განხილვა:ლონდონის ტაუერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათაურის სისწორეში არ ვარ დარწმუნებული, ლონდონის კოშკი ხომ არ უნდა იყოს? --მიხეილ () 20:41, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე როგორც დაკვირვებული ვარ, ’ტაუერი’ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ტერმინი. როგორც მაგალითად, ’ები როუდი’ (Abbey Road), რომელსაც არავინ უწოდებს ’სააბატოს გზას’. თუ ვცდები, სხვებმა გამოხატონ კონტრაზრი. — BH განხილვაწვლილი 20:53, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დამკვიდრებული ნამდვილად არის, მაგრამ მე იმან დამაბნია, რომ ზოგიერთ ენაზე, მაგალითად ფრანგულად და ესპანურად გადათარგმნილი იყო. --მიხეილ () 20:57, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ შეგიძლია მაშინ, გადახედე სხვა სახელებს იგივე ფრანგულ ვიკიში. არც ვიცი, რა პრინციპი აქვთ. ანუ ისე არ გამოვიდეს, რომ პრინციპულად თარგმნიან მაგ სახელებს (თუნდაც იმის გამო, რომ მაქსიმალურად ზღუდავენ საკუთარ მეტყველებაში ინგლისურ სიტყვებს). — BH განხილვაწვლილი 21:13, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სწორედ ამ ვერსიას ვემხრობი. დაკვირვებული ვარ, ფრანგულში როგორც წესი თარგმნიან ასეთ სახელბს, ენის დაცვის მიზნით. ქართულში კი როგორც წესი, სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობა გვაქვს. --მიხეილ () 21:16, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფრანგების მაგალითი ინგლისთან არსებული ისტორიული ურთიერთობების შედეგია. აღარ არის იმის ხსენებაც აუცილებელი, რომ დღესდღეობით საფრანგეთში რომ მოხვდე, ინგლისურად არავინ დაგელაპარაკება, სულ რომ გასკდე. ტაუერს რაც შეეხება - თუ საუბარი იქნება სტატიის სათაურის შეცვლაზე, მაშინ ეს პრინციპი უნდა შეეხოს სხვა სტატიებსაც. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თუ არსებობს უკვე რაღაც ნორმები (ავტორიტეტული წყაროების თანახმად), მაშინ ჩვენი წესების მოფიქრება უადგილო იქნება. — BH განხილვაწვლილი 21:29, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ტაუერი, ტოუერი - ქსე, ტ. 9, გვ. 665, თბ., 1985. ლონდონის გარეშე. --ცანგალა () 21:39, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მაშინ: თუ სხვა ქვეყანაში არის ტაუერი, რომელსაც უწოდებენ სწორედ ’ტაუერს’ (და არა კოშკს), სტატიას უნდა ერქვას ’ტაუერი (ლონდონი)’. თუ არ არსებობს ანალოგი, მაშინ - ’ტაუერი’. — BH განხილვაწვლილი 21:47, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ რუსულში, უკრაინულსა და ბულგარულშია ლონდონის გარეშე. --მიხეილ () 21:50, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა და გამიგია 'Лондонский Тауэр'. — BH განხილვაწვლილი 21:52, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
თეთრი სასახლე (White Tower) - უნდა იყოს „თეთრი კოშკი“ - ინგლ. ვიკი, აგრეთვე ქსე, ტ. 9, გვ. 665, თბ., 1985 არსებობს en:Tower of London (disambiguation) და en:Tower (disambiguation) - აქ ვკითხულობთ Tower of London, also known as "The Tower". ინგლ. არსებობს სტატია en:Tower - ქართულში კი კოშკია. აქედან გამომდინარე ინგლ. ვიკიმ სტატია შექმნა Tower of London. მე მომხრე ვარ სტატიას ერქვას ტაუერი.--ცანგალა () 09:25, 19 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]