განხილვა:მარიონ კოტიარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სურათი ავტვირთე უკვე, მაგრამ არ იდება ფოტო! და ვერ გავიგე, ვინმემ დადეთ ეგ ფოტო აქ. --Vaxxxo 16:22, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სხვა სახელით ატვირთე სურათი, აპოსტროფები თარგის სინტაქსთან კონფლიქტში მოდის, მე მგონი. - ალ-ო     @ 16:27, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]


ხოოო, მეც მაგ შევნიშნე ახლა! მასეა ნამდვილად!--Vaxxxo 16:31, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მანამ დავიწყებ იმედია არავის არ ეწყინება.

ერთ მომენტზე მინდა ყურადღება გავამახვილო. როდესაც სტატია იწყება (მაგ. :მარიონ კოტიარი) ჩემთვის გაუგებარია რა საჭიროა სათაურის შემდეგ სიტყვების არის ან იყო და მისთ. გამოყენება. აი მაგ. იწყება სტატია კოტიარი - არის ფრანგი მსახიობი და ა.შ. ეგ ისეთად გასაგებია რომ არის. ანდაც სტატია - იყო მეცნიერი და ა.შ.;

არცერთ ენციკლოპედიაში ასეთი ფორმით სტატია არ იწყება. ბოლო დროს ვამჩნევ რომ მსახიობებს და სპორტსმენებს უკეთებენ ასეთ გამოუსადეგარ სიტყვებს. ყველას ვთხოვ რომ ასეთი სიტყვებით არ დავიწყოთ სტატია. სრული უაზრობაა სტატიის ამ სიტყვებით (არის, იყო) დაწყება.

p.s. და ვთხოვ ადმინებს რომ ყველა მომხმარებელს აუხსნას ეს წესი. რომ სტატიები არის და იყოს არ იწყება. --Otogi განხილვაწვლილი 12:14, 13 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაქართულ ენციკლოპედიებში გამოიყენება არის/იყო (გერმანულში მაგალითად ist/war). ქართულ ენციკლოპედიებში მიღებულია მძიმე ან ტირე, რასაც მოჰყვება უმეტესად უშემასმენლო წინადადება. ვიკიპედიელები მგონი ტირეზე ვართ შეთანხმებული. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ტირესა და მძიმეს ცვლიდეს შემასმენელი (თუნდაც არის/იყო), დიდი პრობლემა არაა. — დავით პასუხი 12:21, 13 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]