განხილვა:თოვლის პაპა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერდი გადასატანია თოვლის პაპაზე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:09, 18 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

წყარო? მე ორივე გამიგია, როგორც პაპა, ასევე ბაბუა. ამასთან, პაპა უფრო აღმოსავლეთ, ხოლო ბაბუა უფრო დასავლეთ საქართველოში გვხვდება (მე რამდენადაც ვიცი).—G.G. 06:46, 18 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
სად იყო ბაბუა, პაპას რომ ხმარობდნენ. აიღე ისტორიული წყაროები, გინდ დასავლეთი იყოს და გინდ აღმოსავლეთი, ყველგან „პაპა“ დაგხვდება. ყველაზე სამაგალითო წყარო „პაპასთან“ დაკავშირებით — ვეფხისტყაოსანი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 19:18, 24 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები გადასატანია თოვლის პაპაზე. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:40, 26 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გადატანილიაMikheil მიწერა 22:11, 15 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

Google მინიმუმ სამჯერ მეტ რეზულტს გვაძლევს თოვლის ბაბუაზე, ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება.--GagaVaa 11:39, 6 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

წესების თანახმად ცოტა მეტი მოცდაც გვჭირდება სანამ გადავიტანდეთ! --ჯაბა 1977 17:20, 6 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
ძალიან დაგვიანებით, მაგრამ ვეთანხმები ჯაბას! ასე სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად გადატანა არ შეიძლება! ეს ის შემთხვევა არაა, სადაც google-ში ძებნის რაოდენობით უნდა მიენიჭოს სახელს უპირატესობა. პაპა არის სალიტერატურო ფორმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იხმარებოდა მთელ საქართველოში. ყველა ისტორიულ წყაროში მხოლოდ პაპაა ნახსენები, სულხან-საბას სიტყვის კონაშიც მხოლოდ პაპაა განმარტებული, ბაბუა არც წერია. ვემხრობი ნოდარს, პაატას ამ სტატიის თოვლის პაპაზე დაბრუნებას.--Saliner 12:05, 3 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ავტორმა შემოიტანა როგორც თოვლის ბაბუა, ჩემი და დარწმუნებული ვარ საღი უმრავლესობის აზრით, სამართლიანად და გადატანა უნდა მოხდეს გონიერი განხილვის საფუძველზე და არა კუთხური შოვინიზმის საფუძველზე სამი მომხმარებლის მიერვიღიმი, შოთა რუსთაველს, სულხან საბას და ჩახრუხაძეს რაც შეეხება, სამწუხაროდ მათი დიდებული ენა უკვე ძველი ქართული დიდებული კულტურის ბრწყინვალე ძეგლია, თუმცა ვიკის ლაბორატორიაში მუშავდება ძველ ქართულ ენაზე საიტის შექმნის ვერსია და შეგიძლიათ ჩაერთოთ, და ძველი ქართული ენის გადარჩენისთვის და შენარჩუნებისთვის იბრძოლოთ. ქართულ ვიკიში სათაურის სტანდარტიზაცია ხდება მეტად გავრცელებული ფორმით და ამის შეფასებისთვის წარმატებით გამოიყენება რათქმაუნდა ინტერნეტ საძიებო სისტემებიც, Google, Bing, Yahoo თუ სხვა, რადგანაც თავად ვიკიპედიაც ინტერნეტ სამომხმარებლო სისტემის ნაწილი და არა აკადემიური გამოცემა. აქვე საინტერესო იქნება ყველაზე პოპულარული ქართული ინტერნეტ ფორუმის - Forum.Ge (564 555 უნიკალური მომხმმარებელი თვეში) გამოკითხვა ვებგვერდის მომხმარებლებში:) ხელოვნური შექმნა არარსებული რეალობის უკან უნდა მოვიტოვოთ, თანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თოვლის ბაბუის კულტი დასავლეთ საქართველოდან იღებს სათავეს და შესაბამისად მისი პირველადი სახელწოდებაც სწორადაა მოცემული სტატიის სათაურში--GagaVaa 21:05, 4 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

