განხილვა:ტორდესილასის ხელშეკრულება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მგონი, ამ სტატიის სახელი უნდა იყოს „ტორდესილასის შეთანხმება“ და არა „ტორდესილასის ხელშეკრულება“. თქვენ რას ფიქრობთ? Nodar Kherkheulidze განხილვა 09:46, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქართულ ლიტერატურაში არ ვიცი რა სახელითაა ცნობილი და სამწუხაროდ არც ისტორიიდან მახსოვს. სამაგიეროდ გერმანულად Vertrag წერია და Vertrag ნამდვილად ხელშეკრულებას ნიშნავს. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალში იდება ხელშეკრულებები. Deu განხილვა 10:02, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰმ, სამაგიეროდ ინგლისურად „treaty“ და რუსულად „договор“ შეთანხმებას ნიშნავს. გარდა ამისა, რომელ საერთაშორისო სამართალზეა ლაპარაკი 1494 წელს. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:08, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ორიგინალ ენაზეც „Tratado“ შეთანხმებას ნიშნავს. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:12, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
თუმცა „treaty-ს“ ბევრი მნიშვნელობა აქვს: შეთანხმება, ზავი, ტრაქტატი... (ქვეყნებს შორის ვგულისხმობ). ხელშეკრულებაც. მაგრამ რადგან ქვეყნებთან გვაქვს შეხება, მგონია, რომ შეთანხმება უნდა იყოს აქ. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:22, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ამის მიხედვით treaty ნიშნავს (საერთაშორისო) ხელშეკრულებას. საერთაშორისო სამართალი მას შემდეგ არსებობს, რაც დედამიწაზე გაჩნდა პირველი ორი სახელმწიფო. ორ ქვეყანას შორის იდება ხელშეკრულება. ასე უნდა იყოს ქართულშიც, თუკი ლიტერატურაში სხვა რამე არაა დამკვიდრებული. Deu განხილვა 10:33, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირველი, თრანსლეით.ჯი არ არის სანდო, მეორეც, ალექსიძის წიგნი მეც მაქვს წაკითხული ვიკრიჭები მესამეც, საერთაშორისო სამართალი იმ გაგებით, რა გაგებითაც შენ ამბობ, ცოტა ხნის წინ შეიქმნა. როგორც აღვნიშნე, „treaty“ სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება-მეთქი. გადაშალე ალექსიძის წიგნის 91-ე გვერდი და ნახავ, რომ „საერთაშორისო ხელშეკრულებას“ ჰვია ხელშეკრულებაც, პაქტიც, შეთანხმებაც, კონვენციაც, დეკლარაციაც და სხვ. ნუ რავი, მე ჩემი აზრი გამოვთქვი. დავუცადოთ მიხეილსაც, რადგან მისი დაწერილია სტატია და, ალბათ, იმის საფუძველიც ექნება, თუ რატომ დაარქვა მან სტატიას ეს სახელწოდება ვიღიმი Nodar Kherkheulidze განხილვა 10:41, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე ინგლისურის ცოდნაში ვერ შეგედავები, მაგრამ გერმანელებს კი ეგ სიტყვები ცალ-ცალკე აქვთ და ასხვავებენ ერთმანეთისაგან ხელშეკრულებას (Vertrag), პაქტს (Pakt), შეთანხმებას (Vereinbarung), კონვენციას (Konvention), დეკლარაციას (Deklaration). არა მგონია ინგლისური ენა ამ ყველას ერთსა და იმავე სახელს უწოდებდეს. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალს მე ვიყენებ იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს ტერმინი არსებობს საერთოდ — საერთაშორისო სამართალი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს; რასაც შენ ამბობ, ეგ უბრალოდ საერთაშორისო სამართლის თანამედროვე სახეა (სხვათა შორის გერმანულ ენაში საერთაშორისო სამართალსს ჰქვია Völkerrecht, რაც იუს გენციუმის სინონიმია ვიღიმი). დაველოდოთ სტატიის ავტორს, მაგრამ მე ვერ გავიგე, რის საფუძველზე დაეჭვდი ამჟამინდელი სათაურის სისწორეში? Deu განხილვა 11:16, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რის და ინგლისური და რუსული სტატიების საფუძველზე. Ius gentium ქართულად ხალხთა სამართალს ნიშნავს. ვაპაჭუნებ Nodar Kherkheulidze განხილვა 11:39, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა ქსე რას წერს ამის შესახებ? --ჯაბა ლაბა 15:10, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ზურაბ დავითაშვილი — მსოფლიოს ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია, თბილისი 2001, გვ. 73, ტორდესილასის ხელშეკრულება --მიხეილ (მიწერა) 15:59, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა მიხეილ. იუს გენციუმი თავისი არსით სწორედ რომ საერთაშორისო სამართალია, საერთაშორისო სამართლის პირველი ისტორიული ეტაპი. სწორედ ამიტომაა, რომ გერმანელები, ჩვენგან განსხვავებით, საერთაშორისო სამართალს დღესაც ხალხთა სამართალს უწოდებენ ვიღიმი. მეც გამიკვირდა თავიდან სხვათა შორის. Deu განხილვა 18:17, 25 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]