განხილვა:ტუნისის რევოლუცია (2010-2011)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუნისის პროტესტების მაგივრად, ტუნისის საპროტესტო აქციები ხომა რ უნდა იყოს?--დავით XXI 10:24, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ან ტუნისის კრიზისი. – BruTe () 10:27, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
მართებული შენიშვნა, თუმცა ტუნისის კრიზისი ძალიან ზოგადია, არ ჩანს რა კრიზისზეა საუბარი (ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, თუ ა. შ.). ამას სჯობს ტუნისის საპროტესტო აქციები, ან ტუნისის სახალხო აჯანყება, ან მსგავსი. — Rastrelli F 11:00, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მგონი არავინ არ აპირებს ამის თარგმნას და რატომ დევს? --გოტა (მომწერე) 17:40, 1 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

თან სათაურიც შეცდომითაა.--მიხეილ () 17:43, 1 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
რატომღაც ჩვენ ვიკიში დამკვიდრებულია აზრი, რომ რადგან ერთმა რედაქტორმა რაღაცის კეთება დაიწყო, იმას მეორემ ხელი არ უნდა ახლოს (ამ გაგებიდანვე მოდის სხვათაშორის ჩემი სტატია, ჩემი პროექტი და მისთ.). ვიკიპედიის შესავალში ვკითხულობთ: „რითი შემიძლია დახმარება? ნუ მოგერიდებათ რედაქტირების — ყველას შეუძლია არედაქტიროს თითქმის ნებისმიერი გვერდი, და ჩვენც გაქეზებთ, რომ იყოთ გაბედული! მოიძიეთ რაიმე, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება, იქნება ეს შინაარსი, გრამატიკა, ფორმატი თუ ნებისმიერი სხვა.“ - სხვა ეს არის: თარგმნა, სახელის გასწორება და ა. შ. აი, ამიტომ დევს. რა თქმა უნდა ზოგადად ამ პრინციპით მუშაობის მომხრე არ ვარ, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო იყო, სხვათაშორის იმ ჭყეტელა ბმულების დასაოკებლად, რომლებიც მიხეილმა Sენიშნა ცოტა ხნის წინ ფორუმზე. ვიღიმი R. 18:01, 1 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე წითელი ბმული იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ის, რომ ვიკიპედიის მთავარ გვერდზე არსებულ ლურჯ ბმულში მკითხველი შევა და იქ ინგლისური ტექსტი დახვდება. მის თარგმნას რომ დაიწყებს, ალბათ დამეთანხმებით, ნაკლებ სავარაუდოა. ამის შემდეგ ქართული ვიკიპედიის პრესტიჟი თუ შეიძლება ასე ეწოდოს, საშინლად ეცემა.--მიხეილ () 18:30, 1 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვხვდები თქვენ გულისტკივილს, თუმცა შესაძლო გამოსავალს (ანუ გვერდის სათარგმნად გადმოტანის აკრძალვა, ან უთარგმნელი გვერდების წაშლა) არ ვეთანხმები, რადგან ამავე პრინციპით ესკიზი სტატიებიც უნდა ავკრძალოთ, რომლებიც ასევე „აგდებენ“ ვიკიპედიის პრესტიჟს (სამი წინადადება იგივეს მომცემია რაც უთარგმნელი სტატია ნათარგმნი ინფოდაფით), და რომელთა რიცხვიც ვიკიპროექტების წყალობით სულ უფრო მატულობს?! — Rastrelli F 18:41, 1 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

როდემდე უნდა იყოს ეს სტატია ესეთ მდგომარეობაში? რატომ არ შლით?--გოტა (მომწერე) 12:32, 19 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ დადგა ამ სტატიის გადამისამართების დრო? — მიხეილ (მომწერე) 09:09, 23 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ტუნისის რევოლუცია (2010-2011) მე მგონი ეს სახელი შეეფერება.--ჯაბა ლაბა 19:24, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]