დაბრუნდა პაპაზე. ვიკიპედია არაა აკადემიური გამოცემა, მაგრამ ეყრდნობა აკადემიურ გამოცემებს და არა ფორუმებს. სიტყვა „ვაბშე“ და „კაროჩესაც“ N-რაოდენობით ყრის გუგლი. — Mikheil მიწერა 22:07, 4 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]
შენ ნამდვილად საღად აზროვნებ გეტყობა:) შენ ახლა ლოგიკას ვეღარ შეგასწავლი მაგრამ თვლა იქნებ ისწავლო მაგალითად "კაროჩე" (რომელიც ბაბუას რატომ შეადარე ალბათ მარტო შენ იცი), გუგლში იძებნება 500 000 შედეგი და "მოკლედ" რომელიც ლიტერატურული ფორმაა 4 000 000 შედეგი, ასე რომ გუგლის შეცდომა სად დაინახე ვერ გავიგე. სტატიას რომელსაც სათაური ქვია ისე როგორც ეს წყაროებში მითითებული რატომ გადაგაქვს ისეტ დასახელებაზე რომელიც წყაროებში არ ფიგურირებს ვერ გავიგე თან თვითნებურად, წყაროები მოიშველიე და წესიერად იმუშავე შენ ადმინისტრატორის სტატუსი ხო არ გატყუებს შემთხვევით?--GagaVaa 17:34, 5 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]
შეურაცხყოფას შეეშვი, თორემ სტატუსი მართლა მომატყუებს. დასახელებულია ყველა არგუმენტი, რომელთა ფონზე შენი არგუმენტები საკმარისი არაა. შეეშვი თვითნებურ ქმედებებს. — Mikheil მიწერა 18:29, 5 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

დამატებით კიდევ მომყავს წყაროები, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი' უკვე მოყვანილია სტატიაში, ასევე რადიო თავისუფლების სტატია საქართველოს მთავრობის მიერ თოვლის ბაბუის ყოველწლიური ინსტიტუტის დაარსების შესახებ, თუმცა მიხეილმა ეს წყაროები სარწმუნოდ არ მიიჩნია ეტყობა საქართველოს პარლამენტზე და მთავრობაზე უფრო სარწმუნო წყაროები მოძებნა მაგრამ სტატიაში მითითება იუკადრისა. ეტყობა ადმინისტრატორის სტატუსი ქურდის სტატუსს უახლოვდება და ჩემი რვა ხაზიანი ტექსტის და სტატიის ავტორების შრომას ორი სიტყვით გასცა პასუხი და გადაწყვეტილებაც მიიღო. forum.ge-ს და google-ს არ ვენდობიო დასძინა. მსგავსი თვითნებობა ჯერ არ შემინიშნავს არათუ საზოგადოებრივ დომენში არამედ კერძო კომპანიებშიც კი და აქ მემგონი ვიკი ვიღაცეებს თავისი საკუთრება ჰგონიათ, მოკლედ ვამატებ კიდევ გარკვეულ ლინკებს ეგებ მიხეილის სიტყვის ძალა გადაწონოს:

  • ქართული პრესის ელექტრონული არქივი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა): თოვლის ბაბუა - 70 შედეგი, თოვლის პაპა - 44 შედეგი.
  • 'საქართველოს პარლამენტის ელექტრონული არქივი: თოვლის ბაბუა - 109 შედეგი, თოვლის პაპა - 50 შედეგი.
  • თბილისის საინფორმაციო პორტალი: თოვლის პაპა - 0 შედეგი, თოვლის ბაბუა - 5 შედეგი.
  • და ბოლოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე': თოვლის პაპა - 0 შედეგი, თოვლის ბაბუა - 3 შედეგი, მათ შორის: „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ", საქართველოს მინისტრის ბრძანება ● საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ● N36/ნ ● 11/03/2011.

