განხილვა:ფუძიამა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

G-Bot 16:19, 22 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

"ფუჯისან", "ფუჯიამა" თუ "ფუძიამა" სექციაში რა წყაროა გამოყენებული? თუ სარწმუნო წყარო არ მოიძებნა დასაბრუნებელი იქნება უკან ფუძის მთაზე. - ალ-ო     @ 20:34, 1 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ბოლო ბოლო, ფუჯია სწორი, თუ ფუძი? ნეტავი ეს ვინ თარგმნა: omegawiki, აქ ფუძი წერია :) და სტატიის თავში, ფრჩხილებში რაც წერია ამოსაღებია :) -- მერო     16:58, 3 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ქსე-ში „ფუძიამა (ფუძი, ფუძისანი)“ წერია. სხვა წყარო არა მაქვს. - Island 15:41, 1 აგვისტო 2008 (UTC) (ამოვიღე ჩემი განხილვიდან. ა.)[უპასუხე]

– ეს სტატია მე ვთარგმნე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ და ისევ ქსე–დან გადაწეროთ შესაბამისი სტატია. რატომ წერია ასე და არა ისე, შეგიძლიათ ისლანდს დაეკითხოთ და ის აგიხსნით. მე პირადად კამათს მაგ თემაზე უკვე არ ვაპირებ. საკმარისად ვთქვი ისედაც. საერთოდ კი, რამდენიმეჯერ გავიმეორე და ახლაც გეტყვით: მიხედეთ სტატიებს ინფომატიკისა და როკ და პოპ მუსიკის შესახებ. აი იქ არის მართლა დიდი პრობლემები. თუ შევამჩნევ, რომ ვიღაცა ისევ გააგრძელებს რაღაც სისულელების ჩაკვეხებას ჩემს სტატიებში, მე შევწყვეტ წერას და სხვა რამით გავირთობ თავს. საერთოდ მიკვირს მერო ფილოლოგი არაა და რატომ ერევა ასეთ რამეებში, არც მისი ქართულია მაინდამაინც სანაქებო. ცანგალამ მითხრა თარგებს აკეთებსო და... აკეთოს ეს თარგები, მე კიდე დამანებოს თავი. არც სკაიპზე ვაპირებ ვინმესთან დაკონტაქტ–დაძმობილებას. ალსანდროს მეგრელობის გამო კიდევ აიტანდა კაცი, :( მაგრამ მასაც ნამეტანი მოსდის ძალიან ხშირად. ჩაო --pirtskhalava 17:24, 3 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, თუ მომხმარებლის პირადი ვებ-გვერდი?--ოთარი () 19:06, 3 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

– ოთარ, ძალიან კარგი კითხვა დასვი. ვიკიპედია არ წარმოადგენს ვისამე პირად გვერდს, მაგრამ არც ქსე–ს ასლი არაა. გარდა ამისა, მაშინ როცა მართლა სისულელეებითაა გავსებული მთელი რიგი სტატიები, ან ისეთი გრამატიკითაა დაწერილი კაცი ვერ მიხვდება, რას გულისხმობდა დამწერი და ამდროს მე შემომესევიან რაღაც წვრილმანებზე, ბუნებრივია, ჩნდება ასეთი დამოკიდებულება. --pirtskhalava 20:07, 3 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ერთმანეთის შეურაცხყოფისგან, მიუხედავად იმისა, როგორ სტატიას წერს ესა, თუ ის მომხმარებელი.--ოთარი () 07:01, 4 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ისე, მეც პირადად „ფუჯი“ მირჩევნია. მაგრამ ვიკიპედიაში ამის დასაწერად აუცილებელია წყარო (იხ. ვიკიპედია:გადამოწმებადობა). თუ შესაბამისი წყარო არ მოიპოვება, არსებული ლიტერატურის საფუძველზე „ფუძი“ უნდა დავწეროთ. - Island 03:04, 5 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი კონსენსუსია ფუძი-ზე გადატანაზე. სექცია "ფუჯი, ფუძი თუ ფუძიამა" გადმოვიტანოთ აქ, განიხლვაში, ვინაიდან სტატიასთან ნაკლები კავშირი აქვს. - ალ-ო     @ 08:03, 10 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიაში, როგორც ჩანს, მთავარი აქცენტი ეტიმოლოგიაზეა და თვითონ მთაზე ძალიან მწირ ინფორმაციას გვაძლევს, ჯობდა ამაზე გამახვილებულიყო ყურადღება. --მიხეილ () 12:59, 24 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

