განხილვა:კულტურა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიის ძირეული მოდიფიცირების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

საკუთარი (თუმცა ვფიქრობ, ამავდროულად ობიექტური) მოსაზრებებით, სტატიის შინაარსი და სტრუქტურა შევცვალე და გავამდიდრე თეორიული მასალით. ბოლო ”თავი” ”კულტურას ქმიან” წასაშლელია, რადგან ”კულტურას ქმნის” (ანუ კულტურა მოიცავს) ყველაფერს, რასაც ადამიანი (ადამიანთა საზოგადოება) ქმნის, ანუ ამის ჩამოთვლა წამგებიანი და შეუძლებელიც კი იყო. ველოდები გამოხმაურებას.

შეკითხვა: პირადი განხილვის გვერდზე გამოგეხმაურეთ და გთხოვეთ, რომ ბმულებით გაგემდიდრებინათ სტატია? Zangala 22:41, 28 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ბუნებრივია, ლინკებითაც გავამდიდრებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით :) --ხინჩო 23:49, 28 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, რომ პარალელურად გამდიდრდეს ბმულებით. არ მგონია, რომ ეს თქვენთვის ძნელი იყოს. Zangala 23:53, 28 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


"კულტურას ქმნიან" სათაური გრამატიკულადაც არასწორია, თუმცა ეს სექცია წასაშლელი არაა, სახელი უნდა გადერქვას, მაგ. "კულტურის დარგები" ან მისთ. სტატიის გაუმჯობესება ნამდვილად მისასალმებელია. - ალ-ო () 14:48, 29 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


გეთანხმებით, მაგრამ ”კულტურის დარგებიც” არ არის კარგი ჩემი აზრით. თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო იმ გარემოებაზე, რომ ძირ. არსებობს კულტურის ტრადიციული, ფილოსოფიური უნივერსალური გაგება (რომელიც კულტურის მეცნიერებათა და კულტურის თეორიის კომპეტენციაა) და კულტურის საბჭოური გაგება. ამ უკანასკნელის მიხედვით კულტურა არის ”ხელოვნების” ამბივალენტური სინონიმი, ხშირი იყო ხმარებაში ”კულტურა და ხელოვნება”, ”კულტურა და საზოგადოება”, თუმცა რა იგულსხმეობდა, დღემდე არ არის დადგენილი :) რაც შეეხება ტრადიციულ, დასავლურ გაგებას (დასავლურ ვარიანტზე ხდება აპელირება, რადგან შესაბამისი სამეცნიერო აპარატით და ტექნიკით, აკადემიურ სტილში მისი გააზრება სწორედ იქ მოხდა), სადაც ”კულტურა” გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამოსათვლელი სფეროები, იგი თავად ჩვენი გამაადამიანურის ფაქტორია (არ არსებობს ადამიანი/საზოგადოება კულტურის გარეშე, შესაბამისად კულტურა არ არსებობს ადამიანის გარეშე). შეადარეთ ”კულტურული” --- ”ველური”, ანუ ნადირის მდგომაროებაში... :) ანუ ჩვენ თუ დავტოვებთ ”კულტურის დარგები”, ქვევით მოგვიწევს ჩამოვწეროთ ადამიანთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სტატიის სათაური, რაც ენციკლოპედიაში არის და იქნება :) ხომ არ აჯობებდა ამის მაგივრად ლოკალური კუტლურების შიდა ბმულები დაგვედო? მაგ.: ქართული კულტურა სომხური კულტურა ინკას კულტურა და ა.შ.


პ.ს. სტატია ჯერ კიდევ შესავსებია. გმადლობთ შენიშვნებისთვის, შიდა ლინკებითაც გავამდიდრებ თანდათან. --ხინჩო 20:17, 29 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, ამ თემისთვის აქ კარგა ხანია არავის მიუხედავს და საფუძვლიან გადახედვას საჭიროებს. თუმცა კატეგორიებში გაერთაინებაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს დასავლეთიშიც. მაგ. გერმანულ ვიკიპედიაში ხელოვნება და კულტურა ერთ კატეგორიაშია შეყვანილი და პორტალიც საერთო აქვს, თუმცა ინგლისურში და ფრანგულში ისინი ცალკეა. თუ სურვილი და დრო გექნება კულტურის თემებზე მუშაობის, პორტალისთვის თარგს გავამზადებ, რომ მასთან დაკავშირებული თემები ერთად მოგროვდეს შეძლებისდაგვარად. გასულ კვირას შეიქმნა პორტალი:ხელოვნება, შეიძლება მის მსგავსად გაკეთდეს კულტურაც თუ ამ თემაზე საკმარისი დასრულებული სახის სტატიები მოგვეპოვება. თუ სურვილი გექნება სიამოვნებით დაგეხმარები. - ალ-ო () 20:27, 29 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]