განხილვა:პითაგორას თეორემა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტექსტში წერია, რომ „ამ თეორემიდან გამომდინარეობს კოსინუსების თეორემა“ და ნამდვილად ასეა? პითაგორას თეორემა კოსინუსების თეორემის ერთი კონკრეტული შემთხვევაა, როცა ვპოულობთ ჰიპოტენუზას (ჰიპოტენუზის კვადრატს) მართკუთხა სამკუთხედში.
ინგლისურ ვიკიპედიაში წერია, რომ ევკლიდემ გამოიყენა პითაგორას თეორემა კოსინუსების თეორემის დამტკიცებისას, მაგრამ ეს მგონი არ ნიშნავს, რომ პითაგორას თეორემიდან კოსინუსების თეორემა გამომდინარეობს.Vancho 22:07, 18 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მოცემული დებულების შებრუნებული დებულება ნიშნავს პირობის და დასკვნის გადაადგილებას (დასკვნა ხდება პირობა, პირობა ხდება დასკვნა). პითაგორას თეორემაში საერთოდ არაა ნახსენები „სამი დადებითი რიცხვი“ და იქნებ ასე დაგვეწერა პითაგორას თეორემის შებრუნებული თეორემა (და არა „ვერსია“): თუ სამკუთხედის მოცემული გვერდის კვადრატი უდრის დანარჩენი ორი გვერდის კვადრატების ჯამს, მაშინ მოცემული გვერდის მოპირდაპირე კუთხე მართია.

მესმის, რომ ინგლისურ სტატიაში ასე წერია, მაგრამ ხომ არაა აუცილებელი ყველაფერი პირდაპირ გადმოვიღოთ?Vancho 20:00, 23 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]