განხილვა:პანარაბიზმი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოგესალმები, თუ ჯერ არ დაგიმთავრებია წერა, გაუკეთე თარგი რომ დამუშავების პროცესშია და არავინ შეგიშლის ხელს. პანარაბიზმი ერთ სიტყვად იწერება ქართულში და ამიტომ გადავიტანე ახალ სათაურში. არაბული ხალხები არ არსებობს. არსებობს არაბები, არაბი ხალხები, არაბულენოვანი ხალხები, სემიტები, მაგრამ არაბული ხალხები არ არსებობს. გარდა ამისა, შემდეგ წინადადებებში – „ის მჭიდრო კავშირშია არაბულ ნაციონალიზმთან რომელიც ამტკიცებს არაბთა ერთ ნაციად ჩამოყალიბების ცნებას. პან არაბიზმს აქვს ტენდენცია სეკულარობისკენ და ხშირად სოციალიზმისკენაც,და მკაცრად ეწინააღმდეგება კოლონიალიზმს და დასავლურ პოლიტიკურ ჩართვებს არაბულ სამყაროში. პან არაბიზმი არის ფორმა კულტურული ნაციონალიზმის.“, არასწორია სიტყვათა თანმიმდევრობა, ხოლო გამოთქმა პოლიტიკური ჩართვა არაქართულია. ალბათ გინდოდა დაგეწერა „პოლიტიკური ჩარევა“. კიდე ერთი რამ; „ის (პანარაბიზმი) ამტკიცებს არაბთა ერთ ნაციად ჩამოყალიბების ცნებას“, არის აგრეთვე არაქართული გამოთქმა, რადგან აქ დარღვეულია ენის სემანტიკურ–ლოგიკური ბუნება. შეუძლებელია მოძრაობა ამტკიცებდეს ცნებას. სტატიას წინადადებებს შორის სჭირდება ინტერვალები. სტატია გადასაწერია თავიდან. --Pirtskhalava 18:14, 13 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]