და მართლაც სასაცილოც აღარაა უკვე რა ეს ყველაფერი, მიხეილ წაიკითხე რასაც ვდებ დარწმუნებული ვარ არც ჩაგიხედია არც სტატიაში წესიერად და მითუმეტეს არც მისი წყაროები არ დაგითვალიერებია და უკვე დაღეჭილი ინფორმაცია დავდე და ამას მაინც გადაავლე თვალი, და კიდევ დავამატებ ამის თქმას ნამდვილად არ ვაპირებდი მაგრამ აქ ისეთი ფენაც შეიძლება მოხვდეს შემთხვევით, რომ ბაბუა მართლაც ბარბარიზმი ჰქონია მეგრულიდან შემოტანილი, ამიტომ მათთვის ვამბობ, რომ ბაბუა რათქმაუნდა არანაირი ბარბარიზმი არ არის და არც ვიცი თუ ითვლებოდა ოდესმე ბაბუა არის აბსოლიტურად ჩვეულებრივი თანამედროვე ქართული ენის შემადგენენელი ნაწილი, რათქმაუნდა არ მეგონა ამის დაწერა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ მიხეილის მიერ კაროჩეს და ვაფშესთან შედარების მერე მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს შესაძლოა ბარბარიზმი ჰგონია ბაბუა და ვურჩევ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჩაიხედოს, აკადემიურ წყაოებს ვენდობიო დაწერა, რომელ აკადემიურ წყაროში წაიკითხა რომ თოვლის პაპაა სწორი და თოვლის ბაბუა არასწორი დაწეროს ვთხოვ, და დემაგოგიას თავი დაანებოს, რა არგუმენტებია მოყვანილი გამაგებინე ერთი?— GagaVaa 18:51, 5 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონითოვლის პაპა. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 512გვ. გაგა, არცერთი შენ მიერ მოყვანილი ბმული აკადემიური წყარო არ არის. პირველი მათგანი ქართული პრესის ელექტრონული არქივი აჩვენებს რამდენ საგაზეთო სტატიაშია ესა თუ ის სიტყვა გამოყენებული. ვიკიპედია ის ადგილი არ არის, სადაც ჟურნალისტების ენა უნდა დავაყენოთ აკადემიურ წყაროებზე წინ. მეორე მათგანი - 'საქართველოს პარლამენტის ელექტრონული არქივი გვიჩვენებს რამდენ მხატვრულ ნაწარმოებშია თითოეული სიტყვა. თბილისი-ინფოზე აღარც გავამახვილებ ყურადღებას. მე კიდევ მომყავს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ შედგენილი სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონია, ამიტომ, როგორც მასშია მითითებული, სტატია უნდა იყოს თოვლის პაპაზე, ხოლო იქვე უნდა მიეწეროს თოვლის ბაბუა, როგორც მისი სინონიმი და ალტერნატიული ფორმა.--Saliner 10:10, 6 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]
გუგლის ძიება ჩემთვის წყარო ვერ იქნება. ძიების შედეგებში თოვლის ბაბუა უფრო მეტად სწორედ იმიტომაა გამოყენებული, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 დასავლეთ საქართველოდანაა სადაც სწორედ ეს ფორმა გამოიყენება. სტატია უნდა დაბრუნდეს თოვლის პაპაზე და გვერზე მიეწეროს თოვლის ბაბუაც--დათო1010 11:26, 6 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Gaga.vaa: თქვენი მხრიდან ადგილი აქვს ვიკიპედიის წესების უხეშ დარღვევას!. იხ. ვპ:განხილვა, ვპ:ენ. ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს!. ვიკიპედიაში წონადია მხოლოდ აკადემიური წყაროები: იხ. ვპ:სწ. ვიკიპედიის წესების დარღვევის გამო მომხმარებლები იბლოკებიან, იხ. ვპ:ბლოკი. გთხოვთ, ნორმალურ რეჟიმში წარმართოთ დისკუსია. სტატიათა განხილვის აზრია საერთო, ობიექტურ აზრზე შეჯერება, იხ. ვპ:კონსენსუსი. და ბოლოს, ნუ შევეცდებით გვერდი ავუაროთ ზემოთ მითითებულ ვიკიპედიის პოლიტიკასა და წესებს. აქტიურად ვადევნებ თვალს ამ განხილვას!. - OTOGI Messages 13:42, 6 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

აქ რამე ძველბიჭურ გარჩევას აქვს ადგილი შემთხვევით? რაღაც აგრესიულ განწყობას ვგრძნობ. მომისმინეთ კარგად. არნოლდ ჩიქობავას წყარო დაიდო მხოლოდ 2017 წლის 6 თებერვალს, სტატიის შექმნიდან 3 თუ 4 წლის თავზე, რაიმე წყარო ან წყაროს მსგავსი იყო მითითებული სტატიაში, ან განხილვის გვერდზე, ან სადმე საერთოდ ან აკადემიური ან არააკადემიური ან სოფლის ბირჟაზე ნათქვამი მაინც რაც ამტკიცებდა გარკვეული შოვინისტური დაჯგუფების მიერ ამ გვერდის გადატანას მაშინ ბოდიშს მოვიხდი. ჩემი წყაროები რატომ გამოიყვანეთ ასე აგდებულად ეგ ვერ გავიგე:) ბოლოს და ბოლოს განათლების მინისტრის წარმოდგენილი სასწავლო პროგრამა დავდე, ჩიქობავას წყაროზე "ცოტათი" ახალი:) მცირედ არაადეკვატური რომ ვიყო ამის მერე გიკვირთ? შეურაცყოფას მაყენებთ ჩვეულებრივს, როდესაც არასწორ შეფასებას აძლევთ ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და ამავე დროს ჩემსკენ იშვერთ ხელს თითქოს მე ვაყენებდე ვინმეს შეურაცყოფას. ეგ ბიჭებო არ შეიძლება.

