "პრემიერა მოხდა" არ არის ქართული. ქართულად ითქმის ან "პრემიერა გაიმართა", ან კიდევ უფრო უკეთესი – "პრემიერა შედგა";
  3. "2009 წლის 8 ნოემბრისთვის სამი სეზონი დაიხურა" – მკითხველისთვის ამ ფრაზის აზრი გაუგებარია. ეს არის ინგლისურიდან არასწორი თარგმანის შედეგი: completed its third season on November 8, 2009. უნდა თარგმნილიყო ასე: მისი მესამე (და არა სამი) სეზონი დაიხურა (ან დასრულდა) 2009 წლის 8 ნოემბერს.
  4. კურიოზული შემთხვევა: "მისი პირველი სერია 2010 წლის 25 ივლისს გავიდა AMC-ს ეთერში". სტატიის ავტორ–მთარგმნელმა მოვლენებსა და დროს გაასწრო, დღეს ჯერ კიდევ 2010 წლის 13 ივლისია. ინგლისურ ვერსიაში ვკითხულობთ: Season 4 will premiere on AMC July 25, 2010. რაც ასე უნდა ითარგმნოს: "მეოთხე სეზონის პრემიერა შედგება (will premiere! მომავალ დროში) AMC-ზე 2010 წლის 25 ივლისს";
  5. "მედ-მენი 1960-იანი წლების ცხოვრებას ასახავს, თავდაპირველად გამოგონილ სტერლინ-კუპერის სარეკლამო სააგენტოში ... შემდეგ კი ..." – რას ნიშნავს "თავდაპირველად გამოგონილი სააგენტო"? გაუგებარია, მაგრამ, როდესაც მძიმეს დავსვამთ "თავდაპირველად"–ის შემდეგ, წინადადება აზრს შეიძენს: "მედ-მენი 1960-იანი წლების ცხოვრებას ასახავს, თავდაპირველად, გამოგონილ სტერლინ-კუპერის სარეკლამო სააგენტოში ... შემდეგ კი ...";
  6. Mad Men–ის ქართულად "მედ-მენ"–ად გადმოტანის მიზანშეწონილობა, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა, ისევე, როგორც Sterling Cooper–ის "სტერლინ-კუპერ"–ად;
  7. აბსოლუტურად არ აქვს გამართლება ფირმის სახელწოდების – Sterling Cooper Draper Pryce ქართულად ამ ფორმით გადმოტანა – "სტერლინ-კუპერ-დრეიპერ-პრაის". ეს არცერთ ნორმაში არ ეტევა;
  8. "როგორც ოფისში, ასევე მის გარეთ" – ქართული სწორი მართლწერა იქნებოდა "როგორც ოფისში, ასევე – მის გარეთ";
  9. "სოციალური ღირებულებები" არ არის social mores–ის მთლად სწორი თარგმანი (mores = ტრადიციები, ჩვევები, ზნე–ჩვეულებები) – mores is known as a custom;
  10. "გარდასახვის პროცესი" ასევე არ არის changing–ის სწორი თარგმანი. changing უპირველესად ცვლილებაა, რაც სემანტიკურად შეიძლება დაუკავშირდეს გარდასახვას, მაგრამ მათ შორის არ არის 100%–იანი დამთხვევა;
  11. "მედ-მენს მრავალი კრიტიკოსის ქება აქვს მიღებული" – არც კარგი ქართულია და არც კარგი თარგმანი. Mad Men has received critical acclaim სასურველია ითარგმნოს ასე: ""მედ მენ"–მა კრიტიკოსთა აპლოდისმენტები დაიმსახურა" (acclaim = აპლოდირება, ხმაურიანი მისალმება და არა ქება);
  12. "აუთენტურობა" – ქართულად არის "ავთენტურობა";
  13. "ემის ჯილდო მიიღო შესანიშნავი დრამატული სერიისთვის". არსებობს ემის სპეციალური ჯილდო Primetime Emmy Award for Outstanding Drama Series, შესაბამისად, წინადადება ქართულად უნდა გაიმართოს ამგვარად: "მიიღო ემის ჯილდო – "შესანიშნავი დრამატული სერიალისთვის"" (for Outstanding Drama Series; Series = სერიალს და არა სერიას).

