განხილვა:ორგანი (საკრავი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


სტატიის სახელწოდება უნდა იყოს ორანი და არა ორანი. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:57, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მეორეც, ფრჩხილებში „საკრავი“ საერთოდ არ უნდა, რადგან „ორგანი“ მეტს არაფერს არ ნიშნავს. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:58, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქართულად მართებულია ორგანი, გეოგრაფია, ლოგიკა და არა ორგანი, ღეოღრაფია, ლოღიკა... ქსე-ც ორგანს წერს. Deu aw 17:00, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქსე ქართული სიტყვების გამოთქმის მეუფეა? Nodar Kherkheulidze განხილვა 17:01, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა, ნოდარ, ყველა მაგ სიტყვაში, რაც მაგალითად მოვიყვანე, არის ბერძნული ასო გამა (γ), რომელიც ბერძნულში გამოითქმის როგორც გ-სა და ღ-ს შორის რაღაც შუალედური ბგერა (ბერძნული შენც იცი :)). ქართულში და ყველა სხვა ენაში ეს ბგერა, ყველა სიტყვაში შემოდის როგორც გ. Deu aw 17:03, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირველად ვიკიპედიიდან გავიგე, რომ ორგანს ორგანი ჰქვია... რა საოცარია ეს ქართული ვიკიპედია. ესე იგი, ქართულ ენაში „ღ-ზე“ უარს ვამბობთ? Nodar Kherkheulidze განხილვა 17:05, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ისე ქსე-ს არ უნდა ენდოთ ბგერების გამოთქმაში, რაგდან იქ რუსულის გავლენა აშკარაა. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:07, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ბერძნულიდან შემოსულ სიტყვებში, კი, ღ არსადაა სალიტერატურო ქართულში :). Deu aw 17:08, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გადარუსულებულ და „გადაქსებულ“ ქართულში. ვაი, საწყალო, ქართულო ენავ, ქსე-დან რომ ასწორებენ შენს გრამატიკას. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:11, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, რაც არ იცი, იმას ნუ იძახი, გთხოვ. ბერძნული გამა რომ ქართულში გ-დ გადმოდის, ეს რუსებთან და რუსულ ენასთან არავითარ კავშირში არაა. რუსები ერად არც იყვნენ ჩამოყალიბებულები, როცა ქართველებს ბერძნულიდან გვქონდა სიტყვები: გიორგი (ღიორღის ნაცვლად), გეოგრაფია, ლოგიკა, ბიოლოგია, ლოგოსი... ეს რუსულ ენასთან საერთოდ არაა კავშირში. Deu aw 17:23, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, ქართულ ვიკიპედიიდან კიდევ ბევრ რამეს ახალს გაიგებ. ჯერ სადა ხარ. შენ უნდა იცოდე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, თუ ქსე არ გიყვარს მაშინ ჩაიხედე ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. --ცანგალა () 17:35, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, ეს ბოლო კომენტარი ვერ ვნახე, თორემ აუცილებლად დავწერდი პასუხს თავის დროზე ვაპაჭუნებ მართალია, ქართულ ვიკიპედიაში ისეთ სიახლეებს გაიგებს კაცი, მეორედ შემოსვლა აღარ მოუნდება ხოლმე. იცი, რატომ? სულ ქსე-დან გადმოწერილი 2 ხაზი რომ წერია ხოლმე. მწარე გამოცდილება მშევიძინე ამასთან დაკავშირებით, როდესაც მოსწავლე ვიყავი. ამანაც გადამაწყვეტინა აქ დარეგისტრირება (ერთ-ერთი მიზეზი იყო, თორემ ბოლო წერტილი ის იყო, ინგლისურ ვიკიპედიაში რომ ეწერა ხერხეულიძეებზე სტატია და აქ არა — სირცხვილის გრძნობამ შემიბყრო). Nodar Kherkheulidze განხილვა 19:15, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, თავი შეიკავოთ და ნუ გავაცოცხლებთ ასეთ განხილვებს. — მიხეილ მიწერა 19:38, 13 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]