ვიმეორებ მომხმარებელმა მიხეილმა ვიკიპედიის წესები დაარღვია როდესაც განახორციელა გადატანა მაშინ როდესაც არც მას და არც სხვა მის თანაკუთხელებს არანაირი წყარო არ მოუშველიებიათ. განხილვის გვერდზე აზრი გამოთქვა მხოლოდ სამმა მომხმარებელმა და თოვლის პაპპაზე გადატანის სურვილი გამოთქვა ორმა, ანუ მიუხედავად იმისა რომ არ იყო გამოცხადებული გვერდის გადატანის შესახებ ოფიციალური გამოკითხვა და ხმები არ ითვლებოდა, მაინც არ იყო სრული თანხმობა (ავტორის ჩათვლით 2-2), მიხეილმა კი ისე, რომ არც წაუკითხავს სტატია, არ დაუსვია შემოწმებულის ნიშანი და მოკლედ აღარ დავწვრილმანდები რა საბავშვო ბაღის ბავშვის დონემდე, მოზრდილები ხართ თქვენც და ძალიან კარგად ხვდებით სუყველა, რომ მიხეილმა იმოქმედა უბრალოდ თავისი კუთხური კუთვნილების შესაბამისად, ბოროტად გამოიყენა თავისი ადმინისტრატორის, ბიუროკრატის და კაი ბიჭის სახელი.

ვისაც ამ სიმართლის არ გჯერათ ყველამ თქვენი სიმართლით იარეთ მოკლედ:) მე კიდე თავს ვერ მოვიტყუებ რაც იყო ეგ იყო და ეგრე იქნება. წყაროებს რაც შეეხება სასაცილოც არ არის რა დაჯგუფების პოზიცია. უკვე ვთქვი ძალიან სერიოზული წყაროები მაქვს მოყვანილი და რათქმაუნდა ჩიქობავას თემასაც, რომელიც დაჯგუფებამ მოიძია, პატივს ვცემ, მაგრამ ეგ ერთადერთი კინკილა წყაროა, (საკმაოდ მოძველებული და განმეორებით გამოცემული) და პლუს ვითვალისწინებ, რომ ბევრიც ყოფილხართ, თუმცა გადატანის მომენტში არ ჩანდა განხილვის გვერდზე თქვენი რაოდენობა და ეტყობა მიხეილმა იცოდა, რომ თუ რამე აგერ იყავით. სხვა ლოგიკას მე საერთოდ ვერ ვხედავ.

ოთოჯის რაც შეეხება ვეთანხმები ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ რომ მეუბნები აკადემიურ წყაროებს ვცემთ პატივსო, რატო მეუბნები ვერ გავიგე? ვინმემ მოიყვანა არგუმენტად აკადემიური წყარო და მე დავაიგნორე? თუ რა შენიშვნაა? კიდე ვიმეორებ და ვუსვამ წერტილს თემას არავის არავითარი წყარო არ მოუყვანია არაფრის არგუმენტად, განხილვაში მონაწილეობასაც არ კადრულობდნენ და უბრალოდ სტატიის წაუკითხავად გვერდის გადატანით იყვნენ დაკავებული. მე უამრავი წყარო დავდე, ძალიან სარწმუნოებიც, თუნდაც არც ისე, მაინც მე ვარ დამნაშავე? უცნაური შეხედულებაა, რაში მამტყუნებთ ვერ გავიგე:)

და კიდევ დავამატებ, რომ ადრე რაღაც თემაზე ჯაბასთან მქონდა მსგავსი სქელტანიანი კამათი, თუმცა ერთი-ერთში ვკამათობდით და ბიჭები არ ჩარეულან, მოკლედ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ საკითხში ვიყავი მართალი ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაჯობა იმ კაცმა წყაროებში და გავჩერდი რა უნდა მექნა, ახლა ის შემთხვევა არ არის, წყაროები არ გაქვთ, უბრალოდ ბევრი ხართ, ერთადერთი დადებითი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ბარაქალა თქვენს კუთხეს, კარგია, რომ ვიკიში ასეთი ოდენობით ხართ წარმოდგენილი— GagaVaa 20:38, 7 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

