განხილვა:კიევის რუსეთი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გაუმჯობესდა პროექტ „რუსეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

სახელმწიფოს სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

ჩემი აზრით ტერმინი კიევის რუსეთი არასწორია. ამ სახელმწიფოს სახელი მისი ეთნიკური შემადგენლობიდან დაერქა. მის ტერიტორიაზე ერთად ცხოვრობდნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, ბალტიისპირეთის ვარიაგები და სხვა აღმოსავლეთ ევროპის სლავები (და არა მხოლოდ), მათი ეთნოკულტურული რეგიონის სახელი კი არის კიევის რუსი. ამიტომაც სწორია კიევის რუსი ან სხვა სახელი, მაგრამ არა კიევის რუსეთი. --ArsenalAtletico2017 (პასუხი) 14:01, 22 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

არც უკრაინელები, არც რუსები და არც ბელარუსები იმ დროს არ არსებობდნენ. ყველა ეს ეთნიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა მონღოლთა შემოსევების შემდეგ. ალიკო თარგამაძე (განხილვა/წვლილი) 20:27, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

კიევის რუსეთი თუ კიევის რუსი?? --გოტა (პასუხი) 21:31, 23 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ სახელმწიფოს ერქვა „რუსი“. ბერძნულ-რომაულ ისტორიოგრაფიაში და გეოგრაფიაშიც ასე გვხვდება. „კიევის რუსი“ საბჭოთა ისტორიოგრაფიიდანაა და, ჩემი აზრით, არასწორია. რაც შეეხება „რუსეთს“ ეს საერთოდ მცდარი თარგმანის ან მიზანმიმართული პროპაგანდის ბრალია. ჩემი შემოთავაზებაა, გადავიდეს რუსი (ფეოდალური სახელმწიფო)-ზე. 91.151.136.216 19:56, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

მოიტანეთ წყაროდ არასაბჭოთა ლიტერატურა, სადაც ქართულ ენაზე ფიქსირდება სახელწოდება „რუსი“ ქვეყნის აღმნიშვნელად. ბერძნულ ლიტერატურაში რა ერქვა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული სახელწოდების შესაცვლელად. ან თანამედროვე ისტორიოგრაფია უნდა იხსენიებდეს ასე, ან ენის ნორმამ უნდა შეცვალოს ძველი ფორმა. რადგანაც არცერთი არ მომხდარა, გადატანა არასწორი იქნება. გიო ოქრო 20:02, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
ენდონიმი იყო „რუსი“, ასე ერქვა ძველ სლავურადაც და რუთენიულადაც. რუსულშიც „რუსი“ ან „კიევის რუსი“ გვხვდება. „რუსეთი“ საერთოდ საიდან დამკვიდრდა ქართულში? საერთოდ არსებობდა „რუსეთი“ მოსკოვის დიდი სამთავროს, რუსეთის სამეფოს და რუსეთის იმპერიამდე? იმ ერთ წყაროშიც, რასაც ეს ეყრდნობა, საიდან გაჩნდა „რუსეთი“ და რა მიზეზით?91.151.136.216 20:23, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
„რუსეთი“ ქართულში გვხვდება მინიმუმ ჟამთააღმწერლის დროიდან (შეიძლება უფრო ადრეც). ენდონიმი რა იყო, ეს არ არის გადამწყვეტი. მრავალ ქვეყანასა და ხალხს ზუსტად ისე არ მოვიხსენიებთ, როგორც თავის თავს უწოდებენ. ამიტომ, თუ არსებობს წყარო, წარმოადგინეთ, სხვა შემთხვევაში ფუჭი განხილვაა. ამგვარ ცვლილებებს სჭირდება წყაროები. გიო ოქრო 20:34, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
ჰო და სად არის ასე მოხსენიებული ადრეულ წყაროებში? ეგ წყარო დავამატოთ მაშინ. მარტო ქსე-ზე დაყრდნობა არ არის მაინც და მაინც სწორი, მით უმეტეს რომ უამრავი, მსუბუქად რომ ვთქვათ, უმართებულობაა შიგნით. 91.151.136.216 20:44, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
„მრავალ ქვეყანასა და ხალხს ზუსტად ისე არ მოვიხსენიებთ, როგორც თავის თავს უწოდებენ.“
თუ ფიქსირდება ქართულ ისტორიოგრაფიაში „რუსეთი“, ჰო. თუ არა და უპირატესობა უნდა მიენიჭოს ან ორიგინალს (ენდონიმს) ან როგორც დამკვიდრებულია, იმას. მე პირადად ორიგინალის ვარიანტს ვემხრობი ბოლო ორიდან თუ უნდა აირჩეს. დღევანდელ სკოლის მასალაში, აკადემიურ ნაშრომებში, ჟურნალისტიკაში და ა.შ., როგორ გამოიყენება, ესეც საინტერესოა. არ ვიცი. თუ ქსე-ში რაც წერია, ეგ დამკვიდრდა, შეიძლება შეცდომით იყოს. ნუ, ამ შემთხვევაში, კარგი, ეწეროს „რუსეთი“ თუ ასეა მიღებული უკვე, თუნდაც არასწორად, მაგრამ შენიშვნა მაინც ჰქონდეს მითითებული სადმე.
მოკლედ, ჯერ ადრეული ისტორიოგრაფიიდან დავიწყოთ. თუ არ არის ასეთი წყარო, მერე დანარჩენი. თუ არის, მივუთითოთ. 91.151.136.216 20:57, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]
ეტიმოლოგიის დამატება კარგი იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში მეორეული წყაროების მოძიება მოგვიწევს, ქართულში ამ სიტყვის შემოსვლასთან დაკავშირებით. ეტიმოლოგიაში უნდა აიხსნას რატომ ჰქვია ასე და ორიგინალში როგორ იყო. გიო ოქრო 08:12, 31 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

