განხილვა:სახა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:სახა (იაკუტია))

რესპუბლიკა სახა ქართულ ენაში ასე არ იქნება დამკვიდრებული. მასე აზერბაიჯანიც რესპუბლიკაა, ასე ხომ არ იქნება სათაური: რესპუბლიკა აზერბაიჯანი. ჩემი აზრით, უნდა მოვაცილოთ რესპუბლიკა. ასე აჯობებს მგონია: სახა (იაკუტია).--ოთოჯი / მომწერე 09:08, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა, განხილვაც კი არ უნდა ამას ოთო. --მიხეილ მიწერა 09:19, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა--ოთოჯი / მომწერე 12:27, 9 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფრჩხილები რატომ აქვს? მე ვფიქრობ მოსაშორებელია, რადგან უპირველესი მნიშვნელობისა ეს უფროა ვიდრე სხვები, რომლებიც ჯერ კიდევ არაა დაწერილი ქართულ ვიკიპედიაში. --ჯაბა 1977 20:39, 1 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

ფრჩხილებში იაკუტია მოსაშორებელია, რადგან სახაც და იაკუტიაც ორივე ამ რეგიონის სახელებია--დათო1010 06:15, 2 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ სათაური უნდა იყოს სახა (რესპუბლიკა), რადგან სახას სხვა მნიშვნელობებიც აქვს (მაგალითად სახა (ხალხი)). --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:47, 3 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

სახის რესპუბლიკა? გიო ოქრო 15:14, 24 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

უფრო გავრცელებული სახელია იაკუტია, ამიტომ ვფიქრობ ამ სახელზე უნდ გადავიტანოთ. გიო ოქრო 07:00, 28 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამ ტერიტორიულ ერთეულს რა ხანია აღარ ჰქვია იაკუტია. მოყვანილი ლექსიკონი არგუმენტად არ გამოდგება. 1991 წლიდან ამ რესპუბლიკას ოფიციალურად ეწოდება სახა. სახის რესპუბლიკა ძალიან არაეფექტურია სახელწოდებაა, მსგავსად ნასკის ფილისა, იგივე იქნება დაახლოებით, ხელოვნური სახელწოდებებია, მე ვფიქრობ, გერმანულის მსგავსად გაკეთდეს სათაური: სახა, ხოლო სტატიაში ჩაიწერება სახას რესპუბლიკა. - OTOGI Messages 08:07, 28 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მაშინ უნდა იყოს ან სახის რესპუბლიკა ან უბრალოდ სახა. ხელოვნურ სახელს რაც შეეხება, მაგ., ქსე-ში არის სტატია „ჩიტის რესპუბლიკა“ (ტოპონიმი ჩიტა). გიო ოქრო 08:10, 28 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
მგონი დღეს საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ. ჩვენ შეგვიძლია მავნე საბჭოთა სტერეოტიპებისაგან განთავისუფლება. ჩიტის, ნასკის, სახის, შუბლის და კიდევ ათასი მარგალიტი არის ხელოვნური და ვიკიპედიისთვის არც თუ ისე კარგი. - OTOGI Messages 08:19, 28 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია სათაურზე „სახა“. - OTOGI Messages 13:35, 23 ოქტომბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენის ნორმებით, ა-ზე დაბოლოებული ტოპონიმები მოიკვეცება (უკრაინ-ის, მოლდოვ-ის, პრაღ-ის, სახ-ის და ა.შ.). საბჭოთა სტერეოტიპები აქ არაფერ შუაშია. გამონაკლისია მხოლოდ ადამიანის სახელებიდან წარმოებული ტოპონიმები (ვიქტორია-ს, მარიანა-ს და ა.შ.). იხ. უცხოური გეოგრაფიული სახელების გადმოცემა ქართულში. ამიტომ ტექსტში უნდა ჩასწორდეს „სახა (იაკუტია) (ოფიციალურად — სახის რესპუბლიკა)“. სათაური დარჩება როგორც არის. გიო ოქრო 12:00, 28 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]