განხილვა:რვაათასიანი მწვერვალები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირადად მე სათაური არ მომწონს, ძალიან გაურკვეველია--მიხეილ () 11:34, 21 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ხო ძალიან გაურკვეველია რვაათასიანი შეიძლება ბევრი რამე იყოს. რვაათასიანი მწვერვალები კიდე შეიძლება--დავით XXI 13:06, 21 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მოდი გადავიტანოთ რვა ათასიან მწვერვალებზე--მიხეილ () 14:59, 21 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რვაათასიანი ერთი სიტყვაა, დანარჩენში გეთანხმებით. — დავით პასუხი 13:15, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

"რომელთაგან 10 მდებარეობს ჰიმალაიზე, ხოლო 4 - ყარაყორუმზე". ჰიმალაიზე, ყარაყორუმზე თუ ჰიმალაიში, ყარაყორუმში?კავკასიაში, კარპატებში, ალპებში ... --Zolokin განხილვაწვლილი 12:19, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით Zolokin, უდავოდ -ში უნდა იყოს და საერთოდ, სტატიის სათაურია აბსოლუტურად გაურკვეველი. --მიხეილ () 12:21, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მინდა გაცნობოთ, რომ ინგლისურად ამ სტატიას ჰქვია Eight-Thousander, რუსულად Восьмитысячники, მთელი მსოფლიოსათვის ცნობილია რომ ”რვაათასიანების” ქვეშ იგულისხმება სწორედ ეს მწვერვალები.--kote 15:49, 24 დეკემბერი 2010 (UTC). ეს უკვე მყარად ჩამოყალიბებული სიტყვათ შეთანხმება, ასე რომ ამ სტატიის სათაურის შეცვალა არ იყო მიზანშეწონილი.--kote 15:52, 24 დეკემბერი 2010 (UTC)

როდესაც ასეთი საკითხები (მაგ. სახელის გადატანა) იხილება, როგორც წესი 2–3 დღე ველოდებით ვინმეს ხომ არ ექნება საწინააღმდეგო აზრი. სათაურის შეცვლის საკითხი დაისვა 21 დეკემბერს, მას შემდეგ ყველას ჰქონდა ერთი აზრი, რომ უნდა შეიცვალოს, მოწინააღმდეგე აზრის მქონე მომხმარებელი არ გამოჩენილა და იმიტომაც მოხდა გადატანა. პრინციპში, თუ თქვენ საფუძვლიანად დაასაბუთებთ თქვენ აზრს და სხვებიც დაგეთანხმებიან, შესაძლოა ძველი სათაურის დაბრუნებას. ამ შემთხვევაში სხვაენოვანი ვიკიპედიის სათაურები ავტორიტეტულ წყაროდ არ გამოდგება. თუ თქვენ მოიტანთ სანდო, ავტორიტეტულ სამეცნიერო წყაროს, სადაც ამ მწვერვალთა ერთობლიობას უბრალოდ რვაათასიანები ჰქვია (და არა რვაათასიანები მწვერვალები ან სხვა რამ), მაშინ ყველა ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ეს აზრი.--Zolokin განხილვაწვლილი 16:07, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


ხოლო რაც შეეხება -ში თუ -ზე, აუცილებლად უნდა იყოს -ზე, რამდენადაც ქართულ ენას გააჩნია ის თავისებურება, რომ თანდებულის გამოყენებით ვაჩვენოთ ამა თუ იმ ობიექტის მნიშვნელობა. შეძლება ვთქვათ კავკასიაში, როცა ვამბობთ გეოგრაფიულ ოლქზე, მაგრამ უშბა მდებარეობს კავკასიონზე--kote 16:04, 24 დეკემბერი 2010 (UTC)

მე უფრო ეგ რუსულის გავლენა მგონია – на Кавказе. თუ მოიტანთ სანდო ავტორიტეტულ წყაროს, პრობლემა არაა – დაგეთანხმებით.--Zolokin განხილვაწვლილი 16:08, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

–ზე და –შის საქმეში ნამდვილად ვეთანხმები კოტეს. კავკასია რეგიონია, კავკასიონი – მთათა სისტემა. არსად არ გამიგია "კავკასიონში", ყოველთვის ვამბობთ "კავკასიონზე". (თუმცა, მაფიქრებს ალპებში)... — დავით პასუხი 16:21, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტერმინი "რვაათასიანი" დამკვიდრებულია და ჩემი აზრით არაა აუცილებელი მწვერვალის დამატება. თუ გაურკვეველია ტერმინი "რვაათასიანი", მაშინ "რვაათასიანი მწვერვალიც" გაურკვეველი გამოდის...--გოტა (მომწერე) 16:44, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნებოდა განხილვაში თავიდანვე ჩართულიყავით. დათო, კარპატებში არ გაფიქრებს? ისევ იქმადე მივედით. როგორ იხმარება ეს ტერმინები სპეციალურ ლიტერატურაში? გვჭირდება ავტორიტეტული წყარო. — Zolokin განხილვაწვლილი 21:49, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ეს "ასვლის წელი" გაუგებარია. რომელი ასვლის წელი? ამ მწვერვალებზე ყოველთვის ადიან. რატომ არ გინდათ, დაწეროთ "პირველად დალაშქვრის წელი"?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 95.104.95.45 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თანდებული "ზე" მეც არ მიმაჩნია სწორად. უნდა იყოს "ში", რადგან საქმე გვაქვს მთათა სისტემასთან. ცალკეული მთის ან მწვერვალის შემთხვევაში "ზე" სწორია, მაგრამ როცა საქმე მთათა სისტემას ეხება, გამოიყენება "ში", მაგ.: ალპებში, კარპატებში, ჰიმალაიში და სხვ. გამონაკლისია "კავკასიონზე", რომელიც დროთა განმავლობაში ამ ფორმით დამკვიდრდა. თუ ცალკე დასახელებული "ჰიმალაიში" და "ყარაყორუმში" არ ჟღერს მაინცდამაინც სასიამოვნოდ, დავწეროთ სრულად: "ჰიმალაის მთებში" და "ყარაყორუმის მთებში".