განხილვა:ლიმა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (24 სექტემბერი, 2011).
ეს სტატია გაუმჯობესდა „პერუს ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

Lima is home to the oldest higher learning institution in the New World. ლიმაში მდებარეობს ახალი მსოფლიოს უძველესი უმაღლესი სასწავლებელი, .... (დასახვეწია).--ცანგალა () 19:46, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, მაგრამ შემომთავაზე უკეთესი წინადადება... — მიხეილ (მომწერე) 19:56, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რაც პირველ რიგში, კოლონიზაციით, იმიგრაციითა და ადგილობრივთა გავლენითაა განპირობებული.... ემიგრაცია თუ იმიგრაცია? --ცანგალა () 19:59, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

იგულისხმევა იმიგრაცია, მოსახლეობის იმიგრაცია--Otogi განხილვაწვლილი 20:14, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

P.S. იმიგრაცია უცხოელთა (თუნდაც იგივე ქვეყნის მოქალაქეთა, ოღონდ სხვა ტერიტორიებიდან) შემოსვლაა, ემიგრაცია კი ადგილობრივი მოსახლეობის გასვლა ჩვეული გარემოდან, სხვადასხვა მიზნებით.— მიხეილ (მომწერე) 20:22, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

Lima ist die Heimat der ältesten Hochschulen Institution in der Neuen Welt. (გერმ.), Лима является домом для старейшее высшее учебное заведение в Новом Свете (რუს.). ლიმა ახალ მსოფლიოში წარმოადგენს უძველესი უმაღლესი სასწავლებელთა დაწესებულების სახლს. (შეიძლება გამართული არ არის, მაგრამ შინაარსობრივად უფრო ახლოა--ცანგალა () 20:15, 17 სექტემბერი 2011 (UTC))[უპასუხე]
ვერ დაგეთანხმები, აქ ლაპარაკი მხოლოდ ერთ უმაღლეს სასწავლებელზეა და მეორეც „სახლის“ გამოყენება სუფთა კალკი გამოდის. აუცილებელი ხომ არაა ზუსტად იგივე სიტყვები იყოს გამოყენებული? მთავარი შინაარსი იგივეა და ქართულ ენასაა მეტნაკლებად მორგებული. — მიხეილ (მომწერე) 20:19, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

უფრო სწორია ასე (მემგონი):ლიმა წარმოადგენს ახალი სამყაროს უმაღლესი განათლების უძველესი სასწავლო დაწესებულების კერას — სან-მარკოსის ნაციონალური უნივერსიტეტის სახით, რომელიც 1551 წელს დაარსდა.--Otogi განხილვაწვლილი 20:21, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კერა კარგია. მიხეილს კი ვერ დაგეთანხმები. მე ისე გავიგე იმ ერთი წინადადებით Lima is home to the oldest higher learning institution in the New World. რომ ლიმა არის კერა და ის ერთი უნივერსიტეტი მერეა ნახსენები. --ცანგალა () 20:25, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
Lima is home to the oldest higher learning institution in the New World. The National University of San Marcos, founded on May 12, 1551 — ცანგალა, institution მხოლობითშია ანუ ლაპარაკია ერთ უმაღლეს სასწავლებელზე, რასაც შემდეგი წინადადება აზუსტებს, რომ ესაა სან-მარკოსის უნივერსიტეტი. — მიხეილ (მომწერე) 20:28, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მხოლობითშია რადგან ლიმა ერთია.--ცანგალა () 20:34, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რა შუაშია „ლიმა ერთია“? აქ რომ ლაპარაკი იყოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელზე, არაფერი უშლიდა ხელს წერებულიყო institutions, მაგრამ წერია institution, რადგან ლაპარაკია ერთ უნივერსიტეტზე, რომელიც უძველსია ახალ სამყაროში და რომელიც ლიმაში მდებარეობს. — მიხეილ (მომწერე) 20:38, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები.--ცანგალა () 21:03, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნაციონალური შეიცვალოს ეროვნულით.--ცანგალა () 21:04, 17 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
„ლიმაში მდებარეობს ახალი მსოფლიოს უძველესი უმაღლესი სასწავლებელი“ - რას უწუნებთ? ისეთი სიტყვები, როგორიცაა "სახლი", "წარმოადგენს" - არაა მაინცდამაინც ქართულისათვის სტილისტურად გამართული და დამახასიათებელი, ეს კალკირების დროს გამოიყენება და სტილისტურ ხარვეზად ითვლება. ამ წინადადებას რა დაუწუნეთ, ვერ გავიგე. Deu aw 11:13, 18 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათო, შენ კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება კალკირებისადმი. თარგმნა ჩემთვის იმდენად რთული არაა, რამდენადაც წინადადების მეტნაკლებად კარგად ქართულად გამართვა. სწორედ ამას მიაქვს ჩემს შემთხვევაში ყველაზე დიდი დრო, ასეა ამ სტატიის შემთხვევაშიც, თითოეულ წინადადებაზე უამრავი დრო მაქვს დახარჯული და არაერთი ვარიანტი მაქვს მოსინჯული. დატოვებული მაქვს ის ვარიანტები, რომლებიც ასე თუ ისე უფრო შეესაბამება ქართულ ნორმებს. — მიხეილ (მომწერე) 11:27, 18 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა ეს კონკრეტული წინადადებაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გაქვს ნათარგმნი ვიღიმი.გაუმართავი მაგ წინადადებაში ვერაფერი ვნახე. Deu aw 11:38, 18 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]