განხილვა:სომხეთ-საქართველოს ომი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული მთავრობის პოზიცია

ჟორდანიასა და ჯუღელის განცხადებები დადასტურებულია და სტატიაში წყაროცაა მითითებული...

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000313/disertacia.pdf გვ. 85 და 86 --იბერია განხილვაწვლილი 16:02, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიუთითეთ ასევე, მოთხოვნილ ადგილას, სქოლიოს სახით.--Ouzo განხილვაწვლილი 16:18, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

1)1912 წელს ნოე ჟორდანია დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერი არ ყოფილა, იმ დროს დამოუკიდებელი საქართველო არ არსებობდა. ხოლო ვ.ჯუღელს არასდროს ეხებოდა საქართველოს საზღვრების საკითხი, ის სახალხო გვარდიის მეთაური იყო და არა მინისტრი ან დეპუტატი. შესაბამისად მისი კერძო მოსაზრების არგუმენტად გასაღება არასწორია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სხვა დამფუძნებლებს სხვანაერად მიაჩნდათ, მაგალითად ზოგიერთი თვლიდა რომ ალექსანდროპოლი(გიუმრი) საქართველოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, რადგან შუა საუკუნეებში ის საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში იყო. რატომ მოგვყავს ის ციტატები მაინცდამაინც საიდანაც თითქოს ქართული მხარის სიმცდარე წარმოჩინდება?

2)სომხეთს ომი არ დაუწყია ლორეს გამო, სომხეთმა ომი დაიწყო ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებისთვის მინიმუმ(იხ.დრასტამატ კანაიანის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას), ეს მათ საქმითაც დაამტკიცეს, უტევდნენ არამხოლოდ ლორეს არამედ ქვემო ქართლის აღება სურდათ ხრამამდე და ძირითადი ბრძოლები გაიმართა სწორედ იქ, ასევე შეუტიეს ახალქალაქის მაზრასაც, ორივეგან დამარცხდნენ, მაგრამ ომის მიზეზი ან რაიმენაირი წინაპირობა ლორე რომ ყოფილიყო რა უნდოდათ, ჯავახეთში ან ქვემო ქართლში? 1918 წლის ნოემბერში შეთავაზებაც კი გაუკეთეს სომხეთს საქართველოდან საზღვრებზე მოსალაპარაკებლად, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა ამაზე. არადა მინიმუმ ნახევარ ლორეს თუ არა მთლიანად საქართველო დიდი ალბათობით დაუთმობდა მაშინ სომხეთს. როგორც აღვნიშნე ლორე ისეთივე საბაბი იყო სომხეთის ხელისუფლებისთვის, როგორც გერმანიისთვის სუდეტები ჩეხოსლოვაკიასთან მიმართებით.

3)ომის რეალური მიზეზი იყო,სომხეთის სურვილი შეექმნათ დიდი სომხეთი, ისარგებლეს იმით რომ გერმანია რომელიც საქართველოს მოკავშირედ აღიქმებოდა დამარცხდა, შემოვიდნენ ბრიტანელები, რომლებსაც თავის მოკავშირედ თვლიდნენ და დაესხნენ საქართველოს თავს(იხ.სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ჰ.კაჯაზნუნის მემუარები). სულ ეს იყო.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:39, 22 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

აი ომის დაწყების რეალური მიზეზი,ორივე წყარო ავტორიტეტულია,მათ შორის 1 სომხური.

«Капитуляция Отоманской Империи в ноябре 1918 года, казалось, открывает новую эру в армянской истории. Исконный враг был повержен на колени... Победа, которая пришла к Армении после таких страданий, вскружила голову ее лидерам. Они уже видели Великую Армению – страну, простершуюся от Средиземного до Черного моря и от Черного моря – до Каспийского.. Их фантазии поощрялись в Париже, Лондоне и особенно – в Вашингтоне... Но армян сбивали с толку нереалистичными надеждами и обещаниями»

Kazemzadeh, p.213

Большинство исследователей данного вопроса сходится во мнении, что неуступчивость армянской стороны в территориальном вопросе была связана прежде всего с тем, что лидеры ДРА и армянских диаспор полагали, что триумф Антанты в войне наконец принесет армянам вознаграждение за их вклад в общую военную победу и за все жертвы, понесенные в этой связи армянским народом

Hovannisian, Vol. I, pp. 95-96

სტილისტურად გავმართე სტატიის ნაწილი "წინაპირობები",ამ დღეებში ბოლომდე გავაუმჯობესებ, რომ ქართულ ენაზე სრულად გამართულად იკითხებოდეს.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 01:08, 14 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]