განხილვა:როკ-მუსიკა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამგვარი სიტყვები ჩვენთან ხშირად ტირეთი იწერება, ისევე როგორც რუსულში. მგონი აქაც ტირეა საჭირო. — დათო პასუხი 11:15, 3 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. – BruTe () 11:20, 3 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 14:59, 3 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუმცა ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით სწორია როკმუსიკა და არა როკ-მუსიკა, როკოპერა და არა როკ-ოპერა. ჩვენ როგორ მოვიქცეთ? --Kober განხილვაწვლილი 18:19, 4 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
რათქმაუნდა, როდესაც ორი სიტყვა გამოყენებულია იმისათვის, რომ ერთი სიტყვა მივიღოთ და ეს ერთი წარმოადგენს მთლიანობას, მაშინ სიტყვები ერთდება (ინტერნეტრესურსი, ვაგონმშენებელი, ვიკისაზოგადოება და სხვ.). გიო ოქრო 20:21, 4 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
გადავიტანოთ თუ კენჭისყრას მივმართოთ? --Kober განხილვაწვლილი 21:39, 4 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
დავუცადოთ სხვებსაც მაშინ წესისამებრ სამი დღე. გიო ოქრო 05:02, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა ის, რამაც ზედა რეპლიკაში გაიჟღერა არის არამეცნიერული არგუმენტი და საკითხის არცოდნის მაგალითი!. პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ დეფისი როგორც გრაფიკული ნიშანი მრავალნაირი დანიშნულებისაა. მითითებულ ლექსიკონში როკ-ენ-როლი იწერება ერთად — ანუ დეფისის გარეშე, მაშინ როდესაც იმავე ქსე-ში (რომელსაც ხშირად ვიმოწმებთ) დეფისითაა გამოყოფილი. იგივე პრობლემაა თუნდაც ვიცე-პრეზიდენტთან, რადიუს-ვექტორთან, რომელიც მითითებულ ლექსიკონში აგრეთვე დეფისის გარეშეა შეტანილი. აღსანიშნავია აგრეთვე პრემიერ-მინისტრი, რაც იმავე ლექსიკონით შეცდომაა და ა.შ. მსგავსი საკითხების დროს გასათვალისწინებელია ქართული ენათმეცნიერების შედგენილობის წყობილებები და ტრადიციები. ყველა ნაწილში ეს ლექსიკონი არ არის სანდო და ამგვარი საკითხების განხილვის დროს ენათმეცნიერების სიღრმისეული ცოდნაცაა საჭირო. - OTOGI Messages 18:21, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

უცვლელად ვწერ ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2016 წელს გამოცემული „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“-ის ერთ-ერთ ეპიზოდს:
ვიკიციტატა
„დასახელებულ კომპოზიტთა უმართებულო დაწერილობაზე მსჯელობდა ბატონი ვახტანგ იმნაიშვილი 2000 წელს თავის მოხსენებაში „რთულ სიტყვებსა და შესიტყვებებში დეფისის ხმარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ“ და არც გაგვკვირვებია, როცა ელექტრონულ ლექსიკონში, რომლის ერთ-ერთი შემდგენელიც ბატონი ვახტანგია, ჩამოთვლილი კომპოზიტები შერწყმულად დაწერილი ვნახეთ. ჩვენ სხვა რამემ გაგვაკვირვა, ერთი იმან, რომ „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ დამატება-შესწორებანის მიხედვით დეფისით უნდა დაიწეროს პენ-კლუბი, პოპ-მუსიკა, როკ-ბანდი, როკ-მუსიკა, როკ-ოპერა და მეორე იმან, რომ ბატონი ვახტანგის მახვილ თვალს ეს გამორჩა. ვიფიქრებდით, რომ ლექსიკონის ბოლო, დამატებითი ნაწილი მას არ განუხილავს, მაგრამ დასახელებულ მოხსენებაში ბატონმა ვახტანგმა იმსჯელა ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტოს სახელწოდებაზე, რომელიც ლექსიკონის სწორედ ამ ნაწილშია დეფისით

დაწერილი. მან მაშინ სავსებით სამართლიანად აღნიშნა, რომ ასოშიეიტიდ-პრესს დეფისი არ სჭირდება ისევე, როგორც ფრანსპრესს, საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს სახელს, რომელიც იმავე მეორე შევსებული გამოცემის 496-ე გვერდზე შერწყმულად წერია.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ელექტრონულ ლექსიკონებს უფრო მეტი მოიხმარს, მაგრამ დაინტერესებულსა და დაკვირვებულ მკითხველს, თუნდაც ცოტას, „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ ძირითად ნაწილში შერწყმულად დაწერილ ჯაზორკესტრსა და დამატებულ ნაწილში დეფისით დაწერილ როკ-ბანდს შორის მართებული ფორმის უშეცდომოდ განსაზღვრა ნამდვილად გაუჭირდება, მით უფრო, რომ მცდარად დაწერილი როკ-ბანდი ლექსიკონის იმ ნაწილშია, რომელსაც დამატება-შესწორებანი ჰქვია.

მსაზღვრელ-საზღვრულის შეერთებით მიღებული კომპოზიტები, უპირველეს ყოვლისა, ლექსიკონებში უნდა დაიწეროს შერწყმულად, რათა თავიდან ავიცილოთ ორთოგრაფიულად მცდარ ფორმათა ტირაჟირება.“

გიო ოქრო 18:58, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოყვანილი ციტატა არც კანონია და არც ტრადიცია, უბრალოდ ერთი ადამიანის პოზიციაა. - OTOGI Messages 19:04, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ენათმეცნიერთა შეხედულება მოვიყვანე მაგალითად, რომლებიც ამას ორთოგრაფიულ შეცდომას უწოდებენ. გიო ოქრო 19:09, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვინ უწოდებს და ვინ არა ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია. - OTOGI Messages 19:13, 5 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]