განხილვა:მიკ ჯეგერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანუ ქართულში „ჯაგერი“ შეცდომითაა დამკვიდრებული? --მიხეილ მიწერა 10:25, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი. რუსულიდან შემოჭრილია. ისევე როგორც კლაპტონი. Maroon 5-ის სიმღერაც კი ამას ადასტურებს ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 10:27, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაგრამ მეც რატომღაც ჯაგერი მესმის. :( --H.McC. (მომწერეთ) 10:28, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

http://inogolo.com/pronunciation/Jagger

ძალიან რთულ დღეში ვართ ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 10:29, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგაბია. მაინც გავუკეთოთ გადამისამართება ჯაგერიდან. --მიხეილ მიწერა 10:30, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში ბიჭებო მაგრამ ერთი რაიმე წყარო თუ მაინც გაქვთ ჯეგერი–ს მართებულობას რაც დაამტკიცებს??? წინააღმდეგ შემთხვევაში ჯაგერზე მოგვიწევს გადატანა.--GagaVaa განხილვაწვლილი 11:07, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მოსასმენი საიტები არის. ინტერვიუები, სიუჟეტები და ბოლოს და ბოლოს - თუ ჯეგერი არ არის, სად არის წყარო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯაგერია? რუსულიდან არის ეს ა-ები უმეტესად შემოჭრილი და არასწორად, ვინაიდან რუსები ე-ს არ წერენ. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:18, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
მოსასმენ საიტებს რაც შეეხება არც ა-ს ამბობენ და არც ე-ს მანდ საკამათოც არაფერია, გამოთქვამენ აშკარად æ-ს რომელიც ქართულში მე როგორც დაკვირვებული ვარ ა-დ შემოდის (შეიძლება ვცდები), და თუ არ გვაქვს კონკრეტული მითითება თუ როგორ უნდა შემოვიტანოთ ესა თუ ისე ბგერა, მემგონი უმჯობესია დამკვიდრებულ ფორმას მივაწვეთ და საზოგადოებაში დაბნეულობა არ შევიტანოთ. მითუმეტეს არც ორიგინალ გამოთქმასთან არის დიდ სხვაობაში ჯაგერ-ი. თან რუსები, ბულგარელები, ბერძნები, უკრაინელები, ებრაელები და ბელორუსები ჯაგერ-ს აძლევენ უპირატესობას და მხოლოდ სერბები ჯეგერ-ს.--GagaVaa განხილვაწვლილი 20:00, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
კლეპტონ-ზე კი გეთანხმები მემგონი, ყოველ შემთხვევაში გამოთქმაში ნამდვილად ე არის და არა ა.--GagaVaa განხილვაწვლილი 20:07, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
სლავური წარმოშობის ხალხისგან მაგალითის აღება ამ შემთხვევაში არასწორია (ნახსენები გყავს რამდენიმე ასეთი). გადახედე რუსული ვიკიპედიის გვარებს - ყველგან, სადაც ე, ან იგივე æ ჟღერს - ა აქვთ მოტანილი. იქნებ ვცდები - მაგრამ ჯეგერის გვარში ის A ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ჯექსონთან - ა-ც ჟღერს და ე-ც. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:16, 9 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]