განხილვა:მონტესუმა II

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „მექსიკის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ეს სტატია ვთარგმნე, ქსე–ში ნახვითაც კი არ მინახავს და ასეთ შემთხვევებში მაინც ვუთითებთ? — მიხეილ მიწერა 16:06, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუ ქსე არ გამოგიყენებია მაშინ ამოსაღებია-დათო1010 16:09, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურა არ ეთითება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენე, დამატებით მასალის მოსაძიებლად შესანიშნავი საშუალებაა. აქ საგანგაშო არაფერია. --ჯაბა ლაბაძე 16:14, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. რა მაინტერესებს იცი? რაც აქ რესურსებია მითითებული ეგ ყველანი გამოიყენე? --ჯაბა ლაბაძე 16:15, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე უკვე ვთქვი, რომ ვთარგმნე. შესაბამისად რაც იქ ჰქონდა მითითებული, ის გადმოვიტანე, მგონი შენც (და ყველა) ასე იქცევი. მაგ წყაროებზე დაყრდნობითაა თუ არა ინგლისური სტატია, შეგიძლია გადაამოწმო. — მიხეილ მიწერა 16:26, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადამოწმებას არ ვაპირებ, რადგან ამის მიხედვით:

ვიკიციტატა
„თუ „ლიტერატურის“ ბლოკში ჩამოთვლილია მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურა, მაშინ სექციასაც ასე უნდა ეწოდოს. თუ იქვე მიუთითებთ ასევე რეკომენდებულ ლიტერატურას, რომლის გაცნობასაც ურჩევთ მკითხველს, მაშინ სექციას დაარქვით „ლიტერატურა“, რომელიც ორი განაყოფი ექნება: „გამოყენებული ლიტერატურა“ და „რეკომენდებული ლიტერატურა“.“

რადგან ასე არ ვყოფთ (მე პრაქტიკულად არც მინახავს ქართულ ვიკიპედიაში ასე დაყოფილი). სრულიად დასაშვებია რეკომენდებული ლიტერატურა მითითებული იყოს. და კიდევ ამ სტატიაში, როგორ ფიქრობ ლიტერატურა იმიტომაა მითითებული, რომ ავტორმა ეს ყველა გამოიყენა თუ მითითებულია რეკომენდაციის მიზნით? --ჯაბა ლაბაძე 16:31, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს ლიტერატურა არაა გამოყენებული, მოვითხოვ აქაც და ყველა მსგავს შემთხვევაშიც გამოეყოს სექცია „რეკომენდებული ლიტერატურა“. — მიხეილ მიწერა 16:35, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოითხოვე. --ჯაბა ლაბაძე 16:43, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე მომწონს „გამოყენებული“ და „რეკომენდირებული“ ლიტერატურის ქვესექციების გამოყენების იდეა. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:59, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნოდარ ეს იდეა არ არის, ეს უკვე წესია და თანაც დიდი ხნის. --ჯაბა ლაბაძე 17:10, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იდეაა, წესი, თუ ჩანაწერი, პრაქტიკულად არ გამოიყენება და კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მის გამოყენებას ვიღიმი Nodar Kherkheulidze განხილვა 17:50, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

დაიწყეთ. --ჯაბა ლაბაძე 17:54, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

დაიწყებთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:56, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მანამდე ყველა ძველ სტატიებს მიხედეთ და დავიწყებთ თუ დაიწყებთ ეს ჩემი გადასაწყვეტია. :) --ჯაბა ლაბაძე 17:58, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიხედეთ რა, შენზე არ გავრცელდება ეს წესები? ვიღიმი სამწუხაროდ, თუ ეს წესია, შენც მოგიწევს მიხედვა და არჩევანის თავისუფლება წესებისას ნაკლებად ენიჭება მომხმარებელს ვიღიმი Nodar Kherkheulidze განხილვა 18:00, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ცუდი იდეა/წესი არაა, მაგრამ გაგვიჭირდება :). აქამდე ყველაფერს ერთ სექციაში „ლიტერატურა“ ვაერთიანებდით, ასე აკეთებენ სხვა ვიკიპედიებშიც და აქ შეიქმნება ასეთი პრობლემა: როდესაც თარგმნი სტატიას სხვა ვიკიპედიიდან და არ იცი, რომელია გამოყენებული ლიტერატურა და რომელი რეკომენდირებული, როგორ უნდა გაყო? [ეს წესი სხვა ვიკიპედიებში არაა, ყოველ შემთხვევაში გერმანულში ნამდვილად არაა პრაქტიკა ამისი]. ამიტომ, მე ვფიქრობ მოვიქცეთ ასე: თუკი კონკრეტულ სიტუაციაში გვაქვს საშუალება, რომ გავმიჯნოთ გამოყენებული და რეკომენდირებული, მაშინ გავმუჯნოთ და როცა არ გვაქვს ამისი საშუალება, წესის დარღვევად ნუ ჩავთვლით :). ანუ, პრაქტიკულად ამ „წესის“ ფარისევლურად პრაქტიკაში დამკვიდრებას ჯობია რეკომენდაციის ფორმა მივცეთ: თუკი შესაძლებელია... გარდა ამისა, ცალკე ქვესექციებად გამოყოფას, ვფიქრობ, ჯობია ასე გამოვყოთ: შუა საუკუნეების ქართული მინა#ლიტერატურა. Deu. 18:01, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ციტატა მითითებული გვერდიდან:
„ეს არის საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტი, რომლის დაცვასაც უნდა ცდილობდნენ რედაქტორები. უმჯობესია, განხილული იქნას იგი საღი აზრითა და ზოგიერთი გამონაკლისის არსებობის გათვალისწინებით.“.
ანუ, გამონაკლისი, რაც მე ვთქვი, დასაშვეია ვიღიმი. Deu. 18:03, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურში არის ლიტერატურის ამგვარ სექციებად დაყოფის პრაქტიკა. — მიხეილ მიწერა 18:19, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]