მგონი ამ პატარა, სამაბზაციანი სტატიის დასაწუნებლად საკმაო საფუძველია. --Zolokin განხილვაწვლილი 01:22, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Zolokin, ვიკიპედიის წესის მიხედვით ყველა მომხმარებელს შეცდომების გასწორების უფლება აქვს. რის შემდეგ სტატიის ისტორია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გადავხედოთ თუ რა შეცდომები გასწორდა და მომავალში გავითვალისწინოთ. თქვენ ხომ ფილოლოგი და აგრეთვე დიპლომატიც ბრძანდებით-ცანგალა () 06:45, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Zangala, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ალო სხვებს არაკორექტულად უწუნებს მასალას მას, ბოდიში მომითხოვია, "ნაგავს" უწოდებს და თავისი მასალა რომ მართლაც რაღაც მაგის მსგავსია, ამის აღიარება არ უნდა. მე მანამდე ამ გვერდზე ზოგადად დავწერე, რომ სტატია სტილისტურად გასასწორებელია–თქო და მან ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო, ჩემი ქართულის შეურაცხყოფის უფლებას არავის ვაპატიებო (იხ. დიალოგი ჯაბასთან). ჰოდა, იძულებული გავხდი, მეჩვენებინა, რომ მას ნამდვილად ცუდი ქართული აქვს. მე ადრეც მივუთითე შეცდომები მაგ მომხმარებელს და არ გაასწორა, მის მაგივრად სხვებს შერცხვათ და მათ გაასწორეს (იხ. მაგ. ჯალალედინი). ამაზე უკვე ვიმსჯელეთ ბევრი და აქ აღარ გავაგრძელებ სიტყვას. საერთოდ, რაც მე გადავხედე მომხმარებელ ალო–ს დავებს ახალბედა და ძველბედა ვიკიპედიელებთანაც, მას განსაკუთრებული "დედოვშინის" სუნი უდის.

რაც შეეხება ამ სტატიის გასწორებას, ჯერ ეს ერთი ეს სტატია თავიდანაა დასაწერი, მისი ჩასწორება შეუძლებელია. მეორეც, Mad Men–ი და მსგავსი სტატიები ჩემი ინტერესების სფერო არაა და მის გასწორებაზე დროის დახარჯვა არ მინდა. ვისაც მიაჩნია, რომ ეს სტატია ღირებულია თავისი შინაარსით და საჭიროა ქართველი მკითხველისთვის, მან გაასწოროს. მე "ბასტა"! მოვრჩი ამ უაზრო კამათს, ისედაც ბევრი დრო და ნერვები წაიღო. მე მაქვს ჩემი ინტერესების სფეროები და იმ სტატიებს მივხედავ (ისე, ძალიან კარგია, რომ ვიკიპედიაში არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ის, თუ ვინ ხარ, დიპლომატი, ფილოლოგი, თუ კოსმონავტი. მთავარია წერდე ხარისხიან სტატიებს და არ იყო ამპარტავანი და გულღრძო ადამიანი). ყველას ვუსურვებ წარმატებებს. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 08:22, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად მირჩევნია მომხმარებელმა ჩემს მიმართ შენიშვნები მომცეს ჩემს პირად განხილვის გვერდზე და არა სტატიის განხილვის გვერდზე. ასეთი ფორმა უფრო მისაღები მიმაჩნია. ამ განხილვის გვერდის შესახებ ინფორმაცია ჯაბა ლაბაძემ მომაწოდა. იხ. მომხმარებლის განხილვა:Zangala ამ უაზრო კამათის სურვილი არც მე მაქვს."ბასტა"--ცანგალა () 10:14, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

"ასეთი ფორმა უფრო მისაღები მიმაჩნია" – რატომ მიგაჩნიათ, რომ პირად გვერდზე უკეთესია შენიშვნების დატანა, ვიდრე სტატიის განხილვის გვერდზე? თუ დამისაბუთებთ, შემდგომში მასე მოვიქცევი. — Zolokin განხილვაწვლილი 11:18, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკი ყველა მომხმარებელს აძლევს სტატიების ჩასწორების საშუალებას (ამაში ალბათ დამეთახმებით). თუ ასეა რატომ არ უნდა გამოიყენოთ ეს საშუალება? რაც აქ დაიწერა შენიშვნა-მითითება პირდაპირ რომ შესწორებულიყო მომხმარებელი ნახავდა სტატიის ისტორიის მეშვეობით და მომავალში გაითვალისწინებდა. სტატიის განხილვის გვერდი ალბათ უფრო სტატიას უნდა შეეხებოდეს (მაგ. არასწორი ფაქტები). თუ მომხმარებლისთვის მითითების გაკეთება გსურთ ამისათვის არსებობს მომხმარებლის განხილვის გვერდი. თუ მომხმარებელმა თქვენი მითითება არ მიიღო ამისათვის არსებობს ყავახანა და კოლექტიური მსჯელობის საშუალება. უნდა გავითვალისწინოთ ქართული ხასიათიც და იმის თქმა აი რამდენი შეცდომა გაქვს (ჩემი აზრით თქვენი მინიშნებები ამას ნიშნავდა) ცოტა უხერხულად მიმაჩნია სტატიის განხილვის გვერდზე. შეიძლება ვცდები.--ცანგალა () 12:22, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, სტატიის Mad Men კითხვა და ჩასწორება რომ სიამოვნებას სულაც არ მანიჭებს, რა თქმა უნდა, ამას თქვენც კარგად ხვდებით. არც ამ კომენტარების წერა მსიამოვნებს. ამ მომხმარებელმა გამხადა იძულებული თავისი უხეშობით. ისე, არასწორი ფაქტების ჩასწორებაც შეიძლება და მაშინ, თუ ყველაფერი მე ჩავასწორე, განხილვის გვერდი რისთვის არსებობს, მართალი გითხრათ, ნამდვილად ვეღარ ვხვდები. ქართული ხასიათი მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა ამ მომხმარებელს, როცა სხვა მომხმარებლების შრომას უსამართლოდ "ნაგავს" უწოდებდა. რატომ ამაზე არ იღებთ ხმას? ისევ "დედოვშინა"? თუ საჭირო გახდა ეს თემაც წამოვწიოთ და ნახავთ, რომ მართლაც არათავაზიანია და უხეში ეს მომხმარებელი და იმავდროულად, მუდმივად სხვებს უკიჟინებს თავაზიანობას. რა დამსახურება აქვს ამისთანა, რომ არცერთი არ იღებთ ამაზე ხმას? სოფი ლორენი დააპატიმრა იტალიის პოლიციამ გადასახადების გადაუხდელობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მას იტალიის წინაშე გაცილებით მეტი დამსახურება აქვს, ვიდრე ამ მომხმარებელს ქართული ვიკიპედიის წინაშე. --Zolokin განხილვაწვლილი 13:17, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]


