განხილვა:კუს ტბა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომელმა ჭკვიანმა დაერწა კუს ტბის ზომები? სიგრმე მაქსიმალური არის 17 მეტრი და საშუალო 6 მეტრი სიგრძე 350 დან 400მდე სიგანე 120დან 140მდე წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 91.151.140.4 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ყოველ შემთხვევაში, თქვენზე ბევრად ჭკვიანმა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სამეცნიერო კოლეგიამ. ნეტავ თქვენ რის საფუძველზე ამტკიცებთ? --მიხეილ მიწერა 13:13, 10 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
თვითონ გამოზა ხელითა და თვალის ზომით სიგრძე-სიგანე; გამჭვირვალობაც ხომ არ იცით შემთხვევით?ვიკრიჭები--ოთოჯი / მომწერე 13:20, 10 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ზომები ნამდვილად შეცდომითაა და უაზრო პოლემიკას ჯობია ჩაასწოროთ

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სამეცნიერო კოლეგიამ რა დაამტკიცა არ ვიცი, მაგრამ 5 წელი ვმუშაობდი კუს ტბაზე და ნამდვილად ვერ დავატევდით 20 წყლის ველოსიპედს 180 მ სიგრძის და 50 მეტრის სიგანის ტბაშიი. ნაპირის მეორე მხარეზე რაციით ვეკონტაქტებოდით მაშველებს და 50 მეტრის მანძილზე რაცია ნამდვილად არ გჭირდება ადამიანს ელემენტარულად რო აგიხსნათ. 40-45 მეტრი არის მინი ფეხბურთის მოედანი და ვის უნდა იმის მტიცება რო მეკარეებს შორის რა მანძილიცაა ის მანძილია კუს ტბის ერთ მხარეზე და მეორე მხარეზე მდგომ ადამიანს შორის. სიღრმეს რაც შეეხება არაერთგზის გაგვიზომავს და მაქსიმალური სიღრმე 17 მეტრია და +10 მეტრი სიღრმე ძალიან ბევრ ადგილასაა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.52.54 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ნუ ფაქტია, რომ სიგრძეც და სიგანეც იმაზე მეტია, ვიდრე სტატიაშია მოყვანილი. უხეშად გაზომვის პირობებშიც კი საკმაოდ დიდ სხვაობას იძლევა. როგორც ჩანს მას შემდეგ ტბის ფართობი გაიზარდა სიგრძე სიგანე--დათო1010 06:02, 5 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ვკითხულობთ: „წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად“. ან დამხურავი ფრჩხილია ერთი სიტყვით წინ გადასატანი, ანდა ამაე ფრხილის შემდეგ ერთი სიტყვა აკლია. გიო ოქრო 19:18, 29 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]