განხილვა:იუდა ისკარიოტელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"იუდა ისკარიოტელი ისტორიული პიროვნება არ არის; მისი სახე შექმნილია მომავალი მესიის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმატყველებათა შესაბამისად" აზრი ვერ გავიგე და ვინმე ხო არ განმარტავს?!--Misho 05:52, 10 თებერვალი 2009 (UTC)

ქსე-ის მიხედვით, რომელიც განმარტავს, რომ მესიის გამცემი მოევლინებოდა ქვეყანას. ზაქარია კი იყო ძველი აღთქმის (თ. 11. 12) წინასწარმეტყველი „ქრისტეს მოსვლამდე“. ათეისტებს არ მიაჩნდათ ისტორიულ პიროვნებად, ხოლო თეოლოგებისთვის კი ისტორიული პიროვნებაა.--ცანგალა () 16:10, 10 თებერვალი 2009 (UTC)

ა, გასაგებია, ხო არ ჯობია ამოვიღოთ ეგ ნაწილი ვაფშე, ძაან სუბიექტურია, რატო უნდა მივემხროთ ათეისტებს და გადავაბიჯოთ ახალ აღთქმას??--Misho 06:21, 11 თებერვალი 2009 (UTC)


მე თვითონ მიკვირს პოზიცია ესე ადვილად როგორ დავთმე. რას ნიშნავს არაა ისტორიული პიროვნება ან ვიკის ეგ რაში აინტერესებს, ამოსაღებია და ამოვიღებ. --მიშა () 10:13, 21 მარტი 2009 (UTC)

არ გგონიათ რომ "ბიბლიური პერსონაჟი" ცუდად ჟღერს  ? პერსონაჟები ნაწარმოებს ყავს . ბიბლია კიდე ნაწარმოები და ვინმეს შეთხზული არ არის . ქართული ვიკიპედიაა და ქრისტიანულ წესებს უნდა ვიცავდეთ და არა სხვ. პ.ს ეს ჩემი აზრია — დავით Xll ჟორჟოლიანი 21:26, 2 აპრილი 2010 (UTC)