  1. გავაგრძელოთ, გადავიტანოთ ეს თქვენი ბიოგრაფიის განხილვაში თუ დავხუროთ ეს თემა?

- ალ-ო     @ 14:47, 18 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ძალიან უცნაური და სამწუხარო შეტყობინებაა. 1. ჯერ ეს ერთი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გაცემის უფლება, რამდენადაც მე ვიცი, თქვენ არ გაქვთ; 2. მეორეც, მისამართი შეგეშალათ. თქვენ ვინც გგონივართ მე ის არ ვარ. ის მამაჩემია; 3. რელევანტურობაზე: ის ვინც თქვენ გგონიათ, შესულია ქართულ გამოცემაში "ვინ ვინაა" (რამდენიმე გამოცემა) და "ქართულ დიპლომატიურ ლექსიკონში" (ორტომეული).

დანარჩენ კითხვებზე პასუხი ამითაა გაცემული, ხოლო შეურაცხყოფებზე არ გიპასუხებთ. პატივისცემით ... --Zolokin განხილვაწვლილი 19:27, 18 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, თქვენ საკუთარი სურვილით შემოიტანეთ თქვენზე ბიოგრაფიული მონაცემები, რომლის საფუძველზეც მომხმარებელები აქ ბ-ნო ნიკოლოზოთი მოგმართავთ. ამით თქვენ სცადეთ სავარაუდოდ თქვენი თანამდებობრივი ავტორიტეტი გამოგეყენებინათ აქ დასამკვიდრებლად და ჩვენზე (სულ მცირე ჩემზე) ზეწოლის მოსახდენად. თუ ამტკიცებთ, რომ ეს თქვენ არ ხართ, მაშინ თქვენ უსინდისოთ იყენებთ სხვის პირადობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არაეთიკური, არაკეთილსინდისიერი საქციელია. ამგვარი ქცევით თქვენ აქეზებთ სხვებსაც, კერძოდ იმ ორ მომხმარებელს, რომლებთანაც გაცილებით უფრო მძიმე არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო მე უთანხმოება მაქვს. - ალ-ო     @ 10:13, 21 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
For the attention of the Stuards who deleted my previous comment - I believe you have been misled. I request a justification and, as a cortesy, a notification on my talk page. Thank you. - ალ-ო     @ 10:17, 21 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამ კომენტარებს რომ ვკითხულობ ბავშვობაში ბებიასგან მოყოლილი ზღაპარი მახსენდება. ერთი დედაბერი რომ წუხდა არცერთი რძალი არ მივარგაო, მაგრამ სინამდვილეში თვითონ რომ არ ვარგოდა. ყველამ თავის კეთილსინდისიერებაში ჩაიხედოს. — ჯაბა ლაბაძე () 09:11, 28 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

უსინდისოთ – უნდა იყოს უსინდისოდ--Zolokin განხილვაწვლილი 07:22, 29 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი ამხელა განხილვაში რაზე შეთანხმდით, მაგრამ სერიალის სახელი უნდა გადავთარგმნო, სტატია ვაკეთებ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე (ოქროს გლობუსის 68-ე დაჯილდოება) და ინგლისური სათაური არ ჯდება, ვცდილობ ყველაფერი ზუსტად გადავთარგმნო, ამიტომ თუ ვინმეს რაიმე იდეა ექნება ამას ქართულად რა დავარქვათ აქ დაწეროს--TaTia (g) 12:36, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]