განხილვა:ლუი VIII

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Isabelle de Hainaut იკითხება როგორც იზაბელა დე ენო და არა იზაბელა ჰეინოტელი... giorgi maruashvili

შესამოწმებელია. სათაურში ერთი წერია, შესავალში - მეორე. - ალ-ო     @ 19:18, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]


სათაური "ლუდოვიკი VIII" არ არის სწორი. ეს იგივეა, ქართულად რომ ვთქვათ "მირიანი III" ან "დავითი IV". თუ დარჩება სახელის ეს ფორმა, მაშინ ცალსახად უნდა შესწორდეს, რისთვისაც არის ორი ვარიანტი: 1. ლუდოვიკ VIII; ან 2. ლუდოვიკო VIII. ორივეე ვარიანტი ქართულში დამკვიდრებულია, ერთი რუსულის გავლენით, მეორე – იტალიურის.

მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რამდენად სწორია, რომ საფრანგეთის მეფის სახელს – Louis, გადმოვცემთ არაფრანგული ვარიანტით? ამ სახელის ლათინური ვარიანტია Ludovicus, გერმანული – Ludwig, იტალიური – Ludovico, ფრანგული – Louis, უნგრული – ლაიოშ (Lajos), ჩეხური – Ludvík, პოლონური – Ludwik, რუსული – Людовик. რუსებმა დაამკვიდრეს, რომ ამ სახელის მქონე თითქმის ყველა პიროვნება, მიუხედავად მისი ეროვნული კუთვნილებისა, იწოდება Людовик–ად. სხვა ერები, ძირითადად წერენ იმ ვარიანტს, რომელიც მათ ენაშია დამკვიდრებული. მაგ. იგივე ფრანგი ლუდოვიკ VIII ვიკიპედიებში ბულგარულად იწოდება როგორც Луи, ჩეხურად Ludvík, გერმანულად – Ludwig, ბერძნულად – ლუდოვიკოს (Λουδοβίκος), ინგლისურად Louis, ესპანურად Luis და ასე შემდეგ.

ვფიქრობ უფრო სწორი იქნება, თუ ამ სახელის მქონე ფრანგ მეფეებს მოვიხსენიებთ, როგორც "ლუი", იტალიელებს –როგორც "ლუდოვიკო", გერმანელებს – როგორც "ლუდვიგ", უნგრელებს –როგორც "ლაიოშ" და ა. შ. განიხილეთ და თუ ერთსულოვნება იქნება, უმჯობესია დავწეროთ ლუი VIII (საფრანგეთი) და თუ მაინცადამაინც ამ სახელის იტალიური ვერსია მოგვწონს, მაშინ "ლუდოვიკო VIII", ან რუსული "ლუდოვიკ VIII", მაგარმ არავითარ შემთხვევაში "ლუდოვიკი VIII".--Zolokin განხილვაწვლილი 20:08, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ახლა ვნახე ქართულ ვიკიპედიაში და აღმოჩნდა, რომ აქ მხოლოდ ეს ლუი იწოდება "ლუდოვიკი"–დ, ყველა დანარჩენი ფრანგი მეფეები იწოდებიან იტალიური ფორმით – "ლუდოვიკო". რამდენიმე მათგანი ადრე შეტანილი ყოფილა, როგორც "ლუი", მაგრამ მოგვიანებით, რატომღაც, ყველა გადამისამართებულა "ლუდოვიკო"–ზე. სამსჯელოა, რამდენად მისაღებია ფრანგი ლუი–ს იტალიურად მოხსენიება. --Zolokin განხილვაწვლილი 20:25, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია არ ადგენს ახალ ნორმებს, ჩვენ მხოლოდ ვხელმძღვანელობთ არსებულით. სამეცნიერო ლიტერატურაში, როგორც აღინიშნა ორი ვარიანტი დამკვიდრებული (ლუდოვიკო და ლუდოვიკი). შესაბამისად გაკეთდა ეს გადამისამართებებიც.— Rastrelli F 20:39, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე აღვნიშნე, რომ ქართულში ორივე ვარიანტია–თქო დამკვიდრებული, მაგრამ მე არ მითქვამს – ორად–ორი. ქართულში ასეთივე წარმატებით დამკვიდრებულია ლუიც. გაიხსენეთ თუნდაც მუხრან მაჭავარიანი: "ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე". ეს რაც ეხება მხატვრულ ლიტერატურას. ახლა, რაც შეეხება სამეცნიერო–ენციკლოპედიურ ლიტერატურას:

  1. გადმოიღეთ ქსე, ტ. 6, თბ., 1983, გვ. 305–307. აქ ვკითხულობთ: "ლუი (Louis), საფრანგეთის მეფეები. აღსანიშნავი არიან..." და ჩამოთვლილია 11 ლუი, საფრანგეთის მეფე;
  2. გარდა ამისა, იქვე, გვ. 307 არის სტატია "ლუი ღვთისმოსავი". აქ კი ვკითხულობთ: "ლუი ღვთისმოსავი, ლუდოვიკუს ღვთისმოსავი (ლათ. Ludovicus Pius, ფრანგ. Louis le Pieux), ფრანკთა იმპერატორი ...";
  3. იქვე, გვ. 304 არის ერთადერთი ლუდოვიკო – ლუდოვიკო ბოლონიელი (Ludovico Bolognese), მარონიტების ორდენის იტალიელი მისიონერი;
  4. იქვე, გვ. 303 არის სტატია: ლუდვიგ IV, ლუდვიგ ბავარიელი, გერმანიის მეფე ...
  5. იქვე, გვ. 303 არის სტატია: ლუდვიგ გერმანელი, მეფე აღმოსავლეთ ფრანკებისა...
  6. იქვე, გვ. 110 არის სტატია: ლაიოშ დიდი, ლაიოშ I, უნგრეთის მეფე

მგონი საკმარისი მაგალითი მოვიყვანე იმის დასასაბუთებლად, რასაც ზემოთ ვწერდი. აქედან მშვენივრად ჩანს, რომ ვინც ლუი გადაამისამართა ლუდოვიკოზე, კი არ ხელმძღვანელობდა არსებული ნორმებით, არამედ მას არღვევდა. შესაბამისად, არსებული ნორმების თანახმად, ყველა ლუდოვიკო (საუბარია ფრანგ მეფეებზე და არა იტალიელებზე) უნდა უკან გადმომისამართდეს ლუიზე. რაც შეეხება ფორმას "ლუდოვიკი VIII"–ს, ეს არავითარ ნორმაში არ ზის. პატივისცემით... --Zolokin განხილვაწვლილი 21:16, 13 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ლუი VIII უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ. 1989 წ. გვ. 213. მე მგონია უნდა გადავიტანოთ ძველად არსებულ სათაურებზე, რადგან ახალი სახელები არ დავამკვიდროთ. განხილვა:ლუდოვიკო XVIII (საფრანგეთი). ლუდოვიკი კი საერთოდ არასწორი ფორმაა გუშინ ვერ შევამჩნიე. აბა ქვემოთ თარგში ჩახედეთ რა წერია. — ჯაბა ლაბაძე () 04:03, 14 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჯაბამ უკვე მიუთითა.--ცანგალა () 07:44, 14 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

jaba, zangala, გმადლობ --Zolokin განხილვაწვლილი 08:04, 14 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]