განხილვა:მამაო ჩვენო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • რადგან ქართული ვიკიპედიაა, ხომ არ ჯობია ლოცვის ქართული ტექსტი მოთავსდეს პირველ ადგილზე და შემდეგ მოყვეს ტექსტი სხვა ენებზე? რაც ვნახე ენათშორისი ბმულების საშუალებით, ასეა ეს უმრავლეს (90%) უცხოენოვან ვიკიპედიაში. ან, თუ ვალაგებთ სიძველის მიხედვით, იქნებ განთავსდეს პარალელური ტექსტი ბერძნულ–ქართული, რადგან ქართული უშუალოდ ბერძნულიდან ითარგმნა და შემდეგ, სხვა სექციაში სხცვადასხვა ენაზე.
  • სტატიაში მოყვანილია 2 ქართული ტექსტი: ერთს აწერია ქართული ტექსტი, მეორეს – ძველ ქართულ ენაზე ამ დროს, ორივე ძვ. ქართულ ენაზე, უბრალოდ ერთში არის ჲ და ჴ, ხოლო მეორეში მათ ნაცვლად არის და , ანუ საუბარია ორთოგრაფიაზე და არა ენაზე. ჩემი აზრით, უნდა დარჩეს მხოლოდ ტექსტი ძვ. ქართული ორთოგრაფიით.

თქვენი აზრი?--Zolokin განხილვაწვლილი 15:45, 12 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ 3–4 დღეში სხვა აზრი არ გამოჩნდა, შევიტან ცვლილებებს.--Zolokin განხილვაწვლილი 00:33, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მამაო ჩვენოს ნაკლებად ცნობილი თანამედროვე ქართულენოვანი ვერსიაც არსებობს, მართალია არაა მაინც და მაინც პოპულარული, მაგრამ როდესაც ბიბლიის მთელი ტექსტი გადმოათანამედროვქართულეს, მამაო ჩვენოც გაათანამედროვეს მათ შორის. თუ შევძელი, მოგაწოდებთ ამ ტექსტსაც, საინტერესოა უბრალოდ. — დავით პასუხი 07:52, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, მაგრამ ეს უნდა იყოს საპატრიარქოს გამოცემული ახალი ქართული თარგმანი (მაგ. ბიბლია, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბ., 1989). ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათეს და ლუკას სახარებების "მამაო ჩვენო"–ს შორის არის მცირე განსხვავებები, როგორც ლექსიკაში (მაგ. "მოგვეც ჩვენ დღეს" – პირველში და "მოგვეც ჩვენ ყოველდღე" – მეორეში; "ვალები ჩვენი" – პირველში და "ცოდვები ჩვენი" – მეორეში და სხვ), ასევე პუნქტუაციაში. ჩემი აზრით, სასურველია ორივე სახარების ვარიანტის მოტანა, როგორც ძველი ქართულიდან, ასევე ახალი ქართული თარგმანიდან.--Zolokin განხილვაწვლილი 11:36, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბიბლია, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 1989, სახარება მათესი, თავი მეექვსე, გვ. 963. მამაო ჩვენოს ტექსტი:

მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

პუნქტუაცია დაცულია. — დავით პასუხი 12:03, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

იქვე ნახეთ ლუკა 11:2—4, გვ. 1026 და შეადარეთ. ამ განსხვავებებზე გეუბნებოდით.— Zolokin განხილვაწვლილი 12:29, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

(რედაქტირების კონფლიქტი) იქვე, სახარება ლუკასი, გვ. 1026, მამაო ჩვენო:

მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე. და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან

პუნქტუაცია დაცულია. — დავით პასუხი 12:34, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ორივე ვარიანტი ჩავწეროთ. — დავით პასუხი 12:35, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემ პირველ ორ შენიშვნაზე (შეკითხვაზე) რას იტყვით?--Zolokin განხილვაწვლილი 13:26, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]