კვლავ გავიმეორებ, რომ ჩვენ როგორც გვინდა ასე არ ხდება აქ — ვიკიპედიაში. საჭიროა ლიტერატურა რომ მას ფუჯის მთა ეწოდება. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით ფუძიამა. თუკი სხვა წყარო არ არის გადასატანი გვექნება. ქსე-ს ტ. 10 გვ. 435, წელი 1986, ფუძიამა. - ოთოჯი განხილვა 17:37, 5 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)--ცანგალა () 17:55, 5 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) — Mikheil მიწერა 18:32, 5 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე)--დათო1010 18:38, 5 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც გეთანხმებით, მაგრამ არა იმიტომ საბჭოთა ენციკლოპედიაში ასე წერია. ჩვენი ენციკლოპედია დაძველდა, - ათასჯერ ვთქვი, ისევე როგორც დაძველდა ჩვენი ძველი კარგი ქეგლი, და ამ ტომებში ყურებისას გარდა წერა-კითხვის უნარისა, რაც ქართულ ვიკის შემთხვევაში უმეტესწილად იმაში გამოიხატება, რომ ლამის ასო-ასო გადმოიტანონ ინფორმაციები, საჭიროებს მეტად დიფერენცირებულ მიდგომას, რომელიც ასევე უნარია. ფუძიამა, ან ფუძის მთა იმიტომ მიმაჩნია სწორად, რომ უკვე დამკვიდრებული ფაქტია, თუმცა ასევე ფაქტია ისიც, რომ შორეული აღმოსავლეთის ენებიდან შემოდის უამრავი ახალი სიტყვა დღეს არა რუსული, არამედ ინგლისური, შესაბამისად საერთაშორისო ტრანსკრიფციის ნორმათა დაცვით შემოდის. ფუჯიამას რაც შეეხება, ამ ფორმას არ წავშლიდი თქვენს ადგილად, არამედ დავტოვებდი ისე, რომ ამ ფორმითაც ასევე მოძებნადი გამხადრიყო იგი. მერწმუნეთ ეს მნიშვნელოვანია. --Pirts განხილვაწვლილი 20:39, 8 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მერწმუნეთ, თუკი რაიმე ახალი აკადემიური წყარო გამოჩნდა, პირველი მე ვიქნები, რომელიც ამ გვერდს გადაიტანს. დაძველებას რაც შეეხება გეთანხმებით, მართლაც დაძველდა ქსე, მაგრამ რა ჩვენი ან ვიკიპედიის ბრალია ეს ყოველივე. უბრალოდ, ეს არის ის შემთხვევა როდესაც წყარო არსებობს და მასზე დაყრდნობით ვმოქმედებთ, ეს არის და ეს. თქვენი მჯერა და თქვენი არგუმენტებისაც. გადამისამართებას რაც შეეხება, დარჩეს. - ოთოჯი განხილვა 21:02, 8 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით, მაგრამ ახლა სტატიაც უნდა გადააკეთოთ ვინმემ, თორემ სისულელე გამოდის, - სულ სხვას ამბობს სათაური, და სულ სხვა წერია ტექსტში. იმედია, თქვენ მხოლოდ სათაურებს არ კითხულობთ. მოგიკითხავთ. --Pirts განხილვაწვლილი 21:09, 8 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და რედაქტირებას არავის ავალდებულებს. სტატია დასამუშავებელია და თუკი მოვიცლი მე მივხედავ ამ სტატიას. პ.ს. მანამ სანამ გადივიტანე გავეცანი სტატიასაც და მის განხილვასაც :). - ოთოჯი განხილვა 21:15, 8 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაშინ გადავაკეთებ მე, და ნახეთ. --Pirts განხილვაწვლილი 21:19, 8 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასწორდა ტექსტიც, - ამოვიღე უები და ჩავამატე უები. ნახეთ, თუ შეიძლება. --Pirts განხილვაწვლილი 21:48, 8 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]


რატომ პოლივანოვის სისტემა?[წყაროს რედაქტირება]

ვინმეს შეგიძლიათ განმიმარტოთ რატომ ხმარობთ "რომაჯის" ნაცვლად რუსი ნარკომანის პოლავანოვის მიერ შექმნილ მახინჯ და არასწორ სისტემას? აი უბრალოდ რამეთი შეგიძლიათ ეს ახსნათ? ინგლისური გადმოტანა არის სწორი, იაპონელები ამბობენ ფუჯის, რა ფუძი, რის ფუძი. კარგი რა. როგორ მეგონა, რომ ნელ-ნელა მოვშორდით ამ მახინჯ რუსულ სისტემას და თქვენ უკან დაგიბრუნებიათ ყველაფერი. საერთოდ არ მაინტერესებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ქართულ ენციკლოპედიებში როგორ წერია -- ფუჯი არის სწორი; ფუძი არის რუსალად არასწორი. და დროა უკვე მოვიშოროთ ეს სიმახინჯე, რომელიც წარსულიდან შემოგვრჩა. არ უნდა ვიხმაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ბაბუები ასე ამბობდნენ და დღეს დამკვიდრებულია. დროა უკვე შევცვალოთ. მაგრად მეწყინა, 2010-ში ვსწავლობდი იაპონურს, რომაჯის სისტემაზე და თურმე ისევ პოლივანშინას არ დაუბრუნდით. შეცვალეთ 'ს'-'შ'-თი და 'ძ'-'ჯ'-თი.. უთხარით უარი რუსულ, არასწორ პოლივანოვის სისტემას. --46.49.12.210 17:49, 9 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

საზოგადოდ არსებობს რიგ დასახელებათა დამკვიდრებული ფორმები (მაგ., კიმ ჩენ ინი). ვიკიპედია, თავისი არსიდან გამომდინარე, არ ამკვიდრებს ახალ ფორმებს. შესაბამისად რაიმე ახალი აკადემიური წყაროს გარეშე სახელის გადარქმევა ვერ მოხდება. გიო ოქრო 18:45, 9 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ფუძიამა. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 04:55, 29 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]