განხილვა:იაკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადამაქვს ეს „აზავერზე“--ვაროსანი 19:06, 14 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურად ქსეს სხვადასხვა ტომებია მითითებული, რატომ გაკეთდა გადამისამართება?--შოთა [UT] 19:11, 14 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
იაკი ქართულად ითარგმნება როგორც აზავერი. იხილე ამ საიტზე „ძუძუმწოვრებში“ - „აზავერი“--ვაროსანი 19:32, 14 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
არსებობს აზავერიც (ქსე, ტ. 1, გვ. 184) და იაკიც (ქსე, ტ. 5, გვ. 38). --ცანგალა () 20:15, 14 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
სანამ შეთანხმება არ იქნება გთხოვთ გადამისამართებას ნუ გააკეთებთ.--ცანგალა () 20:30, 14 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ აზავერი და იაკი ერთი და იგივე არ არის, მაშინ იქნებ მითხრათ აზავერის ახლანდელი სტატია ინტერვიკები სადაა? იაკი ქართულად აზავერია, იხილეთ ამ საიტზე „ძუძუმწოვრებში“ - „აზავერი“ ნათლად წერია:

ვიკიციტატა
„აზავერის (Bos grunniens, ან Bos mutus) უზარმაზარ სხეულს, არსებობისთვის შესაბამისი გამოკვებაც სჭირდება. სტიპა, კარექსი, ბუჩქნარი მცენარეები, ხავსები და ლიქენები, მისი ძირითადი, საყვარელი საჭმელია. ინგლისურად მას იაკს (yak) უწოდებენ, რომელიც ტიბეტური დასახელებიდან „gyag“-დან მომდინარეობს, თუმცა ამ უკანასკნელით მხოლოდ მამრს მოიხსენიებენ, მდედრს კი „nak“-ს უწოდებენ. ინგლისური " yak", ჩვეულებრივ ორივე სქესის აღსანიშნავად გამოიყენება“

--ვაროსანი 16:38, 15 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

პლუს ამას ამავე სტატიაში მოცემულია სტროფი ვეფხისტყაოსნიდან, კარგად დააკვირდით და ნახავთ რომ მანდაც არა იაკი(საერთოდ რა შუაშია იაკი ქართულ ენასთან), არამედ აზავერია ნახსენები
ვიკიციტატა
„რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,

წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,

მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე“

--ვაროსანი 16:48, 15 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ აზავერი და იაკი ერთი და იგივე ცხოველებია, ქსე-ში რატომ არის მათთვის ორი განსხვავებული სტატია?--შოთა [UT] 17:06, 15 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ: მაშ აზავერი რა ცხოველია და რატომ არ წერია სხვა ვიკიპედიებში (სავარაუდოდ)?

ასევე ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ წყაროში ნათლად წერია, რომ Bos grunniens-ის ქართულად აზავერი ეწოდება--ვაროსანი 17:19, 15 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვერაფერი გადავწყვიტეთ? --ვაროსანი 16:32, 16 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, რატომ არ არის სხვა ვიკიპედიებში, მაგრამ ფაქტია, რომ ქსე-ში ორი განსხვავებული სტატიაა და ჩემი აზრით, ორივე უნდა დარჩეს ცალკე სტატიად.--შოთა [UT] 15:29, 30 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]