განხილვა:იქს-ადამიანები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თუ შეიძლება სტაიას სახელი გადაარქვით - იქს-ადამიანები (კომიქსი), რადგან არსებობს ამავე სახელწოდების ფილმიც. --Misho 14:43, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სტატიისათვის სახელის შეცვლაა საჭირო. --Misho 14:03, 12 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა. ახლა მაინტერესებს, "რესურსები ინტერნეტში" ამ განყოფილებაში რა საჭროა ინგლისური ვიკის ბმული? –—დათო 07:21, 25 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
რა საჭიროა და, მითითებული მაქ ინგლისური ვიკის ბმული იმიტომ, რომ ხაზი გავუსვა თუ რა კარგად ვიცი ინგლისური ვიღიმი --Misho 08:58, 25 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
არ არის საჭირო :) ინგლისური ვიკის ბმული მარცხნივ ენების ჩამონათვალშიც საკმარისია. ხოლო, ინგლისური კარგად რომ იცი, ეგ პირად გვერდზე მიუთითე :) —დათო 09:37, 25 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

არც ეგ დამვიწყებია. კარგი, წავშლი :) --Misho 09:47, 25 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ქსავიერი არ ერქვა ჩარლის მთელი ცხოვრება? თუ ქსავიე? თუ ხავიერი საერთოდ? --გიგი 07:55, 17 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

არა, ეგენი სხვადასხვა ეროვნების ხალხის მიერ, ჩარლის გვარის დამახინჯებული ინტერპრეტაციებია, ჩარლზ იქსევიერი, არა ხავიერი (ანუ რუსების X=ხ შედეგი) და არც რამე სხვა. --Misho 06:17, 18 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით კი დეფიზი საჭიროა, რადგან თავად ორიგანალ ენაზეა დეფიზით: X-Men. და საერთოდ როცა საქმე გადატანას ეხება, ეს სტატიის განხილვის გვერდზე არ უნდა დაიწეროს? ახლა საერთოდ აჯაფსანდალი გამოვიდა: განხილვის გვერდი დეფიზით არის, სტატიის — უდეფიზოდ. — G.G. 14:54, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ქართული გრამატიკის მიხედვით, დეფისი აქ უადგილოა. წესით განხილვა ავტომატურად უნდა გადაეტანა. როგორც ჩანს, რაღაც შეცდომა მოხდა. აჯაფსანდალი რატომ გამოვა? ბოტის მეშვეობით მთელ ვიკიში გავასწორებთ ამ შეცდომას (ანუ "იქს-ადამიანები"-დან დეფისს ამოვიღებთ). სულ 2 წამის საქმეა.--Blink! განხილვაწვლილი 15:21, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მაინც ვერ გავიგე, იქნებ ვინმემ ამიხსნას, რატომ არ უნდა აქ დეფიზი. დეფიზზე არც მე ვაბოდებ და პირიქით, სადაც შეიძლება მისი არ გამოყენება, არ ვიყენებ. მაგ. ჩემი შექმნილი მეტალები ყველა უდეფიზოდ არის, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა საუბარი დეფიზიან ფორმებზე გადაყვანის შესახებ. მაგრამ მე ყოველთვის ორიგინალს ვუყურებ პირველ რიგში. თუ არის ისეთი გრამატიკული ნორმა, რომელიც კრძალავს აქ დეფიზს, კი ბატონო, დაწერე რომელი ნორმაა, წესი, და იყოს უდეფიზოდ, მე პრობლემა არ მაქვს. მაგალითად, უცხოური გეოგრაფიული სახელები, რომლებიც ორი ან მეტი სიტყვისგან შედგება, ქართულში დეფიზით იწერება, მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალში უდეფიზოდ არის: New York -> ნიუ-იორკი. რაც შეეხება „აჯაფსანდალს“, ახლანდელ მდგომარეობაზე დავწერე, ეგ არაფერია, მთავარი გავარკვიოთ ჯერ. — G.G. 15:48, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მაგალითად, დეფისის შესახებ წაიკითხე აქ. ჩემი რჩევაა, ყოველთვის ვეცადოთ უხეში ტრანსლიტერაცია არ გავაკეთოთ და ქართულ გრამატიკას პატივი ვცეთ.--Blink! განხილვაწვლილი 15:53, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
