განხილვა:სამანგანის პროვინცია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამარჯობათ, გოგოებო და ბიჭებო. როგორ ხართ? დღეს მთელი დღე შევწუხდი, ავღანეთის პროვინციებს ვამუშავებ. მარტო რუსულის კოპიო რომ არ გამოვიდეს, ზოგჯერ სხვა უცხოენოვანი გვერდებიდანაც ვავსებ ხოლმე და იმპროვიზებულად ვაკეთებ ქართულ გვერდს. როცა რაღაც სიახლეს ვნახავ, ვცდილობ გადმოვიტანო ქართულზე, როგორც შემიძლია. დღეს, მაგალითად, შევეცადე სტატიის ბოლოში მოსაზღვრე რეგიონების გეოგრაფიული მდებარეობა გადმომეტანა. ადრე არასდროს გამიკეთებია. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ ავსახე ყუნდუზის პროვინცია. იქნებ ვინმე დამეხმაროს? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 09:08, 28 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამის გარდა, ბევრი ვიწვალე კატეგორიებზეც და რაღაც–რაღაცეები შემეშალა. ამაშიც თუ დამეხმარებით და გაასწორებთ, მაგრები იქნებით. წინასწარ დიდი მადლობა. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 09:08, 28 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ფიქრია. პირველი საკითხი მოგვარებულია. მხოლოდ მიმართულებებია გასარკვევი და სარიპული ესაზღვრება თუ არა საერთოდ. ინგლიაურში წერია, რომ ესაზღვრება დასავლეთიდან, რუსულში საერთოდ არ არის ნახსენები. ასევე ბალხის პროვინცია ინგლისურში ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, რუსულში — ჩრდილო-დასავლეთიდან.
კატეგორიებზე თუ დააკონკრეტებთ, კარგს იზამთ. :) — G.G. 15:54, 28 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე. დიდი მადლობა. კატეგორიები ჯაბამ გაასწორა უკვე. აღარ დაგჭირდება შრომა. მაინც დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 17:31, 28 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]