განხილვა:ნათლია (ფილმი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მე ვფიქრობ ფილმის და რომანის სახელი საერთოდ არასწორადაა გადათარგმნილი!!! "Godfather" ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ნათლიას და არა ნათლიმამას. ამასვე გულისხმობს რუსული სახეწოდებაც "Крёстный отец" ანუ "ნათლია"... ნათლიმამას ქართულში სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და "ნათლიის მამას" აღნიშნავს. მეოცე საუკუნის ამერიკელ თუ იტალიელ განგსტერებს კი უწოდებდნენ "ნათლიებს". ასე რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სტატიის სათაურის შეცვლა. --178.134.110.216 11:00, 27 თებერვალი 2011 (UTC)TheScorpions.[უპასუხე]

იქნებ მართალიც ხართ, ან იქნებ არა. მაგრამ მე ნამდვილად მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ამ ფილმის სახელს ყველა ქართველი ნათლიმამათი იცნობს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ). ეს უკვე დამკვიდრებულია, ახალი ნათარგმნი რომ იყოს სათაური კიდევ შეიძლებოდა ფიქრი შეცდომის გასწორებაზე, მაგრამ ახლა რომ გადავარქვათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ მოხდება ერთი პარადოქსი: შეცდომის გამოსწორებით მკითხველს მხოლოდ შეცდომაშივე შევიყვანთ. ვიკიპედიის წესებით, უპირატესობა ენიჭება დამკვიდრებულ სათაურს. — დავით პასუხი 11:06, 27 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

რაღაც მხრივ მართალია. მსგავს გაუგებრობას სხვათა შორის, ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში - ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე. აზკაბანი არის ციხე, რომელშიც ტუსაღები / პატიმრები სხედან. წიგნის პერსონაჟი პატიმარია და არა ტყვე, მაგრამ როგორც გამიგია, როდესაც ეს ფილმი გამოვიდა ადგილობრივ კინოთეატრებში, წიგნი ჯერ არ იყო ქართულად ნათარგმნი. იმის გამო, რომ ყველა ’ტყვის’ სახელით იცნობდა, გამომცემლობა იძულებული გახდა, ’ტყვე’ გამოეყენებინა და არა ’ტუსაღი’ ან ’პატიმარი’. — BH განხილვაწვლილი 11:12, 27 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

Mr. Floyd, გეთანხმებით, საშინელებაა, რომ არ უკვირდებიან თარგმნისას. მაგრამ იმაშიც უნდა დამეთანხმოთ, რომ ისეთი დამკვიდრებული სათაურები, როგორიცაა ნათლიმამა, ვიკიპედიაში არ უნდა შეიცვალოს (ამისი უფლება არცა გვაქვს). — დავით პასუხი 11:20, 27 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

თავისთავად. ’ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან’ ნათელი მაგალითია. — BH განხილვაწვლილი 11:24, 27 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გადამისამართება მაინც გავაკეთე ნათლიიდან. – BruTe () 10:14, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ ბოლოს დროს „ნათლიის“ სახელით მკვიდრდება ეს ფილმი და კინო-პორტალებზეც ამავე სახელით იდება. ამაში სწორი სათაურით გამოცემულმა წიგნმაც იქონია გავლენა. გუგლს გადაავლეთ თვალი და დამეთანხმებით. ხომ არ გადავიტანოთ ნათლიაზე? – BruTe () 14:47, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ნათლიმამა, თუ არ ვცდები, ნიშნავს ნათლულის მამას და არა ნათლიას, არა? ყოველ შემთხვევაში, რაღაც მნიშვნელობა აქვს, რომელსაც ნათლიასთან არ მივყავართ. ამიტომ აქ არ გამოდგება პრინციპი 'დამკვიდრდა და ასე უნდა იყოს'. გადასატანია ნათლიაზე. --Henry (მომწერეთ) 15:38, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვერ გეტყვი ნათლიმამას და ნათლიას სხვაობაზე რაიმეს. უბრალოდ, აქ ფილმები გვაქვს ისეთი სათაურებით, რომელსაც არც ორიგინალ სათაურთან აქვს რაიმე კავშირი და არც ლოგიკასთან, თუმცა „ასეა დამკვიდრებული და ასე უნდა იყოს“. :) – BruTe () 15:49, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ელიტური საზოგადოება. იმედია ხვდები ჰენრი რომ ჩემი დამოკიდებულება ზუსტად ემთხვევა შენსას. :) მიმაჩნია რომ არასწორად დამკვიდრებული არ უნდა დავტოვოთ. – BruTe () 15:52, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუ ის აზრს სრულიად ამახინჯებს. ასე მიმაჩნია მე. იხ.:

გამოდის, რომ ნათლიმამა არის ნათლულის მამა და არა ზოგადად ნათლია. მაგ. ხოლმე ითქმის, რომ ესა თუ ის პიროვნება არის მუსიკალური ჟანრის ნათლია - მაგალისთვის, კარლჰაინც შტოკჰაუზენს თვლიან ელექტრონული მუსიკის ფუძემდებლად და ნათლიად. ფრენკი ნაკლზს უწოდებენ ჰაუზის ნათლიას. --Henry (მომწერეთ) 16:10, 2 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად, წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმი წიგნის თარგმანის მიხედვით უნდა ითარგმნოს. აქ სადაო ერთი შეხედვით არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენთან ფილმები უფრო ადრეა შემოსული და წიგნები უფრო გვიან ითარგმნება. ეს ერთი და მეორეც, წიგნებიც სხვადასხვაგვარად ითარგმნება. მაგ: ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა. „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, რომელიც თაობების განმავლობაში დამკვიდრებული იყო, დღეს ელისი საოცრებათა ქვეყანაში ასე ითარგმნა. ასე რომ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება ძნელია. კონკრეტული შემთხვევები უნდა გადაწყდეს ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაში „ნათლია“ უნდა იყოს წიგნიდან გამომდინარე, რადგან „ნათლიმამა“ წიგნად ასე თარგმნილი არასდროს გამოცემულა --M. განხილვაწვლილი 08:01, 3 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ მხოლოდ წიგნის გამო (ნათლიმამა რომ ყოფილიყო წიგნი) ნათლიმამად უნდა დაგვეტოვებინა? ნათლია და ნათლიმამა სხვადასხვა მცნებებია, ხოლო ნათლია მაფიასთან რას ნიშნავს, გვერდის თავშიც წერია.

მცირე ინფორმაციისთვის (ელისმა მოიტანა) - ვინი პუჰი გამოიცა ახლახანს, როგორც ვინი ფუუჰი (წიგნში, როგორც მახსოვს, ნათლად არის ახსნილი, რომ ამ ხმას უშვებდა - ფუჰ, ამის გამო შეარქვეს ეს სახელი). მსგავსი ახალი სტანდარტებია, რომ გვაბნევს. საინტერესოა, ვთქვათ, დამკვიდრდება ეს ვარიანტი ათწლეულების განმავლობაში - მერე სტატიებშიც უნდა შეიცვალოს? --Henry (მომწერეთ) 08:06, 3 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი ჰენრი, მე ვფიქრობ რომ „ნათლიმამად“ რომ ყოფილიყო თარგმნილი, უნდა დაგვეტოვებინა. ჩემი აზრია, რომ ნათარგმნ და გამოცემულ ლიტერატურულ პირველწყაროებს ვენდოთ და მივყვეთ. რაც შეეხება ალისას, ვინი პუჰს და ახალ ვარიანტებს, ანუ იმ შემთხვევებს, როცა არსებობს თარგმანის რამდენიმე ვარიანტი, გამოვიყენოთ უფრო მეტად დამვკიდრებულები. --M. განხილვაწვლილი 08:53, 3 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]