მოძველებული საბჭოთა ტერმინოლოგიები[წყაროს რედაქტირება]

სტატიაში მთელი სექციაა ამ სახელწოდებით – "სოციალურ-პოლიტიკური წყობა და კლასობრივი ბრძოლა". რაღა დროს ასეთი სტატიების წერაა? თუ ვინმეს გული შესტკივა ამ სტატიაზე (ის მომხმარებელები მყავს მხედველობაში, რომლებიც მასზე უკვე მუშაობდნენ), გთხოვთ გაასწოროთ თანამედროვე ლიტერატურის მეშვეობით, რომელიც, მადლობა ღმერთს, ინტერნეტში საკმაოდ ბევრია. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენ დროში ასეთი რამ ქართულ ვიკიპედიაში სირცხვილია, თვით რუსებიც კი აღარ წერენ მსგავს ბოლშევიკურ სიბრიყვეს.--Zolokin განხილვაწვლილი 21:45, 23 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რუსეთის ისტორიის თარგი და პლუს სტატიაში რუსეთის (თანამედროვე სახელმწიფოს მნიშვნელობით) დომინირება ძალიან მიკერძოებულს ხდის სტატიას.

რუსეთის ტერიტორიებიდან მხოლოდ ნოვგოროდი იყო ამ სამეფოს ნაწილი, უკრაინის ტერიტორიაზეც იყო და თან დედაქალაქი კიევი იყო. გარდა ამისა ბელარუსის ტერიტორიასაც მოიცავდა.

პოლონეთის ან ლიეტუვას ისტორიაზე ხომ არ იქნებოდა სწორი საუბარი რადგან მათი ნაწილიც იყო უკრაინა და ბელარუსი? ჰო და რუსეთის დომინირება ამ სტატიაში მიკერძოებულს ხდის.

უნდა გაკეთდეს ისე, როგორც არის ინგლისურ ვიკიპედიაში, მაგალითად, რომ საერთოდ ამოღებულია თარგები და შესაბამისი სექცია ეძღვნება ისტორიული მემკვიდრეობის საკითხს, ან უნდა გაკეთდეს ისე, როგორც არის რუსულ ვიკიპედიაში და სამივე ქვეყნის თარგი დაემატოს. 91.151.136.216 21:09, 30 ოქტომბერი 2023 (UTC)[უპასუხე]