განხილვა:ტრაპიზონის იმპერია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რა უცნაური რუქაა? საიდან არის აღებული? აქ არის მითითებული Imereti ცალკე და Georgia ცალკე და, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ 4 წარმონაქმნია აღნიშნული უსახელოდ. ეს იმ დროს, როდესაც ტრაპიზონის იმპერიის არსებობის თითქმის მთელ პერიოდში (1204–1461 წწ.), მცირე ხნიანი გამონაკლისების გარდა, საქართველო ერთიანი სამეფო იყო. იქნებ ვინმემ, ვისაც ეს ჩემზე უკეთ შეუძლია, გაასწოროს.--Zolokin განხილვაწვლილი 17:55, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ალექსი კომნენოსი საქართველოს სამეფო ოჯახთან დაახლოებული პიროვნება იყო. ხოლო მისი მეუღლე საქართველოს მეფის გიორგი III შვილი რუსუდანი იყო. აქ მეუღლე თუ დედა უნდა იყოს? როცა რუსუდანის ბმულს გაყვებით იქ ეს ინფო დევს. — ჯაბა ლაბაძე () 20:33, 6 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა მართალია. ალექსი იყო რუსუდანის შვილი. რუსუდანი (თამარის და) იყო მანუელ კომნენოსის, ანუ ალექსის მამის მეუღლე. იხ. The Oxford Dictionary of Byzantium, Alexander P. Kazhdan, Vol. 1, New York - Oxford, 1991, p. 63. --Zolokin განხილვაწვლილი 21:10, 6 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]