განხილვა:Crash Test Dummies

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Crash - კრაშია და საეროთ ლათინურად დარჩეს ჯობია, მარაზმი გამოდის :) - ალ-ო / 05:46, 14 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მეც მგონია, სათაური ჯობია ლათინურად იყოს. - Island 09:32, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, ყველა დასავლური მუსიკალური ჯგუფის დასახელება უნდა იყოს ლათინურად :) ეს უფრო დამკვიდრებულია ჩვენში, ვიდრე ენის ნორმების დამდგენი კომისიის მიერ შემუშავებული ტრანსლიტერაცია. პერსონალიები - კი ბატონო, გადმოვიტანოთ ქართულ ენაზე, მაგრამ ჯგუფები ჯობია ალბათ ლათინურად იყოს. დავწერო ყავახანაში? --გიგა პასუხი 09:39, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ზოგიერთი კარგად ცნობილი ჯგუფის სახელი ქართულად მიღებული და დამკვიდრებულია (მაგ. პინკ ფლოიდი, ბითლზი, და ა.შ), ასე რომ ეს წესი უნივერსალურად ვერ გავრცელდება, თუმცა ბევრ შემთხვევაში ჯობია ლათინურად დარჩეს. ამაზე ყავახანაში განხილვა ბერვჯერ იყო და კონსენსუსიც იგივე იყო, თუმცა პერიოდულად მაინც არის შესახსენებელ/გადასახედი :) - ალ-ო / 09:52, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ალბათ მაშინ ჯობია ჯგუფზე სტატია ჯერ ლათინურად დავიწყოთ, და შემდეგ ვიმსჯელოთ გადავიტანოთ თუ არა ქართულზე, ასე გამოდის? ;) იმიტომ რომ ქართულად ყოველთვის კატასტროფულად ჟღერს :) --გიგა პასუხი 10:00, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. ა.

[ˈkɹæʃˌtɛst ˈdʌmiːz] - გერმანული ვიკიდან. ჩემი აზრით მომხმარებელმა კარგად თარგმნა ქართულად, ალბათ ბოლოში უნდა იყოს "ზ". საძიებლის გამო ლათინურადაც იყოს. ცანგალა () 11:56, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ს/ზ + ი --გიგა პასუხი 12:07, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მართალია + ი. ხოლო მე დამავიწყდა დამეწერა ზევით გიგასთვის: "ეს უფრო დამკვიდრებულია ჩვენში, ვიდრე ენის ნორმების დამდგენი კომისიის მიერ შემუშავებული ტრანსლიტერაცია" - დავიწყოთ ნელ-ნელა იმის დამკვიდრება, რომ მომხმარებლებს გავაცნოთ ენის ნორმების არსებობა და არ უნდა წერონ ისე როგორც მოესურვებათ. ალბათ გახსოვს Island-ის პასუხი, თუ როგორ ახერხებს იაპონური ვიკიპედია ყველაფერს მხოლოდ იაპონურ ენაზე და არა ლათინურის დახმარებით. :)))ცანგალა () 12:29, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

არა :)), იაპონურ ვიკიპედიაში ლათინური სათაურები არ არსებობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. პირიქით, ბევრია :) და კამათიც ხდება ხოლმე იმაზე, ამა თუ იმ სტატიის სათაური ლათინურად უნდა დაიწეროს თუ იაპონური ანბანით. ოღონდ როცა იაპონური ანბანით იწერება, ისეთი პრობლემა, "ქრეშ" უნდა იყოს თუ "კრეშ", თითქმის არასოდეს დგება საკითხად, რადგან საკმაოდ ჩამოყალიბებულია ტრანსკრიპციის წესი. რაც შეეხება ამ სტატიას, წესის მიხედვით, "კრეშ" ან "კრაშ" უნდა იყოს. - Island 04:27, 19 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად Island-თან, რაც ზემოთ დავწერე. ხოლო "კრეშ" ან "კრაშ" - ვერ გავიგე ორი ვარიანტია? ˈkɹæʃ -?--ცანგალა () 09:00, 19 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე რომ გითხრათ, მეც არ მესმის, ეს ხმოვანი [æ] როდის იწერება -თი და როდის -თი. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისურის მიხედვით, Adams [ædəmz] — ადამს, ხოლო Jackson [dʒæksən] — ჯექსონ. პირველში ხმოვანი [æ] -თი იწერება, მეორეში კი -თი. შესაბამისად, აქაც "კრაშ" უნდა იყოს თუ "კრეშ", არ ვიცი. - Island 05:00, 20 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში ტრანსლიტერაცია ალბათ უფრო გამოთქმას უახლოვდება. ადამსში ა ისმის, ჯეკსონში ე, ხოლო კრაშში - ა. - ალ-ო / 07:08, 20 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


en:IPA chart for English æ. რუსულ ვიკიში, როგორც კრეშ - ისე წერია. რასაკვირველია ჩვენთან გადაწყდება უმრავლესობით. მე კრეშ ვუჭერ მხარს. --ცანგალა () 09:38, 20 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსულ ვიკიპედიაში ჯგუფის დასახელება კრეშ-ია (მხოლოდ ერთი ვარიანტი), ხოლო ru:Краш-те́ст (крэш-тест, англ. crash test) - ორი ვარიანტი. გერმნულ ვიკიში Der Crashtest [ˈkræʃ-] - აქაც კრეშია. ცანგალა () 10:30, 20 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ამდენი ვიყაყანეთ ამაზე და ისევ ისეა, როგოც იყო. :) - ალ-ო     @ 17:35, 30 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]