განხილვა:ფერდინანდ III

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფერდინანდ III თავისუფალია--შოთა [UT] 15:27, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

თავისუფალი კია, მაგრამ სხვა ფერდინანდ III-ებიც არსებობენ და რამდენად გამართლებულია მაინცდამაინც ამას ვუწოდოთ ფერდინანდ III? --JABA 1977 16:52, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ერთი ჰერცოგია, დანარჩენი ორი — სამეფოების მმართველები (მეფეები), ეს კი იმპერატორია. ალბათ, ამას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი--შოთა [UT] 16:55, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ტიტული ამ შემთხვევაში არა მგონია უპირატეობას ანიჭებდეს ადამიანს. ივანე IV მეფე იყო პეტრე III კი იმპერატორი. თუმცა მეფე აშკარად აღემატებოდა იმპერატორს. მმართველზე მისი საქმენი უნდა ღაღადებდნენ და არა ტიტულები. :) --JABA 1977 17:05, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

კარგი, მაგრამ როგორ გადავწყვიტოთ, რომელი უფრო ღირსეულია (თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას)? ყველა ვიკიპედიაში ფერდინანდ III მრავალმნიშვნელოვნების გვერდია, მაგრამ ჩვენც ასე რომ გავაკეთოთ, უბრალოდ კიდევ ერთი სტატიის სათაურის ფრჩხილებში მოქცევა მოგვიწევს, რის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ.--შოთა [UT] 17:12, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

შოთა ადრე მე და ჰენრიც ვსაუბრობდით რომელიღაც განხილვაში და აქვე გავიხსენებ ამ საუბარს: ვგონებ ვთანხმდებოდით ქრონოლოგიურად უადრესი პიროვნებისათვის გვეწოდებინა სათაური ფრჩხილების გარეშე. არ ვიცი რამდენად თანახმანი იქნებიან კოლეგები, მაგრამ შენ რას იტყვი? დაველოდოთ სხვებსაც. --JABA 1977 17:18, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ასეთ ვარიანტს ვფიქრობ: თუ ვერ გადაწყდა, რომელი მმართველი უფრო სახელგანთქმულია და იმსახურებს უფრჩხილო სათაურს, მაშინ უპირატესობა მიენიჭოს ტიტულის მიხედვით, ხოლო თუ რამდენიმე კანდიდატს ერთნაირი ტიტული აქვს, მაშინ — მათგან ქრონოლოგიურად რომელიც უფრო ადრე იყო, იმას--შოთა [UT] 13:15, 12 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

შოთა დეტალურად გადავხედე ფერდინანდებს და აღმჩნდა, რომ: კასტილიის ფერდინანდის სახელია ფერნანდო III, ერთი ჰერცოგია, ხოლო ფერდინანდ III სიცილიელის ძირითადი სათაურია ფერდინანდ I. ასე რომ ახლა თანახმა ვარ ამ სტატიას ეწოდოს ფერდინანდ III. --JABA 1977 13:22, 12 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ხო, თუ მასეა, მაშინ ეს შემთხვევა მოგვარებულია, თუმცა ზოგად სტანდარტსაც თუ მივიღებთ, არ იქნება ცუდი--შოთა [UT] 13:26, 12 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად. --JABA 1977 15:41, 12 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია--შოთა [UT] 16:13, 12 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ერთი საშინელი (სრი)-ც მოგვაშორე. :)) --JABA 1977 16:51, 12 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]