განხილვა:ნეანდერტალელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ნეანდერტალელი“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის/თავისუფალი უნივერსიტეტის და ქართული ვიკიპედიის თანამშრომლობის“ ფარგლებში.

ეს სტატია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წინადადებისგან შედგება, შეცდომებითაა სავსე. 1. ნეანდერთალის ხეობა არ მდებარეობს დიუსელდორფში, არამედ მეტმანთან და ნეანდერთალის მუზეუმიც მეტმანშია (პატარა ქალაქია დიუსელდორფთან ახლოს). 2. ნეანდერტალელი არ ითვლება თანამედროვე ადამიანის ჰომო საპიენსის წინაპრად. ბოლო დროს ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ადამიანის გენებში არის 5 % ნეანდერტალური, თუმცა დაზუსტებული არ არის. ყოველ შემთხვევაში პირდაპირი გენეტიკური ან ევოლოციური კავშირი არ არსებობს. ნეანდერტალელლი არის უბრალოდ სხვა სახეობის ადამიანი (30000 წლის წინ გადაშენდა7, გონებრივი მონაცემებით ჰომო საპიენსზე არც თუ ბევრად ჩამორჩენილი, ტვინის მოცულობა თანამედროვე ადამიანისას აღემატება კიდეც. დასაფლავების პრაქტიკა პირველად ნეანდერტალელებთან არის აღმოჩენილი&დაკავშირებული და ა.შ. ნეანდერტალელს რომ ადამიანის წინაპრად განიხილავდნენ ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

იქნებ ვიღაცამ მოახერხოს დაწეროს წესიერი სტატია. მე სამწუხაროდ არ შემიძლია, რადგან არ ვარ არც ბიოლოგი არც ანთროპოლოგი. უბრალოდ ნეანდერტალის მუზეუმთან ახლოს ვცხოვრობ, და დამაინტერესა ქართულად რა წერია და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. აი, ვიღაცამ, ლიტერატურის სია რომ გადმოწერა, მაგალითად იმან :) ასეთი სტატიები საჭიროა ძალიან. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით, რომლებსაც მგონი კრეაციონისტული მითებით ზრდიან უკვე (კრეაციონისტული მითებისაც რომ გჯეროდეს, მაინც მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარების ცოდნა). მოკლედ ვინც მოიცლის და ოდნავ ნორმალურ სტატიას დაწერს, დიდი მადლობა წინასწარ. ნეანდერტალელი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 80.132.142.214 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არც მე ვარ მუსიკათმცოდნე, მუსიკოსი, ან მუსიკის მკვლევარი, მაგრამ მუსიკის შესახებ სტატიებს ვწერ. ასე თხოვნის შედეგად გადაუდებელ რეჟიმში, როგორც წესი, არავინ წერს. თუ შეიტანთ საკუთარ ცვლილებებს და აშკარა შეცდომებს შეასწორებთ (თუკი ასეთი ნამდვილად არის) წყაროს მითითებით, უკვე რაღაც გაკეთდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:18, 7 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]