განხილვა:კვანტური მექანიკა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ ”კვანტური” და არა ”ქვანტური”? ქართულში გვაქვს ”ქ” და საერთოდ რა აუცილებელია რუსულის, ან კიდევ სხვა უცნობი ენის მიხედვით გადმოტანა. ინგლისურში ”ქ” არის - გამოითქმება და ასეც იწერება; მემგონი ლათინურშიც ასევე ”ქ” გამოითქმება. Dobo 05:01, 8 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეს საკითხი თითქმის ერთი წლის წინათაც დასვი: განხილვა:აინშტაინი, ალბერტ - ეტყობა დაგავიწყდა.

ძველ ლათინურს მოეპოვებოდა სამი ხორხისმიერი ბგერა: q, k, c. პირველი (q) გვხვდება o-სა და u-ს წინ და უფრო ღრმა ხორხისხმიერი იყო; მეორე a-სა და თანხმოვნების წინ იხმარებოდა, ხოლო მესამე e-სა და i-ს წინ იხმარებოდა (ეს შეიძლებოდა უფრო ქ-ს შესატყვისი ყოფილიყო). კლასიკურმა ლათინურმა დამწერლობაში გაააერთიანა სამივე კ და წერდნენ ყველა სამიმე სახის კ-სთვის ასო c-ს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კუ კომპლექსს ხმოვნის წინ, სადაც თანხმოვნური () გამხდარიყო, დაუტოვა დაწერილობა qu. აქ q ყოველთვის იყო ღმა ხორხისმიერი ბგერა და -ს გამოთქმას ის დიდად არის დაშორებული.

ამის გამო qu კომპლექსში უნდა გადმოიცეს კვ (და არა ქვ) კომპლექსით. (ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვათა დაწერილობა ქართულში). Zangala 10:22, 8 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

Mechanica quantica (ლათ.) - კვანტური მექანიკა. Quadrum (ლათ.) ქართულად არის კვადრატი. ამ შემთხვევაში შეკითხვა რატომ არ გაქვს? ორივე შემთხვევაში qu არის. Zangala 10:36, 8 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]