განხილვა:შუცშტაფელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრეულ ბიოგრაფიებში "სს" ლათინური ასოებით მაქვს მითითებული და იმათი ჩასწორება საჭირო რომ არ გახდეს ამიტომ გავაკეთე რედირექტირება. გიორგი მარუაშვილი 20:27, 17 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

ეს სათაური მგონი ორაზროვნებას იწვევს. სს (ორგანიზაცია) ან რაიმე მსგავსი ხომ არ სჯობს? Alsandro 20:33, 17 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]
თუ შეიქმნება ახალი ტემა ამ სათაურზე რაც სხვა რაიმეს შეეხება მაშინ ის გაკეთდეს ფრჩხილებით. მაგ: სს (მუსიკა) ან რაიმე ამგვარი. აბრევიატურა "სს"-ია ყველაზე ცნობილი შინაარსი სწორედ რომ ორგანიზაცია სს-ია და ამიტომ სჯობს რომ ასე დავტოვოთ. პატივისცემით გიორგი მარუაშვილი 20:40, 17 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

შეიქმნება სს (მრავალმნიშვნელოვანი) და სს დარჩება. ყველაფერი გასაგებია.Zangala 20:43, 17 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვერ დაგეთანხმები რომ სს ყველაზე ცნობილი აკრონიმი გერმანული შტუცშტაფელის იყოს. ჩემთვის არავითარ ასოციაციას არ ქმნის, თუ არ წავიკითხე, როგორც ეს-ეს, ისე უფრო სახელმწიფო სასამართლოს აკრონომიც შეიძლება იყოს.... ან ბრიტანული კომანდოსის "სს", რაც ისევე ცნობილი ორგანიზაცია იყო, როგორც მისი გერმანული კოლეგა. ჰო, კიდევ SS misile... დამისთ. გერმანელებმა შეიძლება ჩათვალონ რომ სს მთავარი მნიშვნელობა სწორედ ესაა, მაგრამ დანარჩენებისთვის არა. მითუმეტეს, რომ გერმანულ სტატიაში სრული სახელია. Alsandro 21:16, 17 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]
alsandro. tvit inglisur wikishi, iseve rogorc germanulshi "SS"-ze aris redirect "Schutzstaffel"-ze. es imas nishnavs rom am abreviaturis qvesh pirvel kovlisa scored rom "SS"-organiizacia moiazreba. rac sheexeba "SS"-is sxva mnishvnelobebs es ufro inglisur da sxva evropul enebze sheidzleba ikos, me rac vnaxe englisur da germanul "SS" - disambiguation-shi arcerti termini qartulad "SS"-ze ar shemokldeba. ertad erti albat "Secter Service" - saidomlo samsaxuri, an pirdapir sekret servisi tu sheidzleba sheikvecos "SS"-ze da amas albat arc erti qartveli ar gaaketebs. giorgi maruashvili


ოთხი წლის წინანდელ განხილვას განვაახლებ. სს შეიძლება სხვა ასოციაციას არ ტოვებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯობია სათაური სრულად დავწეროთ, ისევე როგორც ვიკიპედიაშა უმრავლესობაში. სს – ეს აბრევიატურაც არაა სწორი – გერმანული სიტყვების პირველ ასოებს ქართულად ვწერთ, რაც მგონი გაუმართლებელია (თუ მაინცდამაინც შემოკლება გვინდა, იყოს SS). მე ამ ორგანიზაციას შუცშტაფელის სახელით ვიცნობდი აქამდე და ეს მიმაჩნია სწორ დასახელებად ქართულადაც, თუმცა შეიძლება ალბათ დამცავი რაზმიც ან დამცავი რაზმი (ორგანიზაცია) (თუკი დამცავი რაზმი სხვა რამესაც გულისხმობს). — დათო პასუხი 05:31, 4 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კაი ქენი რომ დაუბრუნდი განხილვას :), აბრევიატურებს მგონი ვამისამართებთ (მაგ. სსრკ, აშშ, გდრ, შპს და ა. შ.), შესაბამისად სტატიას სრული სახელი უნდა ერქვას, ხოლო სს გახდეს მრავალმნიშვნელობის გვერდი (მიუხედავად რომ უმართებულია, ღირს აღნიშვნა ამ გვერდზე ეს-ეს-ის, თუმცა არა ძირითადი მნიშვნელობით. საქართველოსი მაინც სს - სააქციო საზოგადოებაა ჩემის აზრით)? R. 05:06, 5 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