___________________________________________________

გადატანა შესრულდა უახლეს წყაროზე დაყრდნობით, იხილეთ ბმული — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე': თოვლის პაპა - 0 შედეგი, თოვლის ბაბუა - 3 შედეგი, მათ შორის: „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ", საქართველოს მინისტრის ბრძანება ● საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ● N36/ნ ● 11/03/2011.--GagaVaa 21:03, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Gaga.vaa: რატომ გადაიტანე ბაბუაზე. ამაზე იყო საუბარი და გადაწყდა 2011 წელს. @MIKHEIL: — გთხოვ დააბრუნო პაპაზე როგორც 2011 წელს გადაწყდა./--ცანგალა 18:23, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: — გადავიტანე. --ცანგალა 18:24, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
რათქმაუნდა თოვლის პაპა უნდა იყოს. გიო ოქრო 18:24, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მე მოვიყვანე უახლესი წყარო, რაზე დაყრდნობითაც გადავიტანე--GagaVaa 18:26, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ახალგაზრდებო ნუ არღვევთ უხეშად ვიკიპედიის წესებს, დაემორჩილეთ წყაროებს, წინააღმედ შემთხვევაში იქნებით ურჩები--GagaVaa 18:30, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ქართულ ენაში გამოყენებად სიტყვებს საკანონმდებლო მაცნე არ ადგენს, ასე რომ დაბრუნდა იმ სახელზე რომელიც სწორია--დათო1010 18:32, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ადმინებს ვთხოვ, რომ დაიბლოკოს სტატია, რომ გადატანის საშუალება აღარ მოხდეეს. მადლობა.--ცანგალა 18:37, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მეტი დაკვირვება გვართებს ფაქტებზე, წყარო არის საქართველოს მინისტრის ბრძანება ● საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ● N36/ნ ● 11/03/2011--GagaVaa 18:42, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
არც საქართველოს მინისტრის ბრძანება და არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია არ არის. ამიტომ წყაროდ არ გამოდგება. წარმატებები.--ცანგალა 19:18, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა მე მაპატიე, მაგრამ არასწორ გზას ადგახარ საქმის და მითუმეტეს ადამიანურ ურთიერთობებში, დამიჯერე სწორი გზა არის სიმართლის გზა, რომლის დანახვაც რთულია და არა შეუძლებელი. ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია არ მოქმედებს და როცა მოქმედებდა თოვლის ბაბუა სალიტერატურო ნორმად ქონდა მიჩნეული, შეგიძლია გადაამოწმო და თუ არასწორი ვარ მხოლოდ მაშინ გამაკრიტიკე, ზეპირად არა. წარმატებები, მე შენი მჯერა, შენ არ ხარ ცუდი ადამიანივიღიმი--GagaVaa 19:27, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
არსებობს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ამჟამად გამოსულია მხოლოდ სამი ტომი ასო — დ-ს ჩათვლით. აქ დავწერ თუ რა წერია ბაბუასთან ოდნავ შემოკლებით. ე. ი. ბაბუა (ბაბუასი) იგივეა, რაც პაპა. თოვლის ბაბუა ბავშვების მიერ თოვლისგან გაკეთებული კაცი|| ზღაპრული თეთრწვერა პერსონაჟი, რომელიც ახალ წელს (ნაძვის ხესთან) ბავშვებისათვის საჩუქრები მოაქვს, — თოვლის პაპა (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1 გვ. 935, თბ. 2008) (გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით). ახალი სარედაქციო ჯგუფი: მ. ასლანიკაშვილი, მ. აშაძე, ლ. ბერიაშვილი, თ. ბეროზაშვილი, ლ. ბინიაშვილი, მ. კელენჯერიძე, ნ. მაისურაძე, ლ. სოხაძე, მ. ჩაჩანიძე, ნ. ჭინჭარაული, ნ. ოხონელიძე, მ. ხომასურიძე. რედაქტორი — პროფესორი ავთანდილ არაბული. ე.ი. თოვლისგან გაკეთებული — ბაბუაა, ხოლო საჩუქრებით დატვირთული — პაპა. მე უფრო საჩუქრები მსურს საახალწლოდ, ვიდრე თოვლის ბაბუა, რომელიც ორ წუთში დადნება. ვიღიმი--ცანგალა 19:49, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]