წავიკითხე და მაგ წესების მიხედვით, სწორედაც რომ უნდა: გვ. 500, მესამე წესი მსაზღვრელ-საზღვრული. იქსი აქ არის მსაზღვრელი, რაც გულისხმობს იქს-გენის მატარებელს, ხოლო ადამიანი — საზღვრული. რაც შეეხება რჩევას: ქართულ გრამატიკას პატივს ვცემთ, მაგრამ სადაც ნორმა არ გგვაქვს, „უხეში ტრანსლიტერაცია“ გვიწევს.— G.G. 16:07, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ვერ დაგეთანხმები, „იქსი“ „ადამიანის“ მსაზღვრელი ვერ იქნება. იქს გენი აქ რა შუაშია, საუბარია ინგლისური ანბანის ასო X-ზე. მოდი, სხვა რედაქტორებს დაველოდოთ. ჩვენი აზრები უკვე დავაფიქსირეთ. მანამდე გთხოვთ, შეამოწმოთთ სტატია უკანასკნელ 2 ცვლილებამდე. გმადლობთ.--Blink! განხილვაწვლილი 16:12, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, დაველოდოთ. აქვე, მომყავს ციტატა სტატიიდან: „გუნდის სახელწოდებაში „იქსი“ („X“) მიანიშნებს „ექსტრა“ ძალაზე, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები არ ფლობენ.“ სტატიის შემოწმება უკანასკნელ 2 ცვლილებამდე ვერ მოხდება, ან მთლიანად უნდა შემოწმდეს, ან დარჩეს 3 ივნისის მდგომარეობაზე. პ.ს. აქ ექვსი დღეა უკვე ველოდები გამოხმაურებას სხვა რედაქტორებისგან.— G.G. 16:23, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ძალიან ცუდი. მაშინ დავაბრუნებ იქს-ადამიანებზე (სახელსაც და ტექსტშიც შევიტან შესაბამის ცვლილებებს) და შეამოწმეთ. როდესაც ეს საკითხი გადაწყდება, დეფისი მერე ამოვიღოთ ან დავტოვოთ.--Blink! განხილვაწვლილი 16:26, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
იქნება მაინც დაგვეცადა ფორმალურად 3 დღე, იქნებ გამოჩნდეს ვინმე, იქნებ მე ვცდები... თუ არა, მერეც მოასწრებთ მაგ ყველაფრისგაკეთებას.— G.G. 16:36, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო. ჩემი თხოვნა იქნება, ასო X-ს მეტისმეტად ფართოდ ნუ განმარტავთ. ესაა მხოლოდ ასო. კომიქსის (X-Men #1) მიხედვით, გუნდს ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ მისი წევრები „extra“ შესაძლებლობებს ფლობდნენ (ციტატა ხსენებული კომიქსიდან: "possess an extra power... one which ordinary humans do not!! That is why I call my students... X-Men, for EX-tra power!". ), რასაც ასო X უბრალოდ გამოხატავს. ის ვერ იქნება მსაზღვრელი. კარგი იქნება, თუ ჩემს აზრს გაითვალისწინებთ.--Blink! განხილვაწვლილი 16:41, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
პირველ რიგში, თხოვნა იქნება, განხილვების გარეშე ნურაფერს ნუ გადაიტანთ. პირდაპირ გადატანა მაშინ არის მისაღები როდესაც გვერდი აშკარად არის გადასატანი, მაგრამ აქ სულ სხვა სურათია. რაც შეეხება სათაურს; აშკარაა, რომ სათაურში გვხვდება ორმნიშვნელობიანი რთული სიტყვების კომპონენტები, რომლებიც კომპოზიციას ექვემდებარება. დეფისი აქ საჭიროა, რადგან კავშირი ჩანს. ვინ ადამიანები ? იქს-ადამიანები. მაგრამ მე ვარ მომხრე, რომ სათაური დარჩეს ორიგინალში ანუ X-Men. დიდწილად ასეა ყველგან ვიკიპედიებში. ორიგინალში გვაქვს აგრეთვე Marvel Comics და ბევრი სხვა. - ოთოჯი განხილვა 18:04, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერში გეთანხმები, გარდა ერთისა: ორიგინალში დატოვების მომხრე არ ვარ. ეგ იგივე იქნება დაახლოებით, ფანტასტიკური ოთხეული Fantastic Four-ად, ან რკინის კაცი Iron Man-ად რომ ჩავწეროთ. Marvel Comics-ს რაც შეეხება, ეგ კომპანიაა, ბრენდის სახელი სახელი, რომელსაც ვიკიპედიების უმრავლესობა არ თარგმნის, იქს-ადამიანებს უფრო მეტი თარგმნის (არაბულ, ბელორუსულ, ბულგარულ, სპარსულ, ფინურ, ებრაულ, იაპონურ, კორეულ, ლიტვურ, რუსულ, სლოვენურ, სერბულ, ტაილანდურ, უკრაინულ და ჩინურ ენებზე ნათარგმნია).— G.G. 20:07, 10 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კეთილი. უბრალოდ ვნახე, რომ ვიკიპედიის რამდენიმე განყოფილებამ დასახელება ორიგინალში დატოვა. მაგრამ კიდევ ერთხელ, დეფისი აქ საჭიროა, რადგან იქსსა და ადამიანებს შორის არის კავშირი. - ოთოჯი განხილვა 09:09, 11 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]