განხილვა:DVD

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დი-ვი-დი - ქართულად ხომ არ დაგვეწერა და ეს საერთოდ წაშლილიყო?--Zangala 11:10, 5 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ძიებისთვის ეს ფორმა რამდენად მოსახერხებელია? უბრალოდ ”დვდ” რომ იყოს? რუსულშიც ლათინური ასოებით არის, ოღონდ ასომთავრულით. ნებისმიერ შემთხვევაში მგონი სჯობს ლათინურ ფორმას გადამისამართება გავუკეთოთ ქართულ სათაურზე, რომ მოძებნა არ გართულდეს. Alsandro 13:13, 5 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ე.ი. Dvd თუ DVD (დიდი ასოებით) რჩება, ხოლო გადამისამართება "დვდ"-ზე. სწორედ გავიგე?. გერმანულად დე-ფაუ-დე (ეს მხოლოდ ინფორმაციისთვის).Zangala 18:30, 5 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

კი, ალბათ ასე ჯობია, დროებით მაინც სანამ რაიმე ქართული შესატყვისი არ გამოჩნდება. Alsandro 18:42, 5 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

არ ჯობია DVD-ზე გადავიტანოთ? რა უბედურება დვდ :| --გოტა (მომწერე) 12:22, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

აბრევიატურები არ გადმოდის პირდაპირ. ან DVD, ან ციფრული ვიდეო დისკი. მე თუ მკითხავთ, მეორეს ვამჯობინებ, კომპაქტ დისკის ანალოგიურად, ხოლო DVD გადამისამართდება.—G.G. 12:40, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადრე ერქვა Digital Video Disc. ამჟამად ჰქვია Digital Versatile Disc. ’ციფრულ მოძრავ დისკად’ და ’ციფრულ მრავალმხრივ დისკად’ ვერ გადავიტანთ ნამდვილად. — BH განხილვაწვლილი 12:44, 24 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

დი-ვი-დი–ზე რას იტყვით? – BruTe () 14:42, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე მიმაჩნია, რომ თუ CD-ს ვაქართულებთ და ვწერთ კომპაქტ-დისკს, მაშინ DVD-ც უნდა გაქართულდეს. თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ, ჩემი აზრით, ჯობია ლათინური დასახელება დარჩეს. დი-ვი-დი — ეს არის მხოლოდ ინგლისური გამოთქმა და არანაირად არ შეიძლება ქართულში ასე იყოს (ქართული ასოებით წერ ინგლისური ასოების სახელს). მე DVD-ს გამოვთქვამ, როგორც დე-ფაუ-დე (იმის თქმა მინდა, რომ გამოთქმა სხვადასხვანაირად შეიძლება და ინგლისურს არ უნდა მიენიჭოს ალბათ უპირატესობა). Deu განხილვა 14:53, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰო, თუმცა დე-ფაუ-დე არაა დამკვიდრებული, დამკვიდრებულია დი-ვი-დი. რაც არ უნდა იყოს, ამჟამინდელი სათაური აშკარად მცდარია და მაშინ გთავაზობთ რომ გადავიტანოთ ლათინურ ასოებზე ესეც და კომპაქტ-დისკიც. – BruTe () 14:57, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ქართული სახელი კარგი იქნებოდა, მაგრად რადგან DVD-ის შემთხვევაში ვერ ვამბობთ ქართულად, მაშინ (მომხრე), გადავიტანოთ ლათინურზე ორივე. Deu განხილვა 15:00, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

აშკარად DVD ჯობს. --ჯაბა ლაბა 15:01, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება მრავალმა მომხმარებელმა არ იცოდეს რომ DVD ქართულად ’ციფრული მოძრავი დისკი’ და ’ციფრული მრავალმხრივი დისკი’ ჰქვია. აქედან გამომდინარე ცუდი არ იქნებოდა ძირითადი სტატია ამ სათაურით იყოს, ხოლო გადამისამართება დი-ვი-დი-დან, დე-ფაუ-დე-დან, დვდ-დან, DVD-დან იყოს. გვექნება ისევე როგორც CD (სი-დი ან ცე-დე). ისე ’ციფრული მოძრავი დისკი’ და ’ციფრული მრავალმხრივი დისკი’ - რომელი უნდა იყოს ძირითადი სტატია? ეს ვარიანტი თუ არა მაშინ DVD.--ცანგალა () 17:31, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, კომპაქტ-დისკისაგან განსხვავებით ჩვენ არა გვაქვს DVD-ს ქართული დასახელება, სამწუხაროდ. ციფრული ვიდეო დისკი, ციფრული მოძრავი დისკი და ციფრული მრავალმხრივი დისკი მხოლოდ ჩვენ მიერ ნათარგმნი ვერსიებია და რომელია სწორი, ისიც არ ვიცით. ამიტომ ვამბობთ, რომ ჯობია ამ სტატიასაც დავარქვათ DVD და კომპაქტ-დისკიც გადავამისამართოთ CD-ზე (ეს უკანასკნელი უკვე მხოლოდ სტანდარტიზაციისათვის). Deu განხილვა 17:46, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე მომხრე ვარ. ვგულისხმობ ორივეს DVD და CD --ცანგალა () 19:19, 11 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდაBruTe () 07:50, 14 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]