განხილვა:მერაბ მამარდაშვილი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „მერაბ მამარდაშვილი“ გაუმჯობესდა პროექტ
საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში 2021-ის ფარგლებში.

მამრდაშვილის ძეგლის გახსნა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და უნდა იყოს მოხსენებული - ისევე, როგორც მისი წვლილი ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩის იდეოლოგიურ მომზადებაში!

ბატონო ბესარიონ, 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალება - არ შეიძლება ყველგან ეს თემა ჩასვათ. მამარდაშვილმა დაიმსახურა ის, რომ მის ბიოგრაფიაში მხოლოდ მის შესახებ იყოს და არა ფაქტები მისი სიკვდილის შემდეგ.Zangala 09:06, 20 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]


1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მძაფრი მომენტია და მრავალმხრივ საკვანძო მომენტია - რომელმაც არა მხოლოდ განყენებულ, აბსტრაქტულ საქართველოზე, არამედ - ყველა ქართველზე იქონია გავლენა და რომლის სავალალო შედეგების აღმოფზვრას ათწლეულები დასჭირდება. ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა აღინიშნოს მასში ყველა პიროვნებისა და ორგანიზაციის მონაწილეობა და წვლილი! თუ მაინც და მაინც გჭირდებათ მტკიცებულება - დაწერეთ და მოგიძიებთ ვიკიპედიის ინგლისურ გამოცემაში (მრავლად!). მაგალითად - როგორ უნდა დაწეროთ მარქსზე და ენგელსზე უიმისოდ, რომ არ ახსენოთ ის ქვეყნები, რომლებმაც მათ შექმნილ იდეოლოგიაზე ააგეს სახელმწიფო? --ბპგ 14:02, 6 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]