სს – საჯარო სმართალი. — დათო პასუხი 05:09, 5 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ეგ კი გამოდის, მაგრამ საჯარო სამართალი აბრევიატურით ხმარებაში ვერ დაჯაბნის საქციო საზოგადოებას (კანონში პირდაპირ წერია: სააქციო საზოგადოების სახელის წინ დასიმება სს-ო, და ასე შესაბამისად). ნუ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გერმანულ ეს-ესს მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი - ქართული სს ნამდვილად არ ასოცირდება ეს-ეს-თან. R. 05:14, 5 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ახლა, რომელი დასახელება ავირჩიოთ? შუცშტაფელი თუ დამცავი რაზმი? — დათო პასუხი 05:33, 5 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სხვა ენებში უმეტესობა შუცშტაფელს ხმარობს, თანაც გერმანული ანბანით. რამდენადაც სახელი საკუთარი იყო, ასეც დარჩეს მგონია და განმარტება ქართულად ფრჩხილებში გაკეთდეს, ხოლო აბრევიატურა ქართულად უნდა ჩაიწეროს როგორც ესესი (მაგ. გაიხსენეთ სოციალ-რევოლუციონერების აბრევიატურა ქართულად - ესერები). პ.ს. ქსე-ში ხსენებაც არაა ესესის არც-ერთი სახელით. R. 08:39, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

განხილვას, როგორც ვხედავთ, შედეგი არ მოუტანია. მეც მეხამუშა "სს". აშკარად გამოსავალია მოსაძებნი, რაც განხილვიდანაც ჩანს.--Ouzo განხილვაწვლილი 15:16, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ალბათ იმის ბრალია, რომ ვერ მოვიცალეთ მაშინ :).გადავიტან განხილვის შესაბამისად.--Rastrelli F 16:21, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
„სს“ - ხამუშის რა მოგახსენოთ, მაგრამ იხ. ქსე, ტ. 9, გვ. 536, თბ., 1985ცანგალა () 16:48, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ ვერ ვიხილავ. და რა წერია?--Ouzo განხილვაწვლილი 16:51, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სს (გერმ. SS, შემოკლ. Schutzstaffeln — დამცველი რაზმები), პრივილეგირებული გასამხედროებული ორგანიზაცია ფაშისტურ გერმანიაში. და ა. შ. ცანგალა () 17:11, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, შენ არ ითვალისწინებ ქსე-ს დაწერის პერიოდს, მაშინ სააქციო საზოგადოებები არ არსებობდა და კანონმდებლობაც არ ცნობდა, დღეს კი - კანონში პირდაპირ წერია, რომ სს არის სააქციო საზოგადოების აბრევიატურა.--Rastrelli F 17:18, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიელი:გიორგი მარუაშვილი - იხ. განათლება. ამით იმის თქმა მსურს სტატიის ავტორის სპეციალობაა და მეორე მრავალმნიშვნელობის საშუალება არსებობს ვიკიში სს (ორგანიზაცია). მე მხოლოდ დავწერე, თუ ქსე როგორ წერს. სააქციო საზოგადოება - იხ. ქსე, ტ. 8, გვ. 540, თბ., 1984. ტექსტში ვკითხულობთ საქართველოში სააქციო საზოგადოება გავრცელდა XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, .... და ა. შ. ისე (ეს კი ხუმრობით) კანონის წერისას დაავიწყათ, რომ არსებობდა სს-ის სხვა მნიშვნელობა.--ცანგალა () 17:27, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
"საქართველოში სააქციო საზოგადოება გავრცელდა XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში" - არაფერს ნიშნავს, მაშინ როცა სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ცნობს წარმონაქმს, შესაბამისად ტერმინოლოგიაც არ არსებობს და იხმარება - სს არ იხმარებოდა სააქციო საზოგადოების აბრევიატურად. დღეს ეს განსაზღვრულია კანონით, აკრიფე უბრალოდ ძიების ველში სს და დარწმუნდები, რომ პირველადი მნიშვნელობა (გარდა ვიკიპედიისა) არის სააქციო საზოგადოება. ამას გარდა, ქსე-ში, იმავე სტატიაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მოხსენიებულია, როგორც ლიმიტირებული რწმუნების საზოგადოება, რომელია მაშინ სწორი? ის, რომელიც კანონითაა დადგენილი და შესაბამისად გავრცელებულიც. --Rastrelli F 17:39, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ამჟამინდელი სახელწოდება მომწონს. მგონი ყველაფერი რიგზეა. — დავით პასუხი 17:54, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
რასაკვირველია ყველაფერი უნდა გაკეთდეს XXI საუკუნის მიხედვით და რაც კანონშია, მაგრამ ჩემი აზრით (აზრის გამოთქმის უფლება ყველას გვაქვს) ამ სტატიას უნდა ერქვას სს (ორგანიზაცია). დარწმუნებული ვარ ყველა მომხმარებელი დაიწყებს ძებნას სს-თი და არა შუცშტაფელი. მაშინ ქართულად უნდა იყოს დამცველი რაზმები რატომ შემოგვაქვს გერმანული სიტყვა შუცშტაფელი? ეს ქსე-ეს შედგენის დროსაც კი არ გაუკეთებიათ ე. ი. მაშინ არ დაამკვიდრეს ქართულ ენაში (შუცშტაფელი ქართულად გამოდის შშ და არა სს - რომელიც გაუგებრობას გამოიწვევს) . რასაკვირველია გადაწყდება ისე როგორც უმრავლესობა იტყვის, მაგრამ მე მსურს დავაფიქსირო ჩემი აზრი, რომ ამ სტატიას უნდა ერქვას სს (ორგანიზაცია) .-ცანგალა () 18:05, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა, ცანგალა, აშკარად ცდები; ფრჩხილები საჭიროა იმიტომ, რომ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან მსგავსი დაწერილობის ტერმინები, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასეთი ვითარებაა: სააქციო საზოგადოებაც ორგანიზაციაა და შუცშტაფელიც. ასე რომ, ფრჩხილებში ამ სიტყვის მითითებით საქმე ვერ მოგვარდება. — დავით პასუხი 18:11, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სს (მრავალმნიშვნელოვანი) - გვეუბნება, რომ ორივე სს-ია. რადგან ორივე ორგანიზაციას მხოლოდ სს ვერ დავუწერთ. ერთი იქნება სს - სააქციო საზოგადოება და მაშინ სს (დამცავი რაზმი). შუცშტაფელი - კი შშ გვაძლევს. ცანგალა () 18:49, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
„შუცშტაფელი“ არის საკუთარი სახელი და ამიტომაც საჭიროა იმავე ენაზე ეწეროს, საიდანაც შემოდის, მხოლოდ ქართული ასოებით, რომ რიგითმა მკითხველმაც შეძლოს წაკითხვა (მაგალითად, იხ. გესტაპო). ვიღიმი--Rastrelli F 18:51, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გესტაპო (შემოკლებული Geheime Staatspolizei) - ქსე, ტ. 3, გვ. 129, თბ.1978. სს (შემოკლ. Schutzstaffeln) ქსე, ტ. 9, გვ. 536, თბ., 1985. თუ სს ვწერთ შუცშტაფელი, მაშინ გესტაპო უნდა დაიწეროს გეჰაიმე შტაატსპოლიცაი. და მაშინ ყველა ენებიდან ასე საკუთარი სახელებით უნდა შემოვიტანოთ?--ცანგალა () 19:39, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა ცანგალა, უნდა იყოს ესესი და არა ’’’სს’’’.--Rastrelli F 09:35, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ეს შემდგენელებმა ალბათ ჩემზე უკეთ იცოდნენ. ისე ჩემი აზრი თუ გაინტერესებს ’’’სს’’ არის გერმანული „SS“, რაც წარმოთქმაა ესეს-ი -თ. შეიძლება მომხმარებელმა ესეს-ის გაგონებისას დაწეროს ESES, რაც მართლებული არ იქნება. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, ალბათ დროა კამათი შეწყდეს. გავა დრო მოვლენ ახალი მომხმარებლები და კვლავ კამათი დაიწყება. ისე ბოლო პასუხი Rastrelli F-ის პასუხს არ ჰგავდა, აგრეთვე Ouzo-ს დუმილიც მეხამუშება ვიღიმი. იმედია გესტაპოს არ შეცვლით გეჰაიმე შტაატსპოლიცაით.ცანგალა () 09:54, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნუ გეხამუშება ჩემი დუმილი. ძველი განხილვიდან ისე ჩანდა, რომ თანხმობა მიღწეულია და რატომ არ მივიდა ბოლომდე, მხოლოდ ეს გავიკვირვე. ახლა კი, მართალი გითხრათ, ვერ მივსულვარ ერთ ჩამოყალიბებულ აზრამდე, რომელი სათაური აჯობებს. კამათში იბადება ჭეშმარიტება, სხვებმაც გამოთქვან აზრი, რომ ორი კაცის დიალოგს არ დაემსგავსოს. შეიძლება ასე? - შუცშტაფელი (სს) ან სს (შუცშტაფელი)? არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტია რა აჯობებს.— Ouzo განხილვაწვლილი 10:01, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, იგივენაირად შეიძლება ’’სს’’ აკრიფოს ვინმემ სააქციო საზოგადოების ძებნაში და შერჩეს ’’ესესი’’. ზემოთ მეწერა: ესერები გაიხსენეთ-მეთქი. პ.ს. რომელი გავდა? ვიღიმი--Rastrelli F 10:11, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კიდევ, СНГ ქართულ კალკში (ჩვენი შესატყვისი რომ არ გვქონდეს) სნგ-ა თუ ესენგე, ან КВН - კვნ-ა, თუ კავეენი?--Rastrelli F 10:15, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მეგობრებო, რას იტყვით ლათინური ასოებით რომ დავწეროთ SS ყველა შესაძლოა ვარიანტიდან ამაზე გადამისამართება გავაკეთოთ?--Ouzo განხილვაწვლილი 10:46, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სს (მრავალმნიშვნელოვანი) - მხოლოდ ერთს ვერ ვგებულობ აქ რატომ გიწერია დამცავი რაზმი? მე პირადად ქართულის მომხრე უფრო ვარ ვიდრე გერმანული სიტყვების შემოტანის შუცშტაფელი, გეჰაიმე შტაატსპოლიცაი და ა. შ.. იგივე გამოვა, რომ სნგ მაგივრად, რომ დავწეროთ Содружество Независимых Государств (ქართული შრიფტით) და არა დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) და აგრეთვე კვნ-ის მაგივრად Клуб Весёлых и Находчивых (ქართული შრიფტით) და არა მხიარულთა და საზრიანთა კლუბი (მსკ). მე რომ მკითხო უნდა იყოს დამცავი რაზმი და საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია (მესამე რაიხი), რაიხის მითითება საჭიროა, რადგან შეიძლება სხვა სახელმწიფოსაც ჰქონდეს. მაგრამ რადგან ქსე გესტაპოს გვიწერს და უფრო მასეა ცნობილი გესტაპოს დავტოვებდი. უბრალოდ სახელებთან დაკავშირებით ქაოსია. ან ყველა ისე ან ყველა ასე. მე მომხმრე ვარ ქართულად ან რასაც ქსე გვთავაზობს. Ouzo-მ კიდევ ახალი ვარიანტები შემოიტანა. ახლა ნამდვილად დავსვი წერტილი (მგონი).--ცანგალა () 11:05, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთს დავამატებ - არსებობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები - ამ ნორმების მიხედვით ქსე არის შექმნილი და იქ შესულია როგორც შესულია „სს“. იმიტომ არის, რომ სხვა ენათშორისო ბმულებში ზოგან ვკითხულობთ „შუცშტაფელი“ და ზოგან „სს“. ვიკიპედია კი არ არის ნორმების შემცვლელი ადგილი. ახლა კი ნამდვილად დავასრულე.ცანგალა () 15:19, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]