განხილვა:მიეშკო I

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეხიის ჩასწორება ჩეხეთით არასწორია. მაგ ლინკს თანამედროვე ჩეხეთზე გადავყავართ, ჩეხია კი არის ისტორიული ოლქი. იგივე ბოჰემია. ru:Чехия (историческая область). --ჯაბა ლაბა 05:08, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქართულში ჩეხია არ არსებობს. არსებობს ჩეხეთი და ასე ჰქვია ისტორიულსაც და თანამედროვესაც. უკეთესი იქნება თუ ბოჰემიით ჩავასწორებთ. Deu aw 05:09, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მერე მე დაგიშალე? ამიტომ უნდა გადაამოწმო და ისე ჩაასწორო, მაგრამ ბოჰემია აქ სხვა სტატიაა. --ჯაბა ლაბა 05:11, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არც მე არ გიშლი ჩასწორებას ვიღიმი Deu aw 05:17, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა ვერც ერთი ვერ დავუშლით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს შეცდომით ჩაასწორო. შეცდომით ჩასწორებას ჯობს საერთოდ არ მოახდინო რედაქტირება. :) --ჯაბა ლაბა 05:22, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბ. 1989 წ. გვ. 194: ჩეხია, ჩეხია-მორავიის მაღლობი, ჩეხიის მასივი, ჩეხიის ტყე. თურმე ეს ტერმინი არსებობს. :) --ჯაბა ლაბა 05:27, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

1989 წელს კი ბატონო, მასე ერქვა. ისევე როგორც შვედეთი, სერბია, ბელორუსია, მოლდავეთი. დღეს ყველა ეს სახელები მკვდარი სახელებია და ჩეხიის და სლოვაკიის ნაცვლად გამოიყენება ჩეხეთი და სლოვაკეთი. Deu aw 05:37, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები ქვეყნებთან მიმართებაში, მაგრამ საინტერესოა როდის ეწოდა? კიდევ ერთი მაგრამ: გეოგრაფიულ ობიექტებს (ჩეხია-მორავიის მაღლობი, ჩეხიის მასივი, ჩეხიის ტყე.) დღეს რა ეწოდება?--ჯაბა ლაბა 